workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სტუმრად უკეთესია

“ბარსელონა” სტუმრად უკეთესია

“ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სეზონის ყველაზე უცნაური სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია: კატალონიურ გუნდს სტუმრად ჩატარებულ მატჩებში უფრო მეტი მოგება აქვს, ვიდრე საკუთარ მოედანზე, რაც წინა წლების შედეგებისგან რადიკალურად განსხვავდება. 

“კამპ ნოუზე” გამართული 12 შეხვედრიდან “ბარსამ” 7 მოიგო, გასვლაზე კი 8. ამასთან ერთად, გუნდმა შინ კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა, სტუმრად კი 7-ჯერ. 

ლა ლიგის ბოლო 3 მატჩი, რომლებში გამარჯვებითაც “ბლაუგრანამ” სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა, გასვლითი იყო. გუნდი “კამპ ნოუს” არც მომდევნო 3 თამაშში დაუბრუნდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • C.PC5
    schedule 10 იან 2021, 17:56

    მე მახსოვს პერიოდი ბარსა გასვლითი გუნდი რომ იყო, ანუ გასვლაზე ყველაზე ძლიერები ვიყავით, ვერ ვიტყვი ის დრო დაბრუნდათქო მაგრამ ფაქტია გუნდმა ფსიქოლოგიური კრიზისი ნაწილობრივ დაძლია. ისე მემგონი ამ წუთისთვის გასვლაზე უფრო მეტი თამაში გვაქვს ჩატარებული და ეგ შედეგიც მაგის ბრალია🤔

  • M10 S9 D11
    schedule 10 იან 2021, 15:52

    ამ სეზონში გასვლაზე თამაში გამოსწორებულია ნუ გულშემატკივრის არ ყოფნის დამსახურებაა 70%-ი მარა მაინც

  • tigresa
    schedule 10 იან 2021, 15:48

    ციტატა: BEQA BARCA
    ადრე პირიქით იყო ეხლა შეიცვალა და სულ სხვაგან ვატაროთ მაშინ თამაშები.😅😀


    რეალს ჭირდ ეგრე წინა წლებში, გასვლებზე იგებდა და სახლში აგებდა:)) ეგრეც არ გვინდა ახლა მთლად

  • Albicelecte
    schedule 10 იან 2021, 15:40

    მაყურებელის გარეშე თამაში სხვა რეალობას ქმნის, მინდორი ყველგან მწვანეა და სტანდარტია (ზოგიერთი გამონაკლისი გარდა smiley )
    ამიტომ ისეთი განცდაა, თითქოს ყველა ნეიტრალურ მოედანზე თამაშობს

  • BEQA BARCA
    schedule 10 იან 2021, 15:03

    ადრე პირიქით იყო ეხლა შეიცვალა და სულ სხვაგან ვატაროთ მაშინ თამაშები.😅😀

  • Don_Andresito
    schedule 10 იან 2021, 14:49

    ეიბართან რა ტყუილად დავკარგეთ ორი ქულა. პენალტი, ბრაიტის გოლი და 3 სანტიმეტრიანი თამაშგარე, მერე დემბელე 1-1 ზე გავიდა გამაზა, 1 წუთში კიდე არაუხოს შეცდომა და დავისაჯეთ. კიდე ალავესთან გასვლა იყო მოსაგები 100% ით. რამდენი მომენტი გავმაზეთ

  • ბასქუ10
    schedule 10 იან 2021, 14:40

    შედის ფორმაში აშკარად ბარსა და იმედია აღარ დავკარგავთ არც ერთ ქულას