მარტინ ბრეითუეიტმა, რომელსაც წელს “ბარსელონაში” არაერთგვაროვანი სეზონი აქვს მის მომავალზე Cat Radio-სთან ისაუბრა და საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებებიც გააკეთა.
“ამ თვეში “ბარსელონას” დატოვება გამორიცხულია და არც სეზონის ბოლოს ვიფიქრებ ამაზე. მომავალ წელს აქ ჩემი მიზნებისათვის ბრძოლას ვაპირებ.”
“მიმდინარე სეზონში გვაქვს იმის შანსი, რომ ბევრი ტიტული მოვიგოთ. მე კი სწორედ ამის ამბიცია მაქვს. თასების მოპოვების გარდა, სხვა რაიმეზე არც ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვდგები ყოველ დილით და მაქსიმალურად ვიხარჯები.”
“მომწონს, რომ კლუბი ახალ ფეხბურთელებს ეძებს. ასეთი დონის გუნდში ამგვარად უნდა ხდებოდეს კიდეც. ნებისმიერისათვის საჭიროა შეჯიბრი და სწორედ კონკურენციის პირობებში მიიღებ ფეხბურთელისა და გუნდისაგან მაქსიმალურ შედეგს. ეს მე არ მაშინებს, პირიქით – მოტივაციას მმატებს.”
ამ სეზონში “ბარსას” 9-იანმა 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 ასისტია.

ამ კაცს იმას ვერ მოვთხოვთ რაც არ შეუძლია, არარის ბარსელონას დონის ფეხბურთელი, რაც შეუძლია იმას ნამდვილად აკეთებს მოედანზე, ძალიან მონდომებული და მშრომელია. ნებისმიერი საშუალო დონის გუნდისთვის იდეალური ფორვარდი იქნება მაგრამ არა ბარსასთვის
გაუტკბა ჭ კლასის ბიჭს ბარსაში ყოფნა და კაი ხელფასი არ დავტოვებო იძახის მარა გასაშვებია.
იმედია ზაფხულში მიგაბრძანებენ
შრომა ყოველთვის დასაფასებელია და პატივს ვცემ ამ კაცს. ძაან მობდომებულია, ოცნება აუსტულდა და მაქსიმალურად ცდილობს შანსი გამოიყენოს. კლასი რომ ჰქონდეს საკმაოდ მაღალი დონის შემტევი იქნებოდა და არა უბრალოდ შემადგენლობის შემვსები. იმედია რაიმე წარმატებას მიაღწევს აქ და ერთ ორ ტიტულს მაინც გამოკრავს ხელს.
გრიზმანი დემბელე იყვნენ ხოდზე, მერე ფატიც დაბრუბდება და არ ფიქრობ კი არა იქნება იხვეწებოდე გამიშვით მეტკინა დუნდულები სკამზე ჯდომითო, ეგ 9 ნომერი რო აიღე და ხალხის არ ყოფნაში თამაში მოგიწია თავზე კი არ უნდა გაიწუწო, რო გეტყვიან უნდა გაასხა აქედან და არ დაიწყო პრანჭვები, რაკიტიჩიც არ მიდიოდა მარა კი ააცვა აქედან, გეყო რაც ითამაშე ბარსაში ასე ვთქვათ ოცნება აგიხდა
"ბარსას" კალიბრის მოთამაშე არ არის, მაგრამ რაც შეუძლია, იმას აკეთებს.