“ბარსელონას” პენალტების შესრულების მხრივ არც თუ ისე სახარბიელო სტატისტიკა აქვს. ამის მაგალითია თუნდაც გუშინწინდელი მატჩი “კორნელიასთან”, როდესაც დემბელემ და პიანიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენეს.
ამ სეზონში “ბლაუგრანამ” 12 შესრულებული პენალტიდან მხოლოდ 7-ის გატანა შეძლო. დანარჩენი 5 გამოუყენებელი პენალტიდან 4-ჯერ მეკარემ აიღო, ხოლო ერთხელ ბურთი კარს აცდა.
ლეო მესის ამ სეზონში თერთმეტმეტრიანის დარტყმის შესაძლებლობა 6-ჯერ ჰქონდა, აქედან 5-ჯერ გაიტანა და ერთხელ ვერ მოახერხა გატანა.

რავი მესის არყოფნაში მგონია რომ გრიზმანმა უნდა იკისროს ეს ვალდებულება, რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს, გრიზი მაინც გრიზია, უდიდეს კლასის ფეხბურთელია უბრალოდ ბარსელონას სტილს ვერ აეწყო, მაგრამ პენალტების დარტყმა მესის შემდეგ ვფიქრობ მას ეკუთვნის
მესის კი აუღო მეკარემ მარა მაინც გაიტანა იმ ეპიზოდში გოლი პენალტები კი არა ტაქტიკურ შეტევებზე ავარჯიშონ
ლენგლემ დაარტყას ლენგლემ, მაგი გვყავს ყველაზე კაი გუნდში მესის მერე 😀
დემბელე პენალტებში უძლიერესია🤣 დანარჩენებისც არანაკლებ😆. კუმანმა თქვა პენალტებში ვავარჯიშე ბიჭებიო და ახლა ნახეთ მინიმუმ ორი თვე პენალტი არ დაინიშნება ჩვენს სასარგებლოდ და რაც ისწავლეს დაავიწყდებათ🤣🤣🤣😂😂😂
კუმანი ავარჯიშებს პენალტებში და ვნახოთ შედეგს გამოიღებს იმედია.