Sport-ის ინფორმაციით, ანსუ ფატის დაბრუნებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.
18 წლის ტალანტი ახლა მხოლოდ დარბაზში ვარჯიშობს და ფიზიკურად მსუბუქად იტვირთება. მომდევნო ეტაპი უკვე მინდორზე გამოსვლა და ინდივიდუალური ვარჯიშების შესრულება იქნება.
წინა ცნობების მიხედვით, ანსუს დაბრუნება პსჟ-სთან შეხვედრამდე შეეძლებოდა, თუმცა არ იყო დაზუსტებული ეს პირველ მატჩში მოხდებოდა თუ – მეორეში.
ფატი საფეხბურთო მოედანს ნოემბრიდან ჩამოშორდა, მან მენისკზე ოპერაციაც გაიკეთა.
წლევანდელ სეზონში, ტრავმამდე სწორედ ის მიიჩნეოდა გუნდიდან საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელად. ფატის 10 შეხვედრაში 5 გოლი და 4 ასისტი ჰქონდა.

ეს გვჭირდება ეხლა ყველაზე მეტად
ბავშვია, მაგრამ გუნდს, რომ აკლია ეს ფაქტია.
დესტივით არ უქნას ახლა ამასაც, მოშუშდეს ბოლომდე და ისე დაბრუნდეს.
პირველ რიგში მთავარია სრულად გამოჯანმრთელდეს და რისკები თავიდან აირიდოს, იმედია ეს მისი პირველი და უკანასკნელი ტრამვა იქნება, ერთი სული მაქვს როდის დაბრუნდება, ძალიან აკლია შეტევას ანსუ, ეს რო იყო გაცილებით კარგად ვუტევდით და გოლების გატანის ძალიან მაგარი ალღო აქვს რითაც შეუძლია ძალიან მაგარი ფეხბურთელი გახდეს
მიდი ანსუ, მალე დაგვიბრუნდი

რაოდენ გასაკვირად არუნდა ჟღერდეს ფატი რო გვყოლოდა იმ თამაშების ნახევარს არ წავაგებდით რომელიც წავაგეთ.მოუთმენლად ველი ფატის დაბრუნებას
პესეჟესთან ხოდზე უნდა იყო ფატი
ფატი თუ გვეყოლება პსჟ-სთან მაგარი იქნება, იმიტომ რომ მესის მიუჩენენ 2-3 ფეხბურთელს და ვერც მესი იზამს ვერაფერს და ვერც სხვები და ფატი თუ იქნება ისიც აიღებს თავის თავზე, თან ორივეს მასე კარგად ვერ ამოკეტავენ როგორც ერთს.
ანსუუ..უპირობო გოუთი,ველოდებით პესეჟესთან ამ კაცს❤️
ფატი მაგარი იყო და იმედია ამ ტრავმის მერე უკან კი არ წავა არამედ კვლავ წინსვლას განაგრძობს.💜❤ თუ თავის ფორმაში შევიდა პსჟმდე პსჟსთან უნდა დადგეს❤💜