workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “გრანადასთან” მატჩის წინ

რონალდ კუმანი “გრანადასთან” მატჩის წინ

“გრანადასთან” გასამართი მატჩის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

ამ სეზონში ბევრი ცვლილება ხდება. რეალისტები უნდა ვიყოთ, დღევანდელი მდგომარეობით ბევრ ტიტულს ვერ მოვიგებთ. მთავარი ისაა, რა სიტუაცია დაგვხვდა და როგორ ვახერხებთ ყველაფრის შეცვლას, გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებას.  
ტიტულების მოგება ჩვენი ამბიციაა. უნდა ვეცადოთ, რომ ლა ლიგაში დარჩენილ მატჩებში გავიმარჯვოთ, ჩემპიონთა ლიგას კი ფავორიტი არ ჰყავს. 
უმტიტიმ ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელდა და მასზე იმედებს ვამყარებთ. ის ფიზიკურად გაძლიერდა და უპრობლემოდ ვარჯიშობს, შესაბამისად მის პოზიციაზე კონკურენცია გაიზარდა. მომავალი გარანტირებული არავისთვის არის, საკუთარი შესაძლებლობები ყველამ უნდა დაამტკიცოს. 
მესის კონტრაქტი? აბსურდია, რომ ამაზე ისევ ვსაუბრობთ. მისი და სხვა ფეხბურთელების რეაქციით კმაყოფილი დავრჩი. 
გუნდის ერთიანობა შედეგებზეა დამოკიდებული. გამარჯვებები გასახდელში კარგი ატმოსფეროს შექმნაში გვეხმარება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ რთულ სიტუაციებშიც ძლიერები ვიყოთ. 
“ბარსელონას” იოლი დრო არ უდგას. პრეზიდენტი გვჭირდება. პრობლემას არ მიქმნის ის, რომ კლუბის სპიკერი ვარ, მაგრამ აუცილებელია, კლუბს პრეზიდენტი ჰყავდეს. 
არის ინფორმაციები, რომლებიც კლუბის გარეთ ბოროტი განზრახვით გადის. როგორც მწვრთნელი, ყოველთვის ვეცდები ამ სიტუაციაში კლუბი და ფეხბურთელები დავიცვა. 
“ატლეტიკო” არანორმალურად ბევრ ქულას აგროვებს, მაგრამ თუ ბევრ მატჩს მოვიგებთ, შევძლებთ, რომ ისინი წნეხის ქვეშ მოვაქციოთ. ამასთან ერთად, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ისინი ხანდახან წააგებენ. რაც შეეხება კოპა დელ რეის, აქ ნაკლები თამაშია დარჩენილი და ამ ტურნირის მოგება მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. 
ფატი? არ არის კარგი, რომ მას დაბრუნების თარიღი დავუთქვათ. მთავარია, გამოჯანმრთელების პროცესი სწორად წარიმართოს. კარგი იქნება, თუ ის და პიკე “პარი სენ-ჟერმენთან” თამაშს შეძლებენ, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ. 
რობერტო ბოლო დროს ძირითადად მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამოდის, თუმცა ნახევარდაცვაში თამაშიც შეუძლია. ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. 
გრიზმანი მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს. იყო მომენტები, როცა მას შეეძლო, გუნდს გოლით დახმარებოდა და ეს ვერ გააკეთა, მაგრამ ბოლო დროს თამაში ნამდვილად გააუმჯობესა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში