workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი: ლა ლიგის თასის მოპოვება რთულია

რონალდ კუმანი: ლა ლიგის თასის მოპოვება რთულია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “რაიო ვალიეკანოსთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან პრესკონფერენციის დროს ლა ლიგის თასის მოპოვების შანსებზეც ისაუბრა:

ლა ლიგის თასის მოპოვება ჩვენთვის რთულია, რადგან ჩვენსა და “ატლეტიკოს” ქულებს შორის სხვაობა დიდია. თუმცა ჩვენ ყველა დარჩენილი თასის მოსაპოვებლად თავდაუზოგავად ვიბრძვით.

“ატლეტიკო” ამჟამად ლა ლიგის სათავეშია, გუნდს ამ სეზონში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 47 ქულა მოიპოვეს. “ბარსელონას” კი 19 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მე-3 ადგილს იკავებს 37 ქულით.

ხვალ “ბარსელონა” “რაიო ვალიეკანოს” შეხვდება, კატალონიელებს კოპა დელ რეის ტიტულის მოსაპოვებლად დიდი შანსები აქვთ. მერვედფინალური მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • B.A.r.c.A
    schedule 26 იან 2021, 22:55

    ააქ ჯერ ამას კაი თამაშები სათამაშო და თავის ბედი თავისივე ხელშია

  • ბასქუ10
    schedule 26 იან 2021, 21:42

    ეს მაინც მოვიგოთ, ასეთი თამაშით აბა ჩემპიონთა ლიგას არავინ გვაჩუქებს

  • Konrad de la Fuente
    schedule 26 იან 2021, 21:35

    ციტატა: BEQA BARCA

    ციტატა: Konrad de la Fuente

    ციტატა: M10 S9 D11
    შენ გაართულე ისე უაზროდ აკარგვინე გუნდს ქულები არადა სეზონი რო დავიწყეთ ისე ითამაშა გუნდმა მეთქი გადავიმტვრევთ ყველას მუხლზეთქო


    მარტო ამან არა, ლანგლემ, შტეგენმა, არაუხომ, მინგესას შევდომებმაც.


    შტეგენი რომ არა რამდენ თამაშს წავაგებდით იცი?? შტეგენის შეცდომები დანარჩენის შეცდომებთან ზღვაში წვეთია!!


    ვიცი, მარა ატლესთან მასეთი სიტუაციაში არ უნდა დაეშვა მსგავსი შეცდომა. მანდ რო არ წაგვეგო სულ სხვანაირად წავიდოდა სიტუაცია.

  • BEQA BARCA
    schedule 26 იან 2021, 21:27

    ციტატა: Konrad de la Fuente

    ციტატა: M10 S9 D11
    შენ გაართულე ისე უაზროდ აკარგვინე გუნდს ქულები არადა სეზონი რო დავიწყეთ ისე ითამაშა გუნდმა მეთქი გადავიმტვრევთ ყველას მუხლზეთქო


    მარტო ამან არა, ლანგლემ, შტეგენმა, არაუხომ, მინგესას შევდომებმაც.


    შტეგენი რომ არა რამდენ თამაშს წავაგებდით იცი?? შტეგენის შეცდომები დანარჩენის შეცდომებთან ზღვაში წვეთია!!

  • C.PC5
    schedule 26 იან 2021, 21:20

    ურთულესია, თუმცა თუ ატლეტიკოსთან სხვაობას 2 ან 3 ქულამდე მაინც შევამცირებთ სეზონის ბოლომდე ეგეც კარგი იქნება, ყოველი შემთხვევისთვის რეალს უნდა გავასწროთ ცხრილში. თუ ამას მაინც მოვახერხებთ მომავალი სეზონისთვის მაინც გვექნება იმედები.

  • Konrad de la Fuente
    schedule 26 იან 2021, 21:20

    ციტატა: M10 S9 D11
    შენ გაართულე ისე უაზროდ აკარგვინე გუნდს ქულები არადა სეზონი რო დავიწყეთ ისე ითამაშა გუნდმა მეთქი გადავიმტვრევთ ყველას მუხლზეთქო


    მარტო ამან არა, ლანგლემ, შტეგენმა, არაუხომ, მინგესას შევდომებმაც.

  • La Pulga
    schedule 26 იან 2021, 21:17

    კადისი -3 ეიბარი -2 ხეტაფე -3 ალავეᲨი -2
    რავი ასე უაზროᲗ რო არ გეფლანგა ქულები ეხლა ასეᲗ უაზრო ვიᲗარებაᲨი არ ვიქნებოდიᲗ🙃

  • BEQA BARCA
    schedule 26 იან 2021, 21:12

    ატლეტიკო მოგებების სერიას ვერ აგრძელებს დიდ ხანს ლა ლიგის დიდი იმედი არ მაქვს მაგრამ ბნახოთ რა მოხდება. უფრო კოპა დელ რეის იმედი მაქ მაგრამ ჩვენ ფლეი ოპში გვჩვევია მოულოდნელი წაგებები ამიტომ….

  • M10 S9 D11
    schedule 26 იან 2021, 21:11

    შენ გაართულე ისე უაზროდ აკარგვინე გუნდს ქულები არადა სეზონი რო დავიწყეთ ისე ითამაშა გუნდმა მეთქი გადავიმტვრევთ ყველას მუხლზეთქო