რონალდ არაუხომ გუშინ “ბეტისთან” გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
დღს დილით მან კლუბის ბაზაზე გამოკვლევები ჩაიტარა, საიდანაც დადგინდა, რომ მარცხენა კოჭი აქვს დაჭიმული. უფრო კონკრეტულად კი, ადგილი აქვს მარცხენა კოჭის წინა შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოს(სინდესმოზი) II ხარისხის დაჭიმულობას.
თუ როდის შეძლებს თამაშს, ეს კვლავ არაა დაზუსტებული და მხოლოდ ურუგვალის აღდგენით რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული.
აღნიშნულ ინფორმაციას “ბარსელონას” ოფიციალური ტვიტერის გვერდი აქვეყნებს.

ეს ხა გვაკლდა რაააა
დემბელეს რო მსგავსი მიეღო ალბათ უკვე ჰოსპიტალში იქნებოდა, საოპერაციო.
იმიტომ რომ სრული დატვირთვით მიუშვა კუმანმა ეგ პედრი ფატი და სხვები, ამიტომ დაელეწა სუყველა. ახალგაზრდები ამხელა დატვირთვით არ შეიძლება ათამაშო. 23 წლამდე ყალიბდება ადამიანის ორგანიმზი ბოლომდე.
როგორც მახსოვს ბიოლოგიიდან, ადამიანი 26 წლამდე "იზრდება" და ამ ასაკშია თავის პიკზე. მერე ნელ-ნელა იწყება უკან სვლა. გაიხსენეთ ლეო 26 წლის ასაკში 2012/ 13 წლის სეზონში. ეხლა მოგვცა მაგ ხნის….
"კარგია" რომ დაჭიმულობაა და
არ გაუწყდა ან უფრო სერიოზული ტრამვა არ მიიღო. იმედია 1 კვირაზე მეტს არ გამოტოვებს
me da barca,
იმიტომ რომ სრული დატვირთვით მიუშვა კუმანმა ეგ პედრი ფატი და სხვები, ამიტომ დაელეწა სუყველა. ახალგაზრდები ამხელა დატვირთვით არ შეიძლება ათამაშო. 23 წლამდე ყალიბდება ადამიანის ორგანიმზი ბოლომდე.
ამას ზედმეტი წონა ხომ არააქვს ან დიეტა, ხომ არ ჭირდება, რომ სწორად იკვებოს. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ძაან ადვილად ღებულობს ტრავმას და მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.
პსჟ-სთან დაცვაში მხოლოდ ამის იმედი მქონდა და ისიც არ იქნება
აუ როგორ მეწყინაა. იმედია პსჟსთან იქნება სრულიად ჯანმრთელი☹☹