workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელები პსჟ-ს განცხადებებით უკმაყოფილონი არიან

“ბარსელონას” ფეხბურთელები პსჟ-ს განცხადებებით უკმაყოფილონი არიან

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ფეხბურთელები “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილონი არიან. 

პსჟ-ს მხრიდან “ბარსას” კაპიტნის, ლეო მესის ტრანსფერზე კომენტარები ხშირად კეთდება, რაც კატალონიელების აზრით მათი კლუბის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. 

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტობის კანდიდატები ამ განცხადებებს საჯაროდ გამოეხმაურნენ და პარიზელებს მეტი პატივისცემისა და თავშეკავებისკენ მოუწოდეს. 

გავრცელებული ცნობების მიხედვით პსჟ-ს ხელმძღვანელები, რომელთა კლუბიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სწორედ “ბარსელონას” დაუპირისპირდება, რონალდ კუმანის გუნდს იოლ მეტოქედ მიიჩნევენ, რაც “ბარსას” ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 06 თებ 2021, 17:38

    ეს გაბრაზება გამოხატეთ 16-ში და პასუხი მოთხოვეთ მინდორზე.

  • Guardiola21
    schedule 06 თებ 2021, 16:03

    მოიცა აბა რთული მეტოქეა? 😅 პატივისცემა კიარა, ომია გაჩაღებული. ყველა შესაძლო გზით გვიტევენ და ჯობია საქმით დავამტკიცოთ. ეგ პლიუსიცაა ჩვენთვის, მოწინააღმდეგის ვერ შეაფასებას ცუდი შედეგები მოაქ ხოლმე .. 😍 ჩვენ ახლა გვაქვს ჩავარდნა და პესეჟეს არმახოვს ჩავარდნა არ ქონოდა სულ ჩა**ულია გუნდი 😁😶

  • Albicelecte
    schedule 06 თებ 2021, 15:46

    ეს ის მომენტია, როცა მაყურებელი არაა მოედანზე და სახლი-გასვლა ბევრს არაფერს წყვეტს
    ამიტომ მთავარია ის, თუ როგორ ფორმაში და რა განწყობით იქნება გუნდი და არა ის, თუ რომელი მატჩია სახლში

  • BEQA BARCA
    schedule 06 თებ 2021, 15:26

    ორმაგად მოტივირებულები პსჟსთან!!!!!

  • Iniesta_8
    schedule 06 თებ 2021, 15:10

    რა მარტივი მეტოქე, დარწმუნებული ვარ 6-1 ისევ ახსოვთ და ბარსელონას გახსენებაზე აკანკალებთ. მეორე თამაში სახლში რომ გვქონდეს უეჭველი გავცდებით, მარა გასვლაზე იმდენად ცუდად თამაშობენ ნებისმიერ ანგარიშზე ექნებათ შანსი პარიზელებს. თან ჩვენთან უდიდესი მოტივაციით ითამაშებენ.

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2021, 14:57

    ხოდა თუ უკმაყოფილოები ხართ 17-ში ხახაში ჩაახტით მაგ ფულის ტომრებს

  • გოგიბერიძე
    schedule 06 თებ 2021, 14:52

    აი მესიმ თამაშით "გადახსნას" პსჟ მეტი არ მინდა არაფერი და კლასიკოში რომ აღნიშნა ბარსას გერბს რომ კოცნიდა ისე გააკეთოს და მერე ნახავთ იმ ხალიფებია თუ ვინცაა იმათ სახეებს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 06 თებ 2021, 14:45

    მაინტერესებს რა უბრალოდ როდის შეწყვეტენ ასეთ საუბრებს და აზრების გამოთქმას მესიზე რაც უკვე ყველა ზღვარს სცილდება angry ისეთი პრეზიდენტი უნდა იყოს გუნდის სათავეში რომელიც ასეთ თავხედობას საკადრის პასუხს გასცემდა.პასუხის გამცემი რომ არავინ არ არის ბარსელონას ხელმძღვანელობიდან ეგაა მთელი უბედურება და ამიტომ ბედავენ ამდენს.

  • Always cule
    schedule 06 თებ 2021, 14:21

    ილაპარაკონ, ილაპარაკონ, მივუჩენთ მალე კუთვნილ ადგილს

  • GiorgiGabe99
    schedule 06 თებ 2021, 14:11

    ხოდა ამიტო უნდა დავადუღოთ ესენი რო მერე ბარსასთან თამაშის სურვილი გაუქრეთ ნუ 6-1 მერე შეიძლება არ აქვთ მაგრამ მაინც :დ