MD სამუელ უმტიტისთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს.
მიმდინარე სეზონში სამუელ უმტიტის მოედანზე ყოფნის დროს “ბარსელონას” საკუთარ კარში გოლი არ მიუღია.
ფრანგ ცენტრალურ მცველს სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და მას ჯამში დაახლოებით 230 წუთი აქვს ნათამაშები.
აღნიშნული მაჩვენებელი ეხება, როგორც მის ძირითად შემადგენლობაში ყოფნას, ასევე სათადარიგო შემადგენლობიდან ჩართვასაც.
“ელჩესთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში უმტიტიმ მინდორზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
მაღალი ხელფასის გამო ის ზაფხულში წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში კვლავ არის. გუნდში დარჩენისთვის ნდობის მოსაპოვებლად კი სწორედ ასეთი სტაბილური თამაში სჭირდება.

არაფერ შუაში არაა ეგ საერთოდ 🙂 რატომღაც სტერეოტიპად დამკვიდრდა ეს ვიღაც სილელმა თქვა თავიდან ოპერაცია როარ გაიკეთა მაგიტომო და დღემდე იმეორებს ხალხი.
რამდენად სულელმა არ ვიცი მარა პრესამ ალბათ. მერე ზრტილოვანი გარსი აკლია მყხლშიო, არადა ბარსა არ გაასაჯაროებდა დიაგნოზს. სამ. შემოწმებაც არსად გაუვლია სხვა გუნდს რო გაებაზრებინა. მეც მგონია რო თუ ენდო კუმანი დაბრუნდება მეტ ნაკლებად ძველ ფორმაში. ისე ეს მშრალი სერიის სტატისტიკა არაფერია. გრანადა ელჩეს დაუდგა კარგად ვინც ვერც კი გვიტევდა. და ლევანტესთან შემოვიდა და კი დაგვღუპა ლამის. ეგ სტატისტიკაც გაფუჭდებოდა იქ რო პენალტი დაედოთ
უმტიტი იმედია მოიხოდება, ისე ამ მდგომარეობითაც კი ბევრად ჯობია ლენგლეს
Griezzy7,
სამაგიეროდ მსოფლიო ჩემპიონია.დარწმუნებული ვარ არც ნანობს გადაწყვეტილებას
უმტიტი უნდა დადგეს ძირითადში დროა უკვე
მსგავს სტატისტიკებს თუ ვენდობით, კლუბისთვის თავიდანვე იღბლიანი ფეხბურთელი იყო, პროსტო თვითონ გაიმეტა უმოწყალოდ იღბალმა ეგ მაგარი კაცი ..
არ დაიმტვრნენ. არაუხოს ტრავმა დაგვღუპავს, უმტიტი კიდე ისევ 0 დან დაიწყებს. ჯობს იქ ლენგლე მინგესა დადგნენ. დაისვენონ ამათმა. ლიგამდე 1 თვე დარჩა და იმ ცხოველებთან არაუხო უმტიტის დუეტით თუ გავხდებით რამეს. არაუხო უმტიტი მერე ლა ლიგაში ბილბაოსთან. უნდა გავხიოთ ეგ არაკაცები. განსაკუთრებით ის წვერებიანი
ამას ისეთი პრობლემა აქვს მუხლზე, რომ ამის ტრავმა დროის ამბავია სამწუხაროდ. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
მთავარია თავგაზა ენდოს, რაც შეეხება ტრამვას არავინ იცის რა და როგორ იქნება. სანამ ჯანმრთელად არი გამოიყენე რა შე ჩემისა. ხო ხედავ საუკუნის უთამაშებელიც კი პირში აძლევს ლენგლეს
Esro moixodos dacvashi dalagdeba yvelaperi
მიდი მოიხოდე გთხოვ!!! ის ძველი კინკონგი გვჭირდება და არა ლენგლე. როგორ მინდა ვალეკანოსთანაც ეს და არაუხო რომ დააყენოს.🙏
მგონი ბრუნდებას ეს კედელი…❤️❤️
ეს და არაუხო ცენტრში უმაგრესი დუეტია. კაი ხანს პრობლემა არ გვექნება უმტომ რომ არ იტრავმოს..