ესპანეთის თასის 1/8 ფინალში “რაიო ვალიეკანოს” დამარცხების შემდეგ (2-1) “ბარსელონას” ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ საკმარისი მომენტები შევქმენით, მაგრამ ბევრი ვერ გამოვიყენეთ. მოედანიც არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ბედნიერები ვართ, რადგან გუნდმა სირთულეები გადალახა. გოლებს ხშირად ვიტან, მაგრამ უფრო მეტიც შემიძლია. ამ წელს ტიტულის მოგება ძალიან გვინდა. ეს თასია, ამიტომაც დღევანდელი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ჩემს პროგრესს მიზნების მიღწევაში, ეს უნდა გავაგრძელო, რათა ვაჩვენო, რომ ვუმჯობესდები. მესის ბევრი გოლი გააქვს, ჩემთვის ის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. “,
– განაცხადა მატჩის შემდეგ დე იონგმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა უკანასკნელ 7 შეხვედრაში თავი 4 გოლით გამოიჩინა.

მომავლის ნახ დაცვა:
ალენია-დე იონგი-პედრი
იხოდება თან და თან და უნატებს და უმატებს. 💜❤ იმედია ასე გააგრძეელბს. ❤💜 გამორჩეული თამაში ქონდა დღესაც💜❤
დარწმუნებულივარ ბევრად უკეთ შეგიძლია კიდე თამაში და იმედია ნელ ნელა დაამტკიცებ მაგასაც
ბართოს ეგონა ესეც ჩაფლავდებოდა, თორემ ამას იყიდიდა??
დღეს შენ იყავი საუკეთესო, ისევე როგორც ამ წელიწადში ჩატარებულ ყველა მატჩში და მორჩა❤️
იმენა მაგარი უმართლებდა რაიოს რამდენი შტანგა იყო
ჯიგარი ხარ, ესე გააგრძელე
და საუკეთესოც იყავი მოედანზე ფრენკი!
მიდი ფრენკი კიდე შენ თუ გაიტან გოლებს თორე შემტევებს ძინავთ (მესი არ იგულისხმება)