workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გაჩარხა ბართომეუმ დე იონგის ტრანსფერი

როგორ გაჩარხა ბართომეუმ დე იონგის ტრანსფერი

2019 წელს კატალონიის “ბარსელონამ” მოახერხა და “პარი სენ-ჟერმენს” იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი ხელიდან გამოაცალა.

იმ პერიოდში ფრანგული კლუბი ნიდერლანდელის მიმართ საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენდა, თუმცა ყველაფერი “ბარსას” იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ მოაგვარა.

ფრენკისა და ბართომეუს მოლაპარაკების პროცესს ესწრებოდა TV3-ის ჟურნალისტი, რომელიც აცხადებს:

ჟოზეპმა დე იონგს ის უთხრა, რისი მოსმენაც სურდა: რომ საკვანძო ფეხბურთელი იქნებოდა, თამაშები მასზე აეწყობოდა და რომ მომდევნო დეკადის საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა. 

ბართომეუმ “პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტიზე” ცუდად ისაუბრა – განაცხადა, რომ ამ კლუბებს სული, ისტორია და მხარდამჭერები არ გააჩნდა. 

პრეზიდენტმა ის დაარწმუნა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ნებისმიერ ფასად უნდა გადაბარგებულიყო. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა ვარსკვლავის მომავალი “ბარსას” არ დაუკავშირდებოდა, მაშინ პეპ გვარდიოლას გუნდისათვის უნდა მიეშურა, თუმცა, არავითან შემთხვევაში, პსჟ-სათვის.

როგორც იცით, შეთანხმება შედგა და დღეს ფრენკი “ბლაუგრანას” შემადგენლობაში მართლაც საკვანძო ფიგურაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    schedule 03 თებ 2021, 22:04

    დეიონგმა თვითონ თქვა ბარსაში მესისთან ერთად თამაშის სურვილის გამო წამოვედიო

  • M10 S9 D11
    schedule 03 თებ 2021, 21:19

    დე იონგს ოცნება რო არ ყოფილიყო ბარსაში თამაში ჩემს ფეხებს გაჩარხავდა მაგ ტრანსფერს ბართომეუ დაჟე მესის გამოც გადმოვიდა

  • cezo45
    schedule 03 თებ 2021, 19:23

    ბართომეუმ გაჩარხა არა ის კიდევ 😄😄 დეიონგს ისედაც ბარსაში უნდოდა სხვა კლუბს არც განიხილავდა.. აი ბართომეუმ კი ლენგლეს ბოატენგის ბრეიტვეიტის ტრანსფერები გაჩარხაა მაგასი ვერ შევეწინააღმდეგებით ასევე სუარესის რაკიტიჩის უფასოთ გაკეტებული ტრანსფერებიც ბართომეუს "გაჩარხულია"

  • C.PC5
    schedule 03 თებ 2021, 18:50

    ფრენკის თავიდანვე ჩვენკენ უწევდა გული და ყველამ მშვენივრად იცოდა ეგ ამბავი. ბართომეუს პსჟ კი მოითხრია😂😂