workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის ლიდერმა ქულები დაკარგა

ლა ლიგის ლიდერმა ქულები დაკარგა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის გადადებული შეხვედრა მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლევანტეს” შორის, “როხიბლანკომ” ქულები გაანიავა.

შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში ენის ბარდიმ გახსნა, რომელსაც მარკოს ლიორენტემ 37-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვალენსიელებმა გათმაშების ლიდერი შეაჩერეს და ჩემპიონატს ინტრიგა შეუნარჩუნეს. მადრიდელებმა კი, თავის მხრივ, ბოლო 3 შეხვედრიდან ორში ქულები დაკარგეს.

“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ამ მომენტისთვის შეხვედრების თანაბარი რაოდენობა აქვთ ჩატარებული (22), სხვაობა კი 9 ქულას შეადგენს (55-46).

“ბარსელონა” “ელჩესთან” გამოტოვებულ შეხვედრას 24 თებერვალს გამართავს, ხოლო “ატლეტიკოსა” და “ბილბაოს” შორის გადადებული მატჩი 10 მარტს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (26)

  • nika 54
    schedule 20 თებ 2021, 16:21

    ანუ? ჩემპიონობის შანსი გაჩნდა?

  • mamukaf
    schedule 19 თებ 2021, 07:46

    კალენდარს გადავხედე და დიდი ალბათობით 4 თამაში მაინც დაკავშირებით გავს ბარსა ქულებს, მთავარია რეალს და ატლეტიკოს მაინც მოვუგოთ

  • Bobi
    schedule 18 თებ 2021, 16:48

    სეზონის სტარტზეც ამას ვამბობდი, მოვიდეს ბარსა ჭკუაზე და ატლეტიკოც ბევრ ქულას დაკარგავს თქო. კიდევ ბევრს დაკარგავენ მაგრამ ისევ ბარსა მაშინებს მე პირადად

  • ურია
    schedule 18 თებ 2021, 12:30

    მაინც ლალიგაზე უფრო დიდი შანსიაქ ბარსას ვიდრე უეფაზე.ბარსამ ატლეტიკოს და რეალს მეორე წრეში თუ მოუგო +რეალმა ატლეტიკოს თუ მოუგო ადვილად მოიგებს ბარსა ჩემპიონატს თუ ელჩესთან ქულების კარგვა არ დაიწყეს ისევ 😀

  • Messiah
    schedule 18 თებ 2021, 03:42

    ზედიზედ რო წააგოს ატლეტიკომ მაინც არ გვაქვს შანსი არანაირი :დ

  • M10 S9 D11
    schedule 18 თებ 2021, 02:16

    მშვენიერია ეხლა ატლეტიკოს რთული კალენდარი ეწყება და კიდე დაკარგავს ქულას ჯერ კიდევ შეიძლება ბრძოლა ლა ლიგისთვის