workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ალბას არაერთგვაროვანი თამაში რიცხვებში | სტატისტიკა

ჟორდი ალბას არაერთგვაროვანი თამაში რიცხვებში | სტატისტიკა

ჟორდი ალბას გუშინ ძალიან არაერთგვაროვანი თამაში ჰქონდა. “ბარსას” მარცხენა მცველმა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში ფლანგიდან ჩარბენა და გამწვავება იყო საკვანძო ფაქტორი, მეორე ჯერზე კი დროული და ზუსტი საგოლე გადაცემა ანტუან გრიზმანის მიმართულებით.

ამას გარდა, “ბარსას” ფეხბურთელებიდან ბურთით ყველაზე ხშირად სწორედ ის იყო და თანაგუნდელებიც პასის გასაკეთებლად პირველ რიგში სწორედ ალბას ეძებდნენ. 

ამის დასადასტურებლად სტატისტიკური მაჩვენებელი შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომლის მიხედვითაც “ბარსელონას” 7-მა ფეხბურთელმა ყველაზე ხშირად პასი სწორედ ჟორდის გაუკეთა.

მიუხედავად შეტევაში მშვენიერი თამაშისა, 3-დან 2 გაშვებული გოლი ნაწილობრივ თუ სრულად სწორედ “ბარსას” 18 ნომრის ბრალი იყო. ამასთანავე, ესპანელს მეორე ტაიმში ბევრი ტექნიკური წუნიც ჰქონდა. მისი სტატისტიკა დეტალურად შემდეგნაირად გამოიყურება.

  • ნათამაშები დრო – 120 ‘
  • ასისტი – 1
  • ბურთის მოგერიება – 1
  • დრიბლინგის მცდელობა – 0
  • სახმელეთო დუელები (მოგებული) – 1 (1)
  • საჰაერო დუელები (მოგებული) – 0 (0)
  • ბურთის დაკარგვა – 19
  • ბურთთან შეხება – 146
  • პასი – 109/120 (91%)
  • საკვანძო პასი – 4
  • ჩაწოდება – 8 (1)
  • გრძელი პასი – 4 (3)
  • შექმნილი შანსი – 2
  • კარისკენ დარტყმა – 0
  • დარტყმის დაბლოკვა – 0
  • დრიბლინგის მცდელობა – 0

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 19 იან 2021, 17:34

    ბაიერნიდან დავიდს ვინ მოგვცემს, თორემ დაგვხატავდა.

  • ბასქუ10
    schedule 18 იან 2021, 23:10

    აღარაა ალბას დრო ბარსაში, მასე არ გვჭირდება 1 ასისტს რო გააკეთებს და აქეთ ისეთ შეცდომებს დაუშვებს ორ გოლს რომ გაგვიტანენ, ეს აღარაა ბარსას დონის მაგრამ სხვაც არავინ გვყავს, ფირპო ამაზე ბევრად უარესია

  • nika 54
    schedule 18 იან 2021, 21:57

    მოკლედ პატარა რამოსია, ისიც მაგარი იყო შეტევაში იმ დროიდან მოყოლებული როცა ჯერ კიდევ მარჯვენა მცველი იყო, თუმცა თითო გატანილ გოლზე. ორი გოლი მოდიოდა მაგის ფრთიდან ჯერ რონალდინიოსგან და მერე ხომ ლეომ, ფლანგის გარდა ცენტრიდანაც კარგად ამოტენა.

  • M10 S9 D11
    schedule 18 იან 2021, 18:17

    პირველი გოლი ამის კისერზეა

  • ANSU FATI 10
    schedule 18 იან 2021, 17:19

    წავიდა ამის დროც,მარსელო უზით სკამზე და ეს ვინ ჩემი ჭუჭუა,ოთუზბირ სტადიონზე მესის გარდა ვერავის ხედავს,უნამუსო საქციელია და მეტი არაფერი სირბილიც აღარ უნდა.

  • C.PC5
    schedule 18 იან 2021, 17:17

    ანხელინიო ამის ნაცვლად და მოვრჩეთ ბაზარს. ძველებური სისწრაფეც აღარ აქვს და დაცვაშიც კაი ხანია უკვე რომ ნოლია.

  • Always cule
    schedule 18 იან 2021, 17:16

    აუცილებლად გვინდა ვინმე მარცხნივ, მაგრამ ასეთ ფინანსურ კრიზისში ვერავის ვიყიდით.
    ჯობს ბალდეს ან მარმოლს მიეცეს შანსი, თუ ორივეს მით უკეთესი.

  • BEQA BARCA
    schedule 18 იან 2021, 16:59

    მარცხნივ ვიმე გვინდა ალბა დაბერდა. ალაბა კაი იქნება. მარა ხელფასს ითხოვს ძალიან დიდს.