workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებითაც “ბარსელონა” ლა ლიგაში საუკეთესოა

სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებითაც “ბარსელონა” ლა ლიგაში საუკეთესოა

იმის მიუხედავად, რომ პირველ ადგილზე მყოფ მადრიდის “ატლეტიკოსთან” ქულებით ჩამორჩენა ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია, “ბარსელონა” ლა ლიგის გუნდებს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით უსწრებს. 

სტატისტიკური აპლიკაცია FotMob-ის მიხედვით, “ბარსა” ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველ ადგილზე შემდეგ კომპონენტებშია:

  • ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი (64.3%)
  • ზუსტი პასების საშუალო მაჩვენებელი (607.9)
  • ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი (49)
  • გოლების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი (2.1)
  • ზუსტი დარტყმების საშუალო მაჩვენებელი (6.9)

რონალდ კუმანის გუნდმა ბოლო დროს შედეგები საგრძნობლად გამოასწორა, თუმცა ქულებს არც “ატლეტიკო” კარგავს და 8 ქულიანი უპირატესობა აქვს, თანაც ერთით ნაკლები ჩატარებული მატჩი. 21 ტურის შემდეგ “ბარსას” ანგარიშზე 43 ქულაა. ხვალ “კამპ ნოუზე” “ალავესთან” გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელები ქულებით “რეალს” გაუთანაბრდებიან და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ცხრილში ისევ მეორე პოზიციას დაიკავებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 13 თებ 2021, 16:06

    რაღაცაში მაინც ვყოფილვართ წინ.

  • Bobi
    schedule 13 თებ 2021, 01:36

    არადა ამ გუნდს რომ სერიოზული შემსრულებელი ყავდეს დამაგვირგვინებელ ფაზაში საერთოდ ზღაპარი იქნებოდა. ამდენ ქულას არ დაკარგავდა გუნდი დარწმუნებული ვარ, გამოსაყენებელი მომენტები რომ გაეტანათ

  • M10 S9 D11
    schedule 13 თებ 2021, 00:45

    ხოდა დაგვაგვიანდა წაუგებელი სერიის გამოცხობა მარა არაუშავს იმედია ხვალაც მოვიგებთ

  • me da barca
    schedule 12 თებ 2021, 23:32

    ბარსა, ფერგის შემდგომ მანჩესტერს მაგონებს. რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ შედეგი ნული. დღეს თითქოს რაღაცას ფაფხურობს, მაგრამ ვერაფერს ვერ იგებს.

  • BlauGrana_DS
    schedule 12 თებ 2021, 19:34

    ესენიც იყოს და თან ქულებითაც რომ ვიყოთ წინ , ხიხია იქნებოდა?
    გაგვაცინებთ ხოლმე….