ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე ესპანეთის თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე “ბარსელონა” “გრანადას” დაუპირისპირდება. შეხვედრა “ნუევო ლოს კარმენესზე” შედგება.
წარმოგიდგენთ სავარაუდო შემადგენლობების 3 ვარიანტს Tribuna-ზე დაყრდნობით:
ვარიანტი N1
რონალდ კუმანს შეეძლო იგივე შემადგენლობა დაეყენებინა, როგორიც “ატლეტიკთან”, მაგრამ დესტი გამოჯანმრთელდა და როგორც ჩანს ის სასტარტოდან დაიწყებს თამაშს. “ატლეტიკთან” გამართული შეხვედრის შემადგენლობისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან ბუსკეტსი და ნეტუ.
ვარიანტი N2
თუ ზედიზედ 2 მატჩისთვის უმტიტი მზად არ იქნება, მას ლანგლე ჩაანაცვლებს. პაუზის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა ვიხილოთ სერჟი რობერტოც, რომელმაც ტრავმისგან უკვე გამოჯანრმთელდა. ამ ვარიანტის მიხედვითაც ტერ-შტეგენის ადგილს ნეტუ დაიკავებს, რადგან ესპანეთის თასის შეხვედრაა.
ვარიანტი N3
მიუხედავად იმისა, რომ რობერტო და დესტი უკვე გამოჯანმრთელდნენ, არსებობს შანსი, რომ ისინი სასტარტო შემადგენლობაში მაინც ვერ მოხვდნენ, რადგან შესაძლოა სათანადოდ მზად არ იყვნენ შეხვედრისთვის. ამ ვარიანტის მიხედვით შანსი მიეცემა ტრინკაუსაც, რომელმაც “რაიო ვალიეკანოსთან” კარგი თამაში აჩვენა.







პირველი ვარიანტი, პირველივე ტაიმში, ყველაზე კაი ვარიანტია დაბომბონ 3 ან 4 გოლით და მერე დაასვენოს პედრი
პედრი არ გადაწვა, თორემ გადაგიწვავენ ოჯახს.
პედრი დაასვენეთ ბიჭოოო ! მაინც და მაინც ფატი უნდა დაემართოს ?! ვააჰ სადამდე ბლიად !
ერთი ტაიმი მაინც დაასვენეთ მოკვდა ბიჭი ! გრანადაა ხომ შეიძლება სცადოს ბუსი დე იონგი პუჩი ?! და ამ ბრეითვეიტს სადამდე უნდა ვუყუროთ ?
…… და არ ჯობია სათამაშო დრო ტრინკაო და დე ლაფუენტემ გადაინაწილონ ვაჰ ! 
პირველი ვარიანტი რათქმაუნდა დანარჩენი არც კი განიხილონ
პირველი ვარიანტი და მორჩა. ამდენჯერ ბეწვის ხიდზე გავლა ამოვიდა ყელში🤬 ამათ მაინც მოუმთავრონ ძირითადში!
გუნდმა პსჟსთვის მზადება უნდა დაიწყოს , არანაირი ექსპერიმენტები ძირითადში , პირველ ტაიმში თუ მოამთავრებენ შემდეგ დაასვენოს ფეხბურთელები , ფლანგზე დესტი ან რობერტო , რომ რომელიმე ფორმაში შევიდეს და ნუ თასზე ნეტუ კარში , გრანადასთან ამ შემადგენლობით უნდა ითამაშოს.
ნეტუ
დესტი/რობერტო , არაუხო , უმტიტი , ალბა
დე იონგი ბუსკეცი , პედრი
მესი გრიზმანი დემბელე
არაუხო – მინგესა
პედრი – პუჩი
დე იონგი – პიანიჩი
დემბელე – ტრინკაო
გრიზმანი – კონრადი
ტუსკეტსი – ლაპორტა ( ეს ჩემი ფავორიტია )
დესტის ეგრევე დაყენება არაა საჭირო.. მინდესა ან სერხი ფლანგზე..და ტრინკაო მინდა იქნებ ათამაშდეს ეგბიჭი.. რიკი პედრი და დეიონგი საინტერესო იქნება