workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტეტა ოდეგორისა და მესის შედარებაზე: ეს წაგებული ბრძოლაა

არტეტა ოდეგორისა და მესის შედარებაზე: ეს წაგებული ბრძოლაა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა, პრესასთან ინტერვიუში მისი გუნდის ახალწვეულის, მარტინ ოდეგორისა და “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის შედარებას გამოეხმაურა. 

“მე ახლოსაც არ მივიდოდი იმ სახელთან, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ [მესი]. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ წაგებული ბრძოლაა. მარტინი – არის მარტინი. ბოლო რამდენიმე სეზონების განმავლობაში ის პროგრესირებდა და იზრდებოდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. მას ყურადღებით ვაკვირდებოდი, რადგან ის ჩემს მშობლიურ ქალაქში, “რეალ სოსიედადში” თამაშობდა, მას კარგად ვიცნობ.”,

– არტეტას სიტყვებს Daily Mail ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Don_Andresito
    schedule 29 იან 2021, 14:40

    ოდეგორი ფრენკისაც ვერ შეედრებ, დაჟე შემტევი თვისებებით უკვე. და ვერც პედრის. ფულის ღორია რომელსაც ბარსა მომავალს სთავაზობდა მარა პერესის შეთავაზებული 8 მილიონით მოიხიბლა. 16 წლის ბავშვს რათ უნდოდა ეგ ხელფასი. 6 წელი წავიდა და რეალში ნაბიჯიც არ გადაუდგამს პროგრესისკენ. სოსიედადს უთხრას მადლობა კიდე მკვდარი ტალანტი რო არ ქვია ჯერ. ეხლა ითამაშებს არსენალში კარგად და იოვიჩივით გაიქცევა და დაბრუნდება ტალანტების მკვლელ გუნდში და ისევ რეგრესი დაეწყება. კუბოსაც ეგრე მოუვა იმედი მაქვს

  • ბასქუ10
    schedule 29 იან 2021, 13:59

    ოდეგარი ვს მესი, სასაცილოდაც არ მყოფნის, რა დონის დებილი უნდა იყო ადამიანი რო ვეღაც ღლაპი ოდეგარი მესის შეადარო

  • me da barca
    schedule 29 იან 2021, 13:42

    რას არ გაიგებს ადამიანი.

  • M10 S9 D11
    schedule 29 იან 2021, 12:30

    რომელმა გენიოსმა შეადარა ოდეგორი მესის

  • BEQA BARCA
    schedule 29 იან 2021, 12:18

    მესის შედარება ოდეგორზე სასაცილოდაც არ მყოფნის😁😁😁

  • Always cule
    schedule 29 იან 2021, 11:45

    ერთი ის მაჩვენა და იმის ტვინში ჩამახედა რომელმაც პირველმა შეადარა ოდეგორი მესის

  • C.PC5
    schedule 29 იან 2021, 11:43

    ან რომელ ჭკუათმყოფელს გაუჩნდა სურვილი რომ ოდეგორი და მესი შეედარებინათ😂😂😂 რაის ოდეგორი ბიჭოოო, რეალიც არ იბრუნებს და ასე დააწანწალებს😂