“ეიბართან” მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ “ბარსელონას” შემტევს ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს დაახლოებით 3 თვე გაუცდება.
შესაბამისად, კოუტინიო “ბარსას” საკმაოდ ბევრ მატჩში ვერ დაეხმარება – მათ შორის ლა ლიგის 13 ტურში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ესპანეთის სუპერთასზე და კოპა დელ რეის ბოლო ეტაპებზე (ფინალის გარდა), რაც ჯამში, შესაძლოა, 22 შეხვედრა გამოვიდეს.
ლა ლიგის მატჩებიდან ყველაზე რთული, სავარაუდოდ, “სევილიასთან” შეხვედრა იქნება, რომელიც სატურნირო ცხრილში რონალდ კუმანის გუნდს 2 ქულით უსწრებს.
თუ “ბარსა” ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ-ჟერმენის” ბარიერს დაძლევს და მეოთხედფინალში გავა, ამ ეტაპის მატჩები აპრილში გაიმართება, კოუტინიო კი ამ დროს გამოჯანმრთელებული იქნება.
კოუტინიო ტრავმის მიღებამდე საკმაოდ ცუდ ფორმაში იყო, გამოჯანმრთელების შემდეგ კი მისი მოედანზე ხშირად გასვლა “ბარსას” ისედაც არ აწყობს: კიდევ 10 მატჩის ჩატარების შემთხვევაში “ლივერპულთან” გაფორმებულ კონტრაქტში გათვალიწინებული პუნქტი ამოქმედდება და კატალონიელებს ბონუსის სახით დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ.



კოუზე, რომ თქვა გუნდს ვერ დაეხმარებაო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია.
გამოტოვოს გამოტოვოს მაინც არაა საჭირო. როგორ მენანება 120 მილიონი ამაში. ვარაფერი ვერ ქნა …
Vax kou kou
Dasanania
Zedela,
20 მილიონი არ ყოფილა გადასახდელი, 5 მილიონზე იყო თურმე საუბარი, მაგრამ ეგეც საქმეა, დეპაის ტრანსფერს ნიშნავს და ვფიქრობ, რომ კოუტინიოს ყოლა-არყოლა დიდად არაფერს წყვეტდა
არაუშავს მაიმც არ იყო ოპტიმალურ ფორმაში, სხვებისთვის მეტ სათამაშო დროს ნიშნავს ათამაშებს საერთოდ თუ არა ეგაც საკითხავია +20 მილიონიც დაიზოგება
სადღაც ახალგაზრდებისათვის შანსს რომ ნიშნავს, ეს კარგია
გრიზმანი ჯანმრთელია და ბრაიტვაიტიც, თორემ დე ლა ფუენტეს მიეცემოდა ფლანგზე თავის გამოჩენის საშუალება, იმ ფაფხურა პორტუგალიელსაც
ასპას დავასხი ფეხებზე მე 😂 აი რა იღბალაა ეს ზიდანი, აი მასეთი ბედი უნდა ინატრო კაცმა რა.
ბარემ პირდაპირ წავიდეს გუნდიდან რაღა დარჩა
ამის ტრამვას ისევ გრიზმანს მიეღო ის ჯობდა, ვერც ეს აკეთებს ვერაფერს და ვერც ის, მაგრამ მაინც კოუ ჯობია
რაც მეტს გამოტოვებს უკეთესია.
ვაფშე აღარ ითამაშოს ეს სეზონი ვაფშე არ დაგვაკლდება