Catalunya Radio იუწყება, რომ “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს ფრანსიშკუ ტრინკაუთან ინდივიდუალური შეხვედრა ჰქონდა.
კუმანმა პორტუგალიელ ფეხბურთელს სთხოვა, რომ მოედანზე უფრო გაბედული ყოფილიყო და გაერისკა ბურთის გამოყენების დროს. “ბარსელონას” ჰოლანდიელმა თავკაცმა 21 წლის ფეხბურთელს ისიც უთხრა, რომ კლუბი მასზე იმედებს ამყარებს.
ფრანსიშკუ ტრინკაუს ამ სეზონში 25 მატჩში აქვს ნათამაშები, აქედან 6 მატჩში მან თამაში სასტარტოდან დაიწყო. სულ პორტუგალიელს მოედანზე 810 წუთი აქვს გატარებული, ერთადერთი შემთხვევა როცა მან 90 წუთი ითამაშა, იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ფერენცვაროშთან” შეხვედრის დროს.

გამბედაობა აღარ აკლია, წინა თამაშში ძაან კაი იყო, უბრალოდ ახლა გოლი სჭირდება რომ სწორად დაიწყოს აზროვნება გადამწყვეტ მომეტში. ისე მემგონი კუმანს უნდა რომ ტრინკაუ მოხოდოს, თორემ დემბელე ისეთებს შვება ხოლმე რომ მასეთი შეცდომები დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ძლიერ გუნდებთან და ამან მასე უაზროდ ბურთის დაკარგვები მაინც არ იცის.
აი იმშემთხვევაში ძალიან შეცდა პასი რო არ გაააკეთა მაგრამ ერთადერთ გამართელბას ვხედავ რადგან უნდა შეეძლოს ასეთი მომენტის დასრულებაც და საკუთარ თავზე აღებაც, გამბედაობა უნდა ჰქონდდეს და მესის ფაქტორმა არ უნდა შეაშინოს, ხშირად ვხედავდით მესის რომ ატენიან ბურთს გადამწყვეტ მომენტში და თვითონ ვერ რისკავენ დარტყმას, აი იმ მომენტში შეიძლება 100% მომენტი ვერ გამოიყენა რადგან პასი არ გაუკეთა მაგრამ მომეწონა ის რომ გაბედა და დაარტყა,სხვა მხრივ რაც შეეხება ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და ერთი ორი გოლი მოხოდავს ასე მგონია
მესმის გეთანხმები, მაგრამ მანდ სხვა მუღამიც ქონდა 5 წთ უტევდნენ 6 სეივი ქონდა მეკარეს და ამასაც 2 პენალტი არ დაუდეს იტოგში მგონია რო ვერ გავამტყუვნებთ რა მაგ დარტყმის გამო. 3 მეტრიდან დასარყმელი ოქნდა (ნუ პასი რო მესისთვის ან დანარჩენი უთვალავი თანაგუნდელისთვის მიეცა ჯობდა მარა რას ვიზამთ) იმედია გაამართლებს ეს ბიჭი ჩვნეს იმედებს, პრე სეზონში რო გვასიამოვნა იმის იქით არაფერი.
იასნა უნდა აიღოს ხოლმე თავის თავზე თამაში კიდეც უნდა გაამწვავოს მარა ღორობაში არ უნდა გადაუვიდეს ამან რაც რაიოსთან გააკეთა იგივე პესეჟესთან რო გააკეთოს იმ დღესვევე უნდა გააგდონ გუნდიდან
ნიჭი აქვს, 1 კარგი ლამაზი გოლი ან მნიშვნელოვანი გოლი და ბევრად გაიხსნება
ბევრი აქვს მოსამატებელი, მარა დავიტოვებდი სიამოვნებით, აკადემიიდან ვინმეს თუ არ შეუშლის ხელს. გრიზმანის, დემბელეს და ბრეიტვაიტის თამაშს მირჩევნია პატარა ბიჭებზე ავაწყოთ თამაში
კაი ჯიშიანი ყურები კი აქ ისე:დდ
კიდევ არ გააკეთოს პასი, მეორედაც და მესამედაც და მეთხედ გაიტანს. ზუსტად ეს ჭირდა და არა მარტო ამას ბარსაში. აბა წარმოიდგინეთ ფატის რო არ გაეტანა და შემდეგ დარტყმები შეეწყვიტა. პირიქით ტრინკაო თვითრწმენას იბრუნებს ბევრისგან განსხვავებით
ერთ ერთი დიდი შეცდომა პასი რომ არ გააკეთა ეგ იყო. სეზონის ბოლომდე უნდა იყოს ვნახოთ რაიმეს თუ შემოგვთავაზებს განსაკუთრებულს.
Griezzy7,
ისედაც კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ უნდა მოუმატოს