workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” წარსულში ალაბას შეძენა ორჯერ სცადა

“ბარსელონამ” წარსულში ალაბას შეძენა ორჯერ სცადა

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ხავიერ ბოშის ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა წარსულში ორჯერ ცდილობდა მიუნხენის “ბაიერნის” მცველის, დავიდ ალაბას შეძენას, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

2017 წელს, თავად ალაბამ განაცხადა უარი “ბაიერნის” დატოვებაზე. 2018 წელს კი, “ბარსელონა” მისი ანაზღაურების მოთხოვნის გამო (25 მილიონი ევრო) გამოეთიშა მოლაპარაკებებს. 

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელმა უკვე პირადად დაადასტურა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბაიერნის” დატოვება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 20 თებ 2021, 13:48

    ჰალაზე დარწმუნებული არიან რომ ეგ რეალზე ოცნებობს და პერესსაც ფაქტიურად გაჩარხული აქვს საქმე.

    ციტატა: me da barca
    თუ ვერ მოვიყვანეთ, რეალს მაინც შეუშალეთ ხელი, გაუზარდე ფასი მაგ ბებერ მაფიოზს, უხადოს 25 მილიონი, ბოლოს ვერ მოიშორებს, როგორც იმ უელსელ დოღის ცხენს ვერ იშორებს.


    და როგორ უნდა გაუზარდონ? უფასოდ მოდის და ხელფასს 25 მილიონს ითხოვს. ბარსამ რო უთხრას მოდიო და მოვიდეს მერე? გადაუხდიან? აი რეალი კი აპირებს როგორც მადრიდელები ამბობენ.

  • me da barca
    schedule 19 თებ 2021, 21:42

    თუ ვერ მოვიყვანეთ, რეალს მაინც შეუშალეთ ხელი, გაუზარდე ფასი მაგ ბებერ მაფიოზს, უხადოს 25 მილიონი, ბოლოს ვერ მოიშორებს, როგორც იმ უელსელ დოღის ცხენს ვერ იშორებს.

  • Bobi
    schedule 19 თებ 2021, 21:02

    რეალზე ბევრი იწერება, თუმცა ახლა უკვე ლაპორტაც ჩაერია საქმეში, რაც თავდაყირა აყენებს სიტუაციას 😁💙❤️

  • C.PC5
    schedule 19 თებ 2021, 17:55

    წავიდა ეგ კაცი უკვე რეალში და აწი რა აზრი აქვს რამდენჯერ სცადეს მაგის შეძენა. იმხელა ხელფასს ითხოვდა რომ კაი ქნეს უარის თქმით ჩვენებმა.

  • Visca el barca
    schedule 19 თებ 2021, 14:59

    ციტატა: Nicolaus_Geo
    მოიყვანონ რა მალე, ალბას მშვენივრად შეცვლის ეს


    რეალში მიდის ეს სეზონის ბოლოს, გადაწყვეტილი ამბავია

  • რივალდო-მესი
    schedule 19 თებ 2021, 13:33

    ცენტრში არაუხოსთან ერთად დახატავს.

  • Nicolaus_Geo
    schedule 19 თებ 2021, 13:21

    მოიყვანონ რა მალე, ალბას მშვენივრად შეცვლის ეს