workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს პუიოლი ფილ ფოდენის პერფორმანსით აღფრთოვანებულია

კარლეს პუიოლი ფილ ფოდენის პერფორმანსით აღფრთოვანებულია

გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპული” ენფილდზე ანგარიშით 4-1 გაანადგურა.

“ქალაქელთა” შემადგენლობაში ახალგაზრდა ინგლისელი, ფილ ფოდენიც ვიხილეთ, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და გოლთან ერთად ასისტით გამოირჩა.

თავის მხრივ, “ბარსას” ლეგენდარულმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ინგლისელის თამაშზე კონპლიმენტები არ დაიშურა და ის “დიდებულ ფეხბურთელადაც” მოიხსენია.

პეპ გვარდიოლამ ძველ ინტერვიუში სწორედ ფოდენზე თქვა, რომ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ვინც კი გაუწვრთნია. 

პუიოლის აღფრთოვანება მხოლოდ ერთჯერადი სიმპათია არ უნდა იყოს და შესაძლოა, ფოდენს პოტენციურ სატრასფერო სამიზნედაც თვლის.

20 წლის ფეხბურთელი 60 მილიონ ევროდაა შეფასებული და კონტრაქტი “სიტისთან” 2024 წლამდე აკავშირებს.

ფილის შედეგიანობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი ინგლისის ტოპ 6-ის წინააღმდეგაა, 12 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 10 თებ 2021, 03:24

    საკაიფო გოლი გაურჭო ალისონს.

  • Ronaldinho..
    schedule 09 თებ 2021, 14:23

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Albicelecte
    პეპმა ისიც თქვა, რომ საუკეთესო მწვრთნელად მესიმ აქცია
    და ის, რომ მესიმ გამოწვრთნა ახალბედა გენიოსი ტაქტიკოსი, მესიმ და ჩავიესტამაც…
    პეპის გაწვრთნილი და აღზრდილი ტალანტები არიან კიმიხი,სტერლინგი და ფილ ფოდენი
    იმენა პეპის პროდუქტები barca-6


    სტერლინგი რავი ლივეშიც კარგი იყო. გოლებს უმატა პეპთან მარა მაინც არ ვთვლი დიდ ფეხბურთელად. აი კომანი ბაზარი არაა, იუვეს ახალგაზრდულიდან იყიდა და ბაიერნის ძირითადის კაცად აქცია. ლიგის ფინალშიც მაგან გაიტანა და ტრავმები რო არა სტერლინგზე ბევრად წინ იქნებოდა. ბუსის დავამატებდი. სადაც სტერლინგი ვთქვით იქ პედროც სახსენებელია.


    ბუსკეცი და პიკესაც დავამატებდი,

  • nika 54
    schedule 09 თებ 2021, 13:40

    ყველაზე ნიჭიერიო, ანუ ლეოს აჯობებს პეპის სიტყვებით?

  • Don_Andresito
    schedule 09 თებ 2021, 00:39

    ციტატა: Albicelecte
    პეპმა ისიც თქვა, რომ საუკეთესო მწვრთნელად მესიმ აქცია
    და ის, რომ მესიმ გამოწვრთნა ახალბედა გენიოსი ტაქტიკოსი, მესიმ და ჩავიესტამაც…
    პეპის გაწვრთნილი და აღზრდილი ტალანტები არიან კიმიხი,სტერლინგი და ფილ ფოდენი
    იმენა პეპის პროდუქტები barca-6


    სტერლინგი რავი ლივეშიც კარგი იყო. გოლებს უმატა პეპთან მარა მაინც არ ვთვლი დიდ ფეხბურთელად. აი კომანი ბაზარი არაა, იუვეს ახალგაზრდულიდან იყიდა და ბაიერნის ძირითადის კაცად აქცია. ლიგის ფინალშიც მაგან გაიტანა და ტრავმები რო არა სტერლინგზე ბევრად წინ იქნებოდა. ბუსის დავამატებდი. სადაც სტერლინგი ვთქვით იქ პედროც სახსენებელია.

  • Albicelecte
    schedule 08 თებ 2021, 22:42

    პეპმა ისიც თქვა, რომ საუკეთესო მწვრთნელად მესიმ აქცია
    და ის, რომ მესიმ გამოწვრთნა ახალბედა გენიოსი ტაქტიკოსი, მესიმ და ჩავიესტამაც…
    პეპის გაწვრთნილი და აღზრდილი ტალანტები არიან კიმიხი,სტერლინგი და ფილ ფოდენი
    იმენა პეპის პროდუქტები barca-6

  • Clever liar
    schedule 08 თებ 2021, 22:26

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ბაზარი არაა. მართლაც, ნაკრებს ესეთი თაობა ყოლოდეს და ერთი უბრალო ტიტულიც ვერ მოეგოს იშვიათია.


    მერე მაგ თაობას ფერმის ღორი სიმენი რო ედგა კარში და ჟეშტის მატრასი რობინსონი, დაეყენებინათ ადამიანები და ქე მოიგებდენ რაცხას :))

  • me da barca
    schedule 08 თებ 2021, 21:23

    ციტატა: Norman Bates
    გვარდიოლას ყვერები უნდა დააჭრა იმის თქმისთვის რომ ფოდენი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ვინც გაუწვრთნია


    ალბათ მიწიერი ადამიანები იგულისხმა. თუ მესის გულისხმობ, მესი არაა ამ პლანეტიდან. 😊

  • riva
    schedule 08 თებ 2021, 21:05

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ისე ძალიან გიჟი თაობა მოსდის ინგლისს. ფოდენი, კარლეტ-ლუვინი, საკა, ჩილველი, აარონსი, არნოლდი, რის ჯეიმსი, ვან-ბისაკა, მედისონი, გრილიში, დეკლან რაისი, მაუნტი, ტომორი, აბრაჰამი, ოდოი და ა.შ. იმედია ახლა მაინც მოიგებენ მსოფლიოს ან ევროპას თორემ, დაიღალნენ ფანები ლოდინით.


    ჯერარდი ლამპარდი ტერის დროს რომ თაობა ყავდათ.. ლუზერები არიან და დარჩებიან კიდეც

    ციტატა: BEQA BARCA
    ეს რომ მოვიყვანოთ მაგრა გაასწორებდა. კაი ხანია ვუყურებ ამას და მაგარი ტალანტია. არ ეშლება პუის💜❤💜

    ამას სიტი არსად გაუშვებს 60 კი არა 150 მილიონადაც კი

  • M10 S9 D11
    schedule 08 თებ 2021, 20:40

    ძაან მაგრად ითამაშა ლივერპულის წინააღმდეგ

  • BEQA BARCA
    schedule 08 თებ 2021, 20:36

    ეს რომ მოვიყვანოთ მაგრა გაასწორებდა. კაი ხანია ვუყურებ ამას და მაგარი ტალანტია. არ ეშლება პუის💜❤💜