workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრებმა “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო მატჩი გამოავლინეს

გულშემატკივრებმა “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო მატჩი გამოავლინეს

დაახლოებით 3 თვის წინ “ბარსელონას” ვებგვერდმა გულშემატკივრებს საშუალება მისცა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო მატჩი გამოევლინათ. გამოკითხვა რამდენიმე ეტაპად წარიმართა და საბოლოოდ გამარჯვებული კატალონიური გრანდის “პარი სენ-ჟერმენთან” ქამბექი გახდა. 

2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში “ბარსამ” 4-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა და მეტოქე 6-1 დაამარცხა. 

საინტერესოა, რომ გამოკითხვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე პირველ ადგილს “რეალთან” 6-2 მოგებული მატჩი იკავებდა, ბოლო წუთებზე კი ქამბექმა ქამბექი მოახდინა და “მოწინააღმდეგეს” 100 ხმით აჯობა. 

ფინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობა 8500-მა გულშემატკივარმა მიიღო, საერთო ჯამში კი მათი რაოდენობა 24 674-ს შეადგენდა. მონაწილეთა ყველაზე დიდი ნაწილი ესპანეთიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან და მექსიკიდან იყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 13 თებ 2021, 16:14

    დიდებული მატჩი იყო.

  • M10 S9 D11
    schedule 13 თებ 2021, 00:41

    უენბლის ფინალი იყო საუკეთესო მატჩი

  • Albicelecte
    schedule 12 თებ 2021, 22:04

    ძალიან მაგარი მატჩი იყო ბარსა-ჩელსი 5:1, ძდ. 3:1, გასვლა 1:3 და დამატებით დროში გადავიდა მატჩი
    ის იყო ძალიან ძლიერი და დაბალანსებული ჩელსი
    ძოლა,ფლო,დეშამი,დესაი,იუდა ფერერი,დე მატეო, ვაიზი,პეტრესკუ,ლებეფი, კარში დე გუი(ჰოლანდიურად სხვანაირად გამოითქმის)
    ფლოს ერთი ბრუციანი გავარდნა და თავდაყირა დადგა ყველაფერი, მახსოვს დამატებიტში ბაბაიარომ რომ გამახარა, მაისურით დაიჭირა საჯარიმოში და წითელიც აირტყა
    ეგ იყო უდრამატულესი მატჩი, ის ჩელსი სერუიოზული ძალა იყო და ნებისმიერს გაუჭირდებოდა მათთან

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 12 თებ 2021, 21:03

    ბარსელონა – სელტაც ძაან მაგარი იყო, ამ მატჩის შემდეგ ალბათ საუკეთესო. იქ რაც მსნ -მა გააკეთა, იყო შედევრი და მინი სპექტაკლი.

  • Don_Andresito
    schedule 12 თებ 2021, 20:19

    საოცარი შეგრძნებების ბუკეტი იყო, გაბრაზება თავიდან, 0-4 ის შემდეგ. მერე იმედი 3-0ზე, მერე გადაწურული იმედი კავანის გოლზე და ბოლოს საოცრება. შეგრძნებების მხრივ სასწაული იყო მარა თუ ყველაფერს შევადარებთ, მსაჯების შეცდომები იყო, არც ბარსა იყო დიდებული გუნდი რაც მერეც გამოჩნდა იუვესთან. ჩემთვის არაფერი შეედრება 2011 წლის უემბლის ფინალს სადაც რუნის გოლი იმიტო გამიხარდა რო მეორე ტაიმში კიდე უფრო მოტივირებული გუნდი გამოვიდოდა. აი ეგ იყო ყველა დროის საუკეთესო გუნდი, უმძალვრესი მანჩესტერი ააგდეს და 90 წუთი ჰაერში ამყოფეს, ყველა მოძრაობა მახსოვს ლეოსი, ინის, ჩავის, რა გადაადგილებები, რა მოძრაობები და რა შედეგი. საცოდაობა იყო მსაჯებმა ის კოპა რეალს რო შეტენეს თორე ტრიპლეტის ღირსი იყო გუნდი. ყველაზე დიდი სიამოვნება მაგ თამაშით, კიდე რეალთან 5-0 ით მივიღე. ყველაზე ემოციური კიდე პსჟ იყო, მერე ჩელსისთან გასროლა. ეგ ბოლო წუთების თემები იყო რა

  • Bobi
    schedule 12 თებ 2021, 19:18

    ძალიან ემოციური თამაში კი იყო, გამაშეშა ადგილზე 😁💙❤️

  • Albicelecte
    schedule 12 თებ 2021, 19:16

    ჩემი აზრი თუკი ოდნავ მაინცაა საინტერესო, მაშინ 2011 წელს მანიუსთან 3:1 მოგებულ ფინალს დავასახელებდი;
    შესანიშნავ ფორმაში მყოფი მანიუ, გამოცდილი და ბებერი, ძალიან დონე სერ ალექსით
    2 წლის წინ წაგებული ფინალის გამოცდილებით და საპირისპირო ტაქტიკური მომზადებებით, როდესაც ვერაფერს უპირისპირებს სასწაულად მოთამაშე ანსამბლს
    ის შეხვედრა იყო კლასიკა, ზეიმი, უმაგრეს გუნდთან, სრული დომინირებით მოგებული barca-6

  • Iniesta_8
    schedule 12 თებ 2021, 18:53

    ბარსელონა ვალენსია 3-2 ასევე ძალიან მაგარი მატჩი იყო. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ჰეთ-თრიკი და ბოლო წუთზე მოპოვებული ლიგის საგზური. გინდა სანახაობით, გინდა ატმოსფეროთი და გინდა დრამატულობით ნებისმიერს დაუდგება.

  • me da barca
    schedule 12 თებ 2021, 18:43

    წარმოუდგენელი დღე იყო, როცა ყველანაირი იმედი გადაწურული იყო და მოხდა სასწაული. ვერანაირი ემოცია ვერ გამოვხატე, უბრალოდ ენა ჩამივარდა და პირდაღებული ვუყურებდი ტელევიზორს, სასწაული ემოცია იყო.

  • Kaifarik02
    schedule 12 თებ 2021, 18:10

    ქამბექი სევილიასთანაც გვაქ განაკეთრბი 0:2 რომ წავაგეთ გასვლა კოპაზე კოუტინიო და მეორე სასტავით მაგრამ კამპ ნოუზე 6:1 გადაუარეთ ასე რომ თუ ითამაშებენ ესეც არაფერია. ნუ სუარესი არ გვყავს მაგრამ

  • C.PC5
    schedule 12 თებ 2021, 17:58

    "საინტერესოა, რომ გამოკითხვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე პირველ ადგილს "რეალთან" 6-2 მოგებული მატჩი იკავებდა, ბოლო წუთებზე კი ქამბექმა ქამბექი მოახდინა და "მოწინააღმდეგეს" 100 ხმით აჯობა. "
    საოცრება ისაა რომ ამ მატჩმა ერთხელ უკვე მოახდინა საოცრება და ეგ კიდევ მეორეა!
    ზოგადად რამდენჯერაც ამ თამაშის ვიდეოს ვუყურებ ისეთ შემართებაზე ვდგები რომ აი რავი, პსჟ-ზე მეტად სევილიასთან თამაშზე ვნერვიულობ, უკვე სადარდელია ეგ თამაში, მაგრამ ეს 6-1 რომ მახსენდება სევილია კიაარა მოვიდეს ნალუბოი😂 თან წელს ქამბექებს ძაან ხშირად აკეთებენ ჩევენი ბიჭები და ეჭვი მაქვს სეზონის ბოლომდე რამე სასწაულ ქამბექს ვიხილავთ კიდევ ერთს❤️