2020/21 სეზონის დასაწყისში ლეო მესის უღიმღამო, უიღბლო და საბოლოო ჯამში უშედეგო თამაში არასაფეხბურთო მიზეზებით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე ფეხბურთელის კარიერული დაღმასვლით.
როგორც Sport-მა განაცხადა, ამ მომენტისათვის არგენტინელს მოედანზე პედრის სახით, კომფორტული პარტნიორი ეგულება და მასთან ნდობის ხარჯზე ფსიქოლოგიურადაც უფრო დარწმუნებული გამოდის. ლუის სუარესის “ატლეტიკოში” გადასვლის შემდეგ, მესის ასეთი მეწყვილე არ ჰყავდა და უმეტესად არასტაბილური გრიზმანისა და ბრეითუეიტის იმედზე ყოფნა უწევდა.
ამას გარდა, ლეოს გასახდელში მწვრთნელთან ურთიერთობაც დაულაგდა და კუმანთან უკვე უშუალო, დადებითი კავშირი აქვს. ასეთმა მხარდაჭერამ არგენტინელისთვის მნიშვნელოვანი შედეგიც გამოიღო და “ბილბაოსთან” დუბლი სტანდარტული მდგომარეობების გარეშე შეასრულა, პირველ გოლში კი მისი წვლილი საგრძნობლად დიდი იყო. რომ არა 90-ე წუთზე გაკეთებული არაზუსტი გადაცემა, რომელსაც “ბლაუგრანას” კარში გოლი მოჰყვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალი იქნებოდა.
ლეოს წარმატებულ თამაშსა და იღბალზე “ბარსელონასთვის” ამ სეზონშიც ბევრი რამაა დამოკიდებული, ვინაიდან, ჯამურად გუნდის მიერ კარის ჩარჩოში წასული 122 დარტყმიდან 72 სწორედ ლეო მესის ანგარიშზეა.

დაიბრუნებს აუცილებლად თავის ფორმას,!'მესი ყოველთვის მესია და მისგან არაფერია გასაკვირი
მთავარია დარჩეს.
ხოოო მარა როცა ურტყამს ყველა კარში დგება ან ძირშიც წვებიან ისე ეშინიათ😂😂😂
ასეც უნდა იყოს როცა მეფე ურტყამს 👌
ისე ამასწინათ რა ჯარიმა მოუხსნეს. ლეო რო ურტყამს მაშინ ხდება ყველა ნოიერი
აკრებს ლომი ფორმას, პედრისთან ერთად იფრენს❤️❤️🙌
BEQA BARCA,
მთავარია დარჩეს.
ხოოო მარა როცა ურტყამს ყველა კარში დგება ან ძირშიც წვებიან ისე ეშინიათ😂😂😂
ასეც უნდა იყოს როცა მეფე ურტყამს 👌
სამიც თუ არ გაიტანა.თანაც ორი ცოტაა ლეოსთვის მინიმუმ სამი.👌
იხოდება თანდათან ლომი
მთავარია არ წავიდეს ❤️❤️❤️
მოიხოდება ნელა-ნელა შედის ფორმაში
BEQA BARCA,
სამიც თუ არ გაიტანა.თანაც ორი ცოტაა ლეოსთვის მინიმუმ სამი.👌
პედრიმ აუბა მხარი და ლეოსაც ნელნელა დაეტყო ხასიათზე მოსვლა ტიპს ყველა გაუყიდეს ვისთანაც შეთამაშებული იყო, იმედია პედრი გაამართლებს ლეოს იმედებს და კიდევ უფრო მოუმატებს..
დღეს დუბლი უნდა დადოს მინიმუმ მეფემ.
ხოოო მარა როცა ურტყამს ყველა კარში დგება ან ძირშიც წვებიან ისე ეშინიათ😂😂😂
ერთი კაი ჯარიმაც გვინდა ლეეო🙃