workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის დისკვალიფიკაცია – 3 სხვადასხვა ვერსია

მესის დისკვალიფიკაცია – 3 სხვადასხვა ვერსია

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მარცხი მძიმე ლეო მესის გაძევებითაც აღმოჩნდა.

არგენტინელმა 753-მატჩიან კატალონიურ კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. ეს მისთვის ჯამში მესამე წითელია, აქედან 2 ეროვნულ ნაკრებში აქვს მიღებული. პირველი ახალგაზრდობაში 2005 წელს, როდესაც არგენტინის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, მეორე კი – 2019 წელს კოპა ამერიკის ტურნირზე გარი მედელთან კონფლიქტის დროს.

მესის შესაძლო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით 4 წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა 3 სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს.

მადრიდული AS-ის ვერსიით ეს სტანდარტული დარღვევაა და 1-დან 4 თამაშამდე დისკვალიფიკაციას იმსახურებს. თუმცა, თუ სადისციპლინო კომიტეტი განზრახ ძალადობად დააკვალიფიცირებს, ლეოს უფრო სერიოზული სანქციაც ემუქრება.

Sport და Marca ერთ აზრზე არიან – ეს 98-ე მუხლის დარღვევაა და ის 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას იმსახურებს.

ორივე ამ შემთხვევაში სასჯელი მოქმედებს ესპანური ფეხბურთის მასშტაბით ჩატარებულ ყველა შეხვედრაზე, როგორც ლა ლიგაზე, ასევე თასზე.

განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს Mundo Deportivo. კატალონიური გამოცემის ცნობით, თუ მესის ქმედება მსუბუქ დარღვევად ჩაითვალა, მაშინ მას 1 ან 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ არა ლა ლიგასა და თასზე, არამედ სუპერ თასზე. თუ მესიმ “ბარსა” წელს დატოვა, ის ამ სასჯელის მოხდას ვერც მოასწრებს. არგენტინელის ქმედების უფრო მკაცრად განსჯის შემთხვევაში კი, Mundo Deportivo-ს აზრით, მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს და ეს სასჯელი ყველა ტურნირზე გავრცელდება.

ახლა ყველა ელის იმის გარკვევას, თუ რა წერია არბიტრის ოქმში. ბევრი რამ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.

არსებული ვიდეოს ანალიზის მიხედვით, მესის მხრიდან გამიზნულ უხეშობას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საწყის ეპიზოდში “ბილბაოს” ფეხბურთელი, ვილალიბრე, მის პროვოცირებას მხრის მირტყმით ცდილობდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (29)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 18 იან 2021, 16:54

    SERGINO DEST,
    ვიცი რომ ბევრჯერ მოუთმენია,მაგრამ ადამიანია თუ რობოტი?ყოველთვის ვერ მოთოკავ ნერვებს.

    არ ვამბობ რომ მესის საქციელი გამართლებული და მოსაწონი იყო,უბრალოდ თავი მის ადგილზე წარმოიდგინეთ,გუნდში დაძაბული და არეული სიტუაციაა,ამის ფონზე ყველა დაძაბულია,დაეძაბა ამ ადამიანსაც ნერვები ბოლოს და ბოლოს ადამიანია თუ მანქანა.

  • ბასქუ10
    schedule 18 იან 2021, 16:19

    ვილალიბრე თუ ვიღაც მუჯაჰედირი, არ მინდა ცენზურა დავარღვიო, მასეთი ნაგავი ფეხბურთელები კიდევ თავი რა ვინმე ჰგონიათ, ეგენი ააფუჭებენ და აბინძურებენ ფეხბურთს, ღირსი იყო უნდა გაგდოთ წიხლქვეშ😡😡

  • me da barca
    schedule 18 იან 2021, 15:19

    ვაუ რა ძალა ქონია მესის, მოშორების მიზნით ოდნავ წაუთაქა და ეს სიმულიანტი ლამის ტრიბუნებზე გადავარდა. რამოდენიმე წამის წინაც, რომ ეჯაჯგურებოდა არც ეს დაგავიწყდეთ აქაურ პროკურორებს. თუ სამართლიანად დაისჯება ეს არ უნდა იყოს 2 მატჩზე მეტი. ისეთი განხილვა მიდის გეგონება პეპესნაირი საქციელი ჩაიდინა , რაც ხეტაფეს ფეხბურთელს გაუკეთა.

  • SERGINO DEST
    schedule 18 იან 2021, 13:04

    Nini,
    მაგისთანები უთმენია? ხანდახან თამაში 15ჯერ წააქცევდნენ და სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებდა. არ უდნა ჩაერტყა ხელები. ცუდია ლა ლიგაში დაგვაკლდება , თორემ სხვა მხრივ ამ წითელს არ ვიდარდებდი. ბილბაოსთან მაინც წაგებული იყო თამაში მაგ მომენტში

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 18 იან 2021, 12:34

    SERGINO DEST,
    ძაან კარგად ვიცი რა არის არასპორტული საქციელი და რა არა.არც იმას ვამბობ რომ არ ეკუთვნოდა მაგრამ იოლია იმის თქმა რომ ნერვები უნდა მოეთოკა როცა კიდევ კარგად იკავებს თავს.ასე შორიდან იოლია ლაპარაკი როცა მის ადგილზე ნებისმიერს შეიძლებოდა ვერ მოეთოკა თავი ვერც მე ვერც შენ და ვერც სხვას.

  • SERGINO DEST
    schedule 18 იან 2021, 12:18

    ციტატა: Nini
    SERGINO DEST,
    კი ვხედავ როგორ "უყვარს"ყველას მესი,მეორე ნერვებს კიდევ კარგად აკონტროლებს იმის ფონზე რაც ხდება და მისი სათრევი რომ არის გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით და ბოლოს წითელი მიიღო და აუფ რა მომხდარა ამით,ეგრევე წამოვიდა საყვედურები თანაც არც ექნება ბოლო ამ საყვედურებს.მეოთხე ჩემი რჩევაა ირონიული დამოკიდებულება თანაც დაუმსახურებელი შენთვის დაიტოვო.


    არასპორტული საქციელია ეს მეგობარო (ანუ საფეხბურთო ეპიზოდი არაა) , რაც პირდაპირ წითელი ბარათით ისჯება

    ციტატა: Nini
    SERGINO DEST,
    კი ვხედავ როგორ "უყვარს"ყველას მესი,მეორე ნერვებს კიდევ კარგად აკონტროლებს იმის ფონზე რაც ხდება და მისი სათრევი რომ არის გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით და ბოლოს წითელი მიიღო და აუფ რა მომხდარა ამით,ეგრევე წამოვიდა საყვედურები თანაც არც ექნება ბოლო ამ საყვედურებს.მეოთხე ჩემი რჩევაა ირონიული დამოკიდებულება თანაც დაუმსახურებელი შენთვის დაიტოვო.


    არანაირი ირონია არ იყო ჩემს კომენტარში. უბრალოდ გამიკვირდა თავის გამოჩენის მიზნით რა პონტში უნდა მისცე მსაჯმა წითელი ბარათი ვინმეს, თუნდაც მესის? მითუმეტეს კარგად ჩანბს განმეორებაზე, რომ განზრახ ქმედება იყო არგენტინელის ქმედებაში. სიყვარულს რაც შეეხება, მესი გაუჩოსთან ერთად ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არიან ყველა დროის, თუმცა გუშინდელის გამო ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ უნდა მოეთმინა, დიდია ასაკით და მსგავს პროვოკაციებზე არ უნდა წამოეგო.

    ციტატა: ჯერემი რენერი
    მდა.. რა დისკვალიფიკაცია.. ამ რაკუსით ჩანს რო უბრალოდ მოიშორა.. სახის გამომეტყველებაზეც ჩანს რო ორთაბრძოლაშია.. წითელი ხომ მიიღო, საკმარისია. არმგონია 4 მატჩით დასაჯონ.


    არც მე ვფიქრობ 4იანი მისცენ, მაქსიმუმ 1-2 თამაში მგონია.

  • Barca1980
    schedule 18 იან 2021, 12:06

    და დე იონგმა რომ მთელი ბილბაო ჩაბმული გუთანივით ათრია და ერთი ყვითელი მისცა მარტო , მაგას ვერ ხედავდა ხოო ? გასაგდები სწორედ ეგ იყო თამაშის ბოლოს დე იონგზე ჩამოკუდებულმა რამის მთელი ჩვენი ნახევარი რომ გაიარა . არაუშავს , ათწლეულში ერთხელ , ფეხბურთის თამაშის სურვილი ხომ უნდა შერჩეს მასეთ გუნდებს , ხოდა შვილიშვილებს , მოუყვებიან , რამდენად მნიშვნელოვანი თასი მოიგეს . ბარსა კი , დიდხანს არ დარჩება ამ ქაოსში , სეზონის ბოლოს დაიწყება ახალი გუნდის შენება , ბილბაოსთანაც და დანარჩენებთანაც , კიდევ ბევრი მატჩი გვექნება სამაგიეროს გადასახდელად .

  • ჯერემი რენერი
    schedule 18 იან 2021, 11:27

    ციტატა: Nini
    ერთადერთი დადებითი რაც მოყვება თუ მართლა მისცემენ 4 მატჩიან დისკვალიფიკაციას გუნდის თრევისგან დაისვენებს და ნერვებს დაზოგავს ამით.


    და გუნდი დახვდება ევროპა ლიგის ზონაში)))))

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 18 იან 2021, 11:12

    ჯერემი რენერი,
    ერთადერთი დადებითი რაც მოყვება თუ მართლა მისცემენ 4 მატჩიან დისკვალიფიკაციას გუნდის თრევისგან დაისვენებს და ნერვებს დაზოგავს ამით.