ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრის ტრავმის მიზეზით გამოტოვების შემდეგ, არსებობს რისკი, რომ ლეო მესიმ, შესაძლოა, 17 იანვარს გასამართი ფინალიც გამოტოვოს.
Marca-ს ცნობით, ბოლო ფინალი, რომელშიც არგენტინელი ტრავმის გამო ვერ მონაწილეობდა 14 წლის წინ, 2006 წელს გაიმართა. იმ დროს მესის ტერფის დაზიანების გამო უქმობა მოუწია.
კატალონიელებმა 2006 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიურ “ინტერნასიონალთან” დათმეს.
მას შემდეგ, მესის “ბარსას” მიერ ნათამაშები 27 ფინალიდან მონაწილეობა ყველა მათგანში აქვს მიღებული.
33 წლის ფეხბურთელს კარიერაში “ბილბაოს” წინააღმდეგ 6 ფინალი ჩაუტარებია. ამ თამაშებში ლეომ 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
უახლესი ინფორმაციით, კაპიტანი შაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშებს, ხოლო ფინალში თამაშის საკითხი 17 იანვარს, შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე გახდება ცნობილი.

არ გამოტოვებს ამ ფინალს დარწმუნებული ვარ
Griezzy7,
Გეთანხმები რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოს
Რაულ გარსიამ რო თქვა არ გვეშინიაო ისე გადაუვლის ბარსა ბილბაოს რომ ვერც მუხვდებიან 😂
აი ხვალ ძალიან გვჭირდება მესი და იმედია შეძლებს თამაშ სხვა შემთხვევაში კი გარისკვა არ ღირს
იმედია ითამაშებს, თორემ ბილბაოს თუ თავდეჯერება ექნა არ გაჩერდებიან.
ალბათ სათადარიგოზე დაიწყებს , მერე შემოიყვანს 0-3ზე და ისეირნებს ჯუჯაც
იმედი მაქ იქნება ლომი. ❤💜💜
იქნება! <3