workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ქალთა გუნდის ისტორიული გამარჯვება

ბარსას ქალთა გუნდის ისტორიული გამარჯვება

კატალონიის “ბარსელონას” ქალთა კლუბმა, რომელიც საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს, გუშინ ისტორიული შანსი მიიღო.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” გოგონებმა 1970 წლის შემდეგ, “კამპ ნოუზე” პირველად ითამაშეს.

გუშინდელ დაპირისპირებაში მათ “ესპანიოლს” უმასპინძლეს და დამაჯერებლად, ანგარიშით, 5-0 სძლიეს.

მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანამ” 11 მატჩი ჩაატარა და თერთმეტივე მოგებით დაასრულა. ამ პერიოდში მათ 62 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს, რაც დაუჯერებელი შედეგია.

გთავაზობთ შეხვედრის საუკეთესო მომენტებს:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 08 იან 2021, 01:27
    #8

    ყოჩაღ გოგოებს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 იან 2021, 13:23
    #7

    ყოჩაღ ქალთა გუნდს,ცუდია რომ არ აჩვენებენ თამაშებს.იმედია კაცთა გუნდშიც არჩევნების შემდეგ ლაპორტა თუ მოვა შეიცვლება სიტუაცია და ჯერ ამ უნიათო მწვრთნელს გაუშვებს მერე კი განთავისუფლდება უსარგებლო ფეხბურთელებისგან და გაწმენდს გუნდს ასეთებისგან,სანაცვლოდ კი ჭკვიანურ ტრანსფერებს გააკეთებს რაც გუნდს სასიკეთოდ წაადგება.ბარსა ბ დანაც იმედია გადმოიყვანს და დააწინაურებს ფეხბურთელებს.

  • tigresa
    schedule 07 იან 2021, 12:40
    #6

    ციტატა: QINQO
    ნეტა ამათ თამაშებს სადმე გადმოსცემდნენ, კარგი იქნებოდა. Barca.tv ფასიანია და სხვაგან სადმე უფასო სტრიმს ვერასდროს ვნახულობ :(((


    აბაა, არსად გადის ქალთა ფეხბურთი, მნიშვნელოვანი მატჩები მაინც აჩვენონ ხომ შეიძლება არა, გააკეთონ მატჩის პროგნოზი და მე პირადად ვუყურებ.. დიდი უსამართლობაა მართლა, დიდი..

  • QINQO
    schedule 07 იან 2021, 12:26
    #5

    ნეტა ამათ თამაშებს სადმე გადმოსცემდნენ, კარგი იქნებოდა. Barca.tv ფასიანია და სხვაგან სადმე უფასო სტრიმს ვერასდროს ვნახულობ :(((

  • C.PC5
    schedule 07 იან 2021, 11:36
    #4

    არავის ინდობენ, ყოჩაღ გოგონებს!!!! კაცთა გუნდსაც გადმოსხმოდეს ამათი წყალი❤️😉

  • ბასქუ10
    schedule 07 იან 2021, 11:11
    #3

    აუ ესენი მაგრები არიანც, უჩლ ამათია წელს

  • Magician
    schedule 07 იან 2021, 11:09
    #2

    "კამპ ნოუზე" ღირსეულად გამოვიდნენ!

  • BEQA BARCA
    schedule 07 იან 2021, 11:09
    #1

    გოგონები მაინც კარგად თამაშობენ და ამათი იმედი მაწ. წელს უჩლს გოგოები მოიგებენ მხოლოდ ლიონი უწევს წინააღმდეგობას მარა მგონი რო მაგათაც გახევენ ….