workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” უმტიტის იჯარით გაშვება სურს

“ბარსელონას” უმტიტის იჯარით გაშვება სურს

“ბარსელონას” 27 წლის ფრანგმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ, შესაძლოა, კლუბი დატოვოს. კატალონიელებს ფეხბურთელის იჯარით გაშვება სურთ, იტყობინება Diario Sports.

უმტიტიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი პრობლემების შემდეგ, რაც მუხლის ტრავმას უკავშირდება, “ბარსელონამ” განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ფეხბურთელის სათამაშო დროს, რათა დაინტერესებულმა კლუბებმა მის სათამაშო ფორმაში ეჭვი არ შეიტანონ. წყაროს ინფორმაციით, თავად ფრანგს კლუბის დატოვება სურს, რადგან იცის, რომ რონალდ კუმანის გუნდში სათამაშო დროს პრაქტიკულად ვერ მიიღებს. ფეხბურთელის თაობაზე “ბლაუგრანას” ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • El pistolero 9
    schedule 21 იან 2021, 23:34

    ისედაც არ გვაქ კარგად საქმე ამის პოზიციაზე
    ბებერი პიკე,გამოლენგლევებული ლენგლე,პერსპექტიული არაუხო და გამოუცდელი მინგესა გვყავს.ეს კლასნი და გამოცდილი მაინცაა და რაც იყოს იმის ნახევარი რო აღიდგინოს ფორმა მინგესას პიკეს და ლენგლეს ერთმანეთზე შეწებებულს მირჩევნია

  • Don_Andresito
    schedule 21 იან 2021, 23:11

    ციტატა: Griezzy7
    რა იჯარა კაით რა. თუ წასვლაა უნდა გაყიდონ


    ვინ იყიდის ეხლა. რო იყიდონ უნდა ითამაშოს. ლიონში იჯარით ცუდი არ იქნებოდა. კონკურენცია დიდი არაა მანდ

  • M10 S9 D11
    schedule 21 იან 2021, 22:44

    რაღადროს ამის იჯარაა ან გაყიდეთ ან დაიტოვეთ

  • BEQA BARCA
    schedule 21 იან 2021, 22:44

    ისე უმტიტი თუ მოიხოდა უმტიტი არაუხო ცენტრში კაი იქნება თან გარსიაში ფულის ყრას აჯობებს. პლიუს მინგესაა და ლენგლე გავუშვათ. ოღონდ უნდა მოიხოდოს თუ არა და დავაი საფრანგეთში..

  • ROUCH
    schedule 21 იან 2021, 22:43

    ე ბიჭო სანამ კარგადა ათამაშე რა, რა ნერვებზე მთხრის ეს კუმანი არავინ იცის როდის დაიმტვრევა იქნება და აღარ იტრამვება მიე დრო ჩადგეს ფორმაში ხენგლე ეს რო არ იქნება მერეც გვეყოფა

  • C.PC5
    schedule 21 იან 2021, 22:40

    ხო აბა რა გავუშვათ ეს და სულაც ნუ მოვიყვანთ ვინმეს. ლენგლე ხომ გვყავს! მაგის იმედზე უნდა ვიყოთ!. ხელი არ დაადოთ ამ კაცს ამ თვეში და მერე დაამტკიცებს თავის დონეს ყველა ვარიანტში. ჩადგება ფორმაში რაღაცატომ მჯერა❤️

  • ბასქუ10
    schedule 21 იან 2021, 22:39

    იჯარა კიარა ჯობია ეს, ფირპოც და ლენგლეც გავყიდოთ და მინიმუმ სამივეში 60-70 მილიონი გამოიმუშავონ და ვინმე მორმალური მცველი დაითრიონ