RAC1-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” მართვის კომიტეტი კლუბში შიდა გამოძიების ჩატარების ოფიციალურად მოთხოვნას აპირებს.
გამოძიების მიზანი იმის დადგენა იქნება, თუ როგორ აღმოჩნდა ლიონელ მესის კონტრაქტის დეტალები მადრიდული გამოცემა El Mundo-ს ხელში, რომელმაც ინფორმაცია საჯარო გახადა. ასევე გაირკვევა, ზუსტად რა ტიპის დარღვევები მოხდა ამ მოქმედებით.
როგორც ცნობილია, კონტრაქტის დეტალებთან წვდომა მხოლოდ ლიონელ მესის, მის იურისტებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ჰქონდათ.

ამას აპირებენ, იმას აპირებენ. დაიწყეთ და წერტილი დაუსვით ამას. ამოთხარეთ მიწიდან ის ვირთხა.
მოჭიმეთ ყველა მოღალატე
ბართუშა ტუსკესს შორის რომელიღაცაა😡😠
ძალიან მაინტერესებს ვინ ჩაატარებს ამ გამოძიებას? ვინ და ისევ ის ხალხი, ვინც ეს ინფორმაცია გაიტანა.
ლაპორტას ეს ნამდვილად არ სჭირდება.
ფონტმა თუ გაიტანა, ვერ ვხვდები რა ხეირი აქვს აქედან.
აბსოლიტურად დასაშვებია, რომ ტონი ფრეიშას დამსახურებაა. ეგ არის ერთად-ერთი ბართომეოსთან დაკავშირებული პიროვნება. იციან, რომ პრეზიდენტობის შანსი არა აქვს და მორიგ ბოროტებას სჩადიან.
მესის იურისტები გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ მათ მესისთან საკმაოდ დიდი და სტაბილური შემოსავალი აქვთ.
დარჩა ხელმძღვანელობა, ანუ ტუსკეტსი, რომელიც ასევე ბართომეოს ინტერესებს ექაჩება.,
მე მგონია, რომ სწორედ ბართომეოს ჯგუფის საქმეა ეგ. ცდილობენ დრო კიდევ გაჭიმონ. ბართომეოს ეშინია, რომ ახალმა ხალხმა სასამართლიში არ უჩივლონ, ფინანსური და სხვა უამრავი დარღვევისათვის, რამაც გუნდს დიდი ზარალი მიაყენა. …
ამ ხალხმა რა უნდა გამოიძიოს?
მეორე მხრივ რა დააკლეს გუნდს ან მესის? იყაყანებენ ცოტას და დამთავრდება. მესიმ მოიპარა, ითაღლითა თუ რა? რასაც უხდიდნენ, გაცილებით მეტს ღებულობდნენ მესის სახელით.
მესამე მხრივ რა ითქვა ახალი? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მესი ყველაზე ძვირი სპოტსმენია….
პრეზიდენტი გვინდა სასწრაფოდ, რომ ეს ბოროტი თაღლითები გააქროს და საქმეს მიხედოს.
დიდი მიგნება არაა საჭირო ხელმძღვანელობიდანა ეგ საქმე ჩადენილი🤬