დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში პსჟ-ს უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე შესანიშნავი სტატისტიკა აქვთ. კლუბი ზედიზედ 13 სეზონია 1/4 ფინალში გადის, რაც რეკორდია. უკანასკნელად “ბარსელონა” 1/8 ფინალში 2006/2007 სეზონში, “ლივერპულთან” დამარცხდა, ეს ასევე გახლდათ ბოლო სეზონი, როდესაც “ბლაუგრანამ” ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.

2:0 ვერ შეინარჩუნეს და ახლაც ნერვები მეშლება 3:0 როგორ წააგეს სახლში იუვესთან.
მაგას ვიძახი რა დრო და ჟამია. რაც აქამდე არ მომხდარა ან ძაან დიდი ხნის წინ მოხდა ამ სეზონში იჩენს თავს. ზოგი კაიც ოღონდ😊
ეს ასევე გახლდათ ბოლო სეზონი, როდესაც "ბლაუგრანამ" ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.
ეს არ მომეწონა, ანუ მეორე ადგილიდან გასულები გამოვარდნენ?
ზატო წელს დემბელე გვყავს <33
ბრეიტვეიტი ნაკლებია?
სულ ჯგუფში პირველზე ვართ და 1/4 ვერ ვცდებით. წელს მეორეზე გავედით და შეილება მეტს მივაღწიოთ..💜❤
არც სახლში ვაგებდით ლიგაზე მარა წელს წავაგეთ. ატლეტიკოსთანაც წლებია ლა ლიგაში არ წაგვიგია და წავაგეთ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ვერ უნდა გავიდეთ ამ ლოგიკით.
ზატო წელს დემბელე გვყავს <33
1/8 ფინალს სულ გავდივართ მერე გვიჭირს