workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ საუდის არაბეთისგან მიღებულ მრავალმილიონიან წინადადებაზე უარი თქვა

მესიმ საუდის არაბეთისგან მიღებულ მრავალმილიონიან წინადადებაზე უარი თქვა

“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, მრავალმილიონიანი წინადადება მიიღო, რომლის სანაცვლოდ მთავარი როლი უნდა შეესრულებინა საუდის არაბეთში მათ ტურისტულ სარეკლამო კამპანიაში სახელწოდებით “ეწვიეთ საუდის არაბეთს”. სარფიანი წინადადების მიუხედავად არაბებმა მესისგან უარი მიიღეს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ხელისუფლება მზად იყო, მესისთვის წელიწადში 6 მილიონი ევრო გადაეხადა, ხელშეკრულების მიხედვით კი არგენტინელს ქვეყანაში ვიზიტებთან ერთად, კომერციულ სარეკლამო კამპანიებში უნდა მიეღო მონაწილეობა. 

არსებობს ვერსია, რომლის თნახმად, მესიმ შესაძლოა წინადადებაზე უარი იმის გამო თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება საუდის არაბეთს ადამიანის უფლებების დარღვევებში ადანაშაულებს.

ანალოგიური წინადადება მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმაც მიიღო, რომელმაც ასევე უარი განაცხადა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 25 იან 2021, 15:35

    მესი იასნია, მაგრამ კრისტინა და რეკლამაზე უარი? ტრუსების და ქერტლის შამპუნის რეკლამაზე უარესი რაღა უნდ იყოს

    ციტატა: Moriba
    ესენი კაი ნაშებში იხდიან კაიმაყუთს და გრიზმანი რო შევტენოთ არა?😆


    ლამაზზად თუ გაიშლის თმას და კაი მაკიაჟს დასცხებს, ეგრევ შეუყვარდება რომელიმე შეიხს და 100 მილიონს არ დაგვაყვედრიან, ის ცოლიც წაიყოლოს თურმე თმის შეჭრას რო უკრძალავს და ბარსაში გადასვლასაც რო ეკითხებოდა,

  • M10 S9 D11
    schedule 24 იან 2021, 21:11

    რა საუდის არაბეთი 😂😂😂

  • Clever liar
    schedule 24 იან 2021, 20:16

    იუნისეფის მიერ მშვიდობის ელჩად არის კაცი არჩეული და იასნია უარს ათქმევინებდნენ თორე 6 მილიონი ვის წყენს :))

  • Albicelecte
    schedule 24 იან 2021, 20:15

    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    თამაში არ უწევდა, რეკლამის ამბავი იყო
    პრინციპის საქმეა, ადამიანის უფლებები და დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან(ქალები, რელიგიური ჯგუფები და ა.შ.) ლეო საზოგადოდ ცნობილი ფიგურაა და რეპუიტაციას უფრთხილდება

  • Moriba
    schedule 24 იან 2021, 19:52

    ესენი კაი ნაშებში იხდიან კაიმაყუთს და გრიზმანი რო შევტენოთ არა?😆

  • C.PC5
    schedule 24 იან 2021, 19:33

    ძაან კარგად, არაბეთში ადამიანთა უფლებები მართლა არაა ნოწმალურად არც დადგენილი და არც დაცული! ან 6 მილიონი რა ჩემი ტერფებია?! მაგ ფასად მარტო ყოველ წელს გადასვლას არ დათანხმდება ლეო, რა იცი რა წამოუვლით მაგ უკუღმართებს ისეთ რეგიონში არიან რაკეტა საიდან დაგეტაკება ვერ გაუგებ ვერაფერს

  • Always cule
    schedule 24 იან 2021, 19:22

    რა 6 მილიონი, 6 მილიონი რა არის? ამათ იმდენი ფული აქვთ მესისთვის 6 მილიონის გადახდას თუ აპირებდნენ ყოჩაღ, ტვინში უჭირთ მგონი რაღაც ან კიდე ძუნწები არიან

  • BEQA BARCA
    schedule 24 იან 2021, 19:07

    ეს შეიხები მაგარი #### ხალხი არიან. მაგათზე არ ინდობა…

  • ბასქუ10
    schedule 24 იან 2021, 19:05

    შარია ეს არაბეთი, რაუნდათ, მად ვინც ჩადის კიდე იმ ტურისტებს ტვინი არ აქვტ თავში

  • Albicelecte
    schedule 24 იან 2021, 18:57

    ეჰ ეს შეიხები smiley

  • ჯერემი რენერი
    schedule 24 იან 2021, 18:46

    გავ*არი არაბებს!