workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნაპოლის” ჟუნიორ ფირპოს იჯარით აყვანა უნდა

“ნაპოლის” ჟუნიორ ფირპოს იჯარით აყვანა უნდა

იტალიურ “ნაპოლის” “ბარსელონას” მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს იჯარით აყვანა სურს. ამ ინფორმაციას Sky Sports Italia ავრცელებს.

24 წლის ფეხბურთელს “ბლაუგრანადან” წასვლას მიმდინარე თვეშივე უწინასწარმეტყველებენ. წყაროს ცნობით, “ნაპოლიმ” “ბარსასთან” ფირპოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ცნობისთვის, კატალონიელები დომენიკელი მოთამაშის ჩანაცვლებაზე უკვე ფიქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ფირპოს შეცვლის 2 ვარიანტი აქვს – სარეზერვო გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალეხანდრო ბალდეს დაწინაურება ან დაბალფასიანი მცველის შეძენა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 17 იან 2021, 02:54
    #6

    ნაპოლი წაიყვანს კაპიკებში, მოიხმარს, დააკვირდება და მოგვიგდებს უკან, ან უკეთეს შემთხვევაში იყიდის 5 მილიონად, რომელშიც ბართომ 25 მილიონი გადაიხადა. ნაპოლი თავის ფეხბურთელებს ადებს ასტრონომიულ ფასს, თორემ იქეთ ხურდაში უნდა ყიდვა. ასეა იტალიური გუნდების უმეტესობა.

  • ბასქუ10
    schedule 16 იან 2021, 22:19
    #5

    წიყვანეთ არაა პრობლემა, იქნებ მად გაამართლოს და იყიდოთ მერე

  • M10 S9 D11
    schedule 16 იან 2021, 21:03
    #4

    გაატანეთ და ბალდე დააწინაურეთ

  • C.PC5
    schedule 16 იან 2021, 20:17
    #3

    მიაბრძანონ ეს და ბალდე დააწინაურონ. ბეტისში ის ერთი სეზონი გაიფაფხურა და მოჭიმა ბართომეუმ მაშინვე ბარსაში. უინტელექტო ფეხბურთელია. ვერც შეტევაში ვატგა და ვერც უკან, კაი სისწრაფეც არ აქვს სხვას რომ დავანებოთ თავი

  • Albicelecte
    schedule 16 იან 2021, 17:16
    #2

    "დაბალფასიანი ცველი" რას ნიშნავს?! ან იჯარა რას ნიშნავს?!
    სანამ ვინმეს შეძენა მოხდება და ბავშვი ბალდე დაიტესტება, მანამ უნდა იყოს ზაფხულამდე და მერე შემოთავაზებას გააჩნია
    15-20 მილიონის ფარგლებში დაახლოებით

  • BEQA BARCA
    schedule 16 იან 2021, 16:57
    #1

    გაყიდონ საერთოდ არ გვინდა. და ბალდე დააწინაურონ ალბას შემცვლელად ტყუილად ფულის ყრას.