workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლოს ტევესი მესიზე: რთულია, როდესაც გუნდი არ მოგყვება

კარლოს ტევესი მესიზე: რთულია, როდესაც გუნდი არ მოგყვება

“ბოკა ხუნიორსის” 36 წლის არგენტინელმა შემტევმა, კარლოს ტევესმა, “ბარსელონას” კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

“როდესაც იმ ასაკს უახლოვდებით, როცა ხედავთ, რომ სათამაშო კარიერა დასასრულს უახლოვდება და გუნდი არ მოგყვება… ძალიან რთულია, მაგრამ მესის სხვებზე კარგად ესმის გადაწყვეტილება, რომელსაც ივნისში მიიღებს. “ბარსელონას” მაისურის გარეშე ის ვერც წარმომიდგენია.”,

– ტევესის სიტყვებს Marca ციტირებს.

მესის კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2021 წლის 30 ივნისს იწურება, არგენტინელის გადაბირებით “მანჩესტერ სიტი” და “პარი-სენ ჟერმენი” ინტერესდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 30 იან 2021, 22:59

    აი კაცი, რომელიც არ ამბობს მესიმ ბარსა უნდა დატოვოსო, რივალდოსგან განსხვავებით, რომელსაც ბარსაში არასდროს უთამაშია.

  • ბასქუ10
    schedule 30 იან 2021, 17:55

    იმედია არ წავა და ბარსელონაც შესთავაზებს ახალი სეზონიდან იმას რაც მას სჭირდება, მესი და ბარსელონა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია, იმდენი რამ მისცეს ერთმანეთს ამ ფეხბურთელმა და კლუბმა მათი გზები არამგონია გადაიყაროს

  • alen halilovic
    schedule 30 იან 2021, 17:40

    ციტატა: nika 54
    ლეო იქ წავა, სადაც საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ, მორჩა მაგის დიდი ფეხბურთი ყოველშემთხვევაში ბარსელონაში. კუმანი რო ლიგის მომგებ გუნდს "ააშენებს" ლეო კარიერას დაასრულებს. ამიტომ უნდა გაასწროს დროზე და სადაც უნდა იქ, სადაც შანსებს დაინახავს რომ კარიერის ბოლომდე ერთი ლიგა მაინც დადოს. და რონალდუს გაუსწორდეს მაგაში. ოღონდ ნუ დაიწყებთ გუნდის ღალატზე და რაღაც მსგავსებზე ლაპარაკს, მაგან ბარსელონას ყველაფერი მისცა და უმაღლეს დონეზე აიყვანა, ახლა მარტოხელა ვერაფერს ბარსასთან ერთად ვერ გააკეთებს. ვიცი იტყვით პედრიო, დე იონგიო, ფატიო….. მორჩა ვერც სამი კაცი და ვერც ხუთი ვერაფერს გააკეთებს თუ გუნდი ბოლომდე არ დაკომპლექტდება.


    სხვა არ ვიცი, მარა რონალდუსთან რაღაცეებში ჩამორჩენები დარწმუნებული ვარ ჩვენ უფრო გვანაღვლებს, ვიდრე თვითონ ლეოს. სხვა ტიპია რა, ჯერ კიდე ვერ გავიგე რა ტიპია ბოლომდე, მარა კაი ტიპია

  • nika 54
    schedule 30 იან 2021, 16:41

    ლეო იქ წავა, სადაც საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ, მორჩა მაგის დიდი ფეხბურთი ყოველშემთხვევაში ბარსელონაში. კუმანი რო ლიგის მომგებ გუნდს "ააშენებს" ლეო კარიერას დაასრულებს. ამიტომ უნდა გაასწროს დროზე და სადაც უნდა იქ, სადაც შანსებს დაინახავს რომ კარიერის ბოლომდე ერთი ლიგა მაინც დადოს. და რონალდუს გაუსწორდეს მაგაში. ოღონდ ნუ დაიწყებთ გუნდის ღალატზე და რაღაც მსგავსებზე ლაპარაკს, მაგან ბარსელონას ყველაფერი მისცა და უმაღლეს დონეზე აიყვანა, ახლა მარტოხელა ვერაფერს ბარსასთან ერთად ვერ გააკეთებს. ვიცი იტყვით პედრიო, დე იონგიო, ფატიო….. მორჩა ვერც სამი კაცი და ვერც ხუთი ვერაფერს გააკეთებს თუ გუნდი ბოლომდე არ დაკომპლექტდება.

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2021, 14:26

    ვინც ულაპარაკოდ უგებდა შეტევაში ის კაცი გაუყიდეს და რა მესის ბრალია ბრაიტვაიტის უფანტაზიო ტვინი თუ ვერ ქაჩავს და გრიზმანი ფეხების კანკალით თამაშობს(ბოლო მატჩები გამოსწორდა)

  • C.PC5
    schedule 30 იან 2021, 14:09

    ნუ გეშინია არსად წავა და აიყოლებს გუნდსაც საბოლოოდ. მაგ კიარადა დღეს საქმე ისეა თვითონ უნდა აჰყვეს გუნდს, დეიონგი-პედრი დაფრინავენ❤️

  • Albicelecte
    schedule 30 იან 2021, 13:59

    ლეო არსადაც არ წავა, ვინც არ მიყვება კაპიტანს, გემს სწორედ ის დატროვებს, ლოგიკურიცაა barca-6

  • BEQA BARCA
    schedule 30 იან 2021, 13:02

    არ უნდა წავიდეს ლეო!! თუ წავა პსჟში არააა. სიტიში კიდდე ჰო.