workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ემერსონის დათმობას არ აპირებს

“ბარსელონა” ემერსონის დათმობას არ აპირებს

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ინფორმაციით, “რეალ ბეტისს” “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი მარჯვენა მცველის, ემერსონის შენარჩუნება სურს. 

ანდალუსიელები აპირებენ, კატალონიურ გრანდს ფეხბურთელის გამოსასყიდად 9 მილიონი ევრო შესთავაზონ, თუმცა “ბარსა” ამაზე თანახმა არ იქნება და ემერსონი მომდევნო სეზონის დასაწყისიდან რონალდ კუმანის განკარგულებაში იქნება. 

“ბარსელონამ” და “ბეტისმა” ემერსონი 2019 წელს “ატლეტიკო მინეიროდან” ერთობლივი შეთანხმებით შეიძინეს. ფეხბურთელი “ბეტისს” შეუერთდა, “ბლაუგრანას” კი მისი დამატება წელს 6 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ შეეძლება.  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 21 თებ 2021, 01:35

    საზიარო რა ჯანდაბად უნდოთ. მაშინ 6 მილიონი უჭირდათ? თუმცა ბართო იყო პრეზიდენტი.

  • Barca_MNS
    schedule 20 თებ 2021, 14:52

    სად გვყავს დასათმობი ფეხბურთელი და ან ამაზე უკეთესი ვინ გვყავს. გინდაც ფიზიკურად გინდაც ინტელექტით(რაც ამ პოზიციას შეეფერება) ახლა დესტივით ფინტები არ შემიმჩნევია ამაზე მარა ვის რაში ჭირდება. ვინმესაც არ უთრევია ეგრე საცოდავად.

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 20 თებ 2021, 14:49

    დესტს ისეთები უქნეს, მინიმუმ დასაფიქრებელია ამაზე

  • ROUCH
    schedule 20 თებ 2021, 13:53

    იმის ფონზე რო დესტი უკან გამოისვეს ლიგაზე და არც იგრე აკლებდნენ მანამდე, მივესალმები ამის მოყვანას სხვა თუ არაფერი ფიზიკურად მაინცაა ძლიერი

  • nika 54
    schedule 20 თებ 2021, 12:51

    და ამ ორ წელიწადში რას ვერ დააკვირდნენ, თუ ბართუშას არ ეცალა სანამ ბოტებს აფინანსებდა. ამდენი "პამოშნიკი" რო ყავს კუმანს გაგზავნოს ერთი კაცი და დააკვირდეს რამდენიმე თამაშს, ალბათ ვარჯიშებზეც შეუშვებენ რომ იქაც ნახოს. რით ვეღარ გადაწყვიტეს გამოდგება თუ არა, აბა რაის მწვრთნელები არიან. მოკლედ წავიდა ის სისხლისმსმელი და ბარდაკი დარჩა გუნდში მაინც.

  • M10 S9 D11
    schedule 20 თებ 2021, 12:07

    რავიცი მე არ მომწონს ეს იგროკი ჰა დააბრუნონ ეგება მე ვცდები

  • Ronaldinho..
    schedule 20 თებ 2021, 12:05

    ემერსონი დესტი ნორმალური მარჯვენა ფლანგი შეიძლება გამოვიდეს როტაციაში შევლენ,მარა ბეტისის თამაშებს რო ვუყურებ ესე კი მომწონს ცუდი ბიჭი არაა მარა ის რო ბარსელონას ასნავნოის მარჯვენა მცევლად განვიხილავდე ბევრი წელი და რამე განსაკუთრებულს ვამჩნევდე არა.
    ალბათ თამასაც ალვეშის გამო მაღლა გვაქ აწეული მარა რავიცი..