ესპანეთის თასის 1/32 ფინალური ეტაპის შეხვედრა “კორნელიასა” და “ბარსელონას” შორის, კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა (2-0). რონალდ კუმანის გუნდმა გამარჯვება საკმაოდ რთულ ბრძოლაში, დამატებით დროში მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ძირითად დროში “კორნელიას” კარში 2 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თავდაპირველად მირალემ პიანიჩმა გააცუდა, შემდგომ კი უსმან დემბელემ.
მიმდინარე სეზონში პენალტის შესრულება ზუსტად “ბარსელონას” ხუთმა მოთამაშემ ვერ შეძლო:
- გრიზმანმა “ბეტისთან”
- მესიმ “ვალენსიასთან”
- ბრეითუეიტმა “ეიბართან”
- პიანიჩმა “კორნელიასთან”
- დემბელემ “კორნელიასთან”

BEQA BARCA,
პიანიჩმა კარგად დაარტყა.უკიდურესი კუთხე იყო თითქმის.
მესიმ დამატებაზე მაინც გაიტანა ის გოლი.
ისე გუშინ ატლეტიკოს ეიბარის მეკარემ გაუტანა პენალტი, დმიტროვიჩმა.
ან ყველა ნოიერი ხდება ან ჩვენები ვერ ურტყამენ და მგონია რო ჩვენები ვერ ურტყამენ.
პენალტები რყუილად გვიხარია მოკლედ, დამრტყმელი არავინ გვყავს, რაარი რა უბედურებაა
ბოლო ორ პენალტს ცუდი სუნი ასდის ძაან!😏🤔😉
დე იონგი? მაგანაც ხო ვერ გაიტანა ისიც ხო პენალტია, ვსო ამის მერე შტეგო ურტყავს აბა პუჩი სკამზე უზის
თუ კი მივათვლით 11 მეტრიანების სერიას ასევე გააფუჭა ფრენკი დე იონგმა,გრიზმანმა (კიდევ ერთხელ).