“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ძმამ ერვინ კუმანმა Voetball International-თან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა.
სეზონის სტარტზე, პირველ თვეებში, გასახდელიდან ვიღაცას სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია გარეთ გაჰქონდა, მაგრამ რონალდმა ეს პრობლემა გადაჭრა.
რონალდი მთლიანად “ბარსაზეა” კონცენტირებული. ის მხოლოდ გუნდზე ფიქრობს. ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით და ვსაუბრობთ კლუბზე, ფეხბურთელებსა და ოჯახზე. ზოგჯერ მას რჩევას ვაძლევ.
– აცხადებს რონალდ კუმანის ძმა.
საინტერესოა, რომ ერვინ კუმანი მადრიდული El Mundo-ს მიერ ლიონელ მესის კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღეში ალაპარაკდა. არგენტინელის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ნამდვილად საფუძვლიანია ეჭვი იმისა, რომ ინფორმაცია კლუბიდან გავრცელდა.


კრისა ზის შიგნით.
ლენგლე იქნება, მაგას ქონდა წინა სეზონში გრძელი ენა. განსაკუთრებით დემბელეს კრიტიკით იყო დაკავებული თუ გახსოვს
ეგ ხო ყველანაირად ზარალია
ლენგლე იქნება, მაგას ქონდა წინა სეზონში გრძელი ენა. განსაკუთრებით დემბელეს კრიტიკით იყო დაკავებული თუ გახსოვს
როგორ მაინტერესებს ვინ არის