workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოუტინიოს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება

კოუტინიოს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ფილიპე კოუტინიომ “ეიბარის” წინააღმდეგ მატჩისას შიდა მენისკის დაზიანება მიიღო. 

“ბლაუგრანას” ოფიციალური ინფორმაციით, ბრაზილიელს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება. ქირურგიულ ჩარევაში მონაწილეობას ექიმი ჟოან კარლეს მონლაუ მიიღებს.

AS-ის ცნობით, ფილიპეს ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ ფეხბურთელს 4-თვემდე გაუცდება.

ტრავმასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • ბასქუ10
    schedule 02 იან 2021, 09:41

    ეს ბიჭი ვალვერდემ წაგვართვა და მერე ვერ აღიდგინა ფორმა, როცა გადმოვიდა კარგად დაიწყო ძალიან ლამაზი გოლებიც გაიტანა შესეგიანიც იყო და ცდილობდა რაღაცას მაგრამ როგორცკი პოზიცია შეიცვალა უკვე ნელ ნელა გამოგვეცალა ხელიდან🥺

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2021, 01:00

    Clever liar,
    ჰო, მეც დაახლოებით ეგეთი განცდა მქონდა, ამაზე და არტურზე, (არტური ხომ ჩავიდ იყიდეს, ვიდეოებით ადარებდნენ მის ცენტრში ტრიალს და ბურთის განაწილებას)
    უბრალოდ, როდესაც გუნდი 145 მილიონს იხდის ფეხბურთელში, მისგან სხვა მოლოდინებია
    ნამდვილი ჩავი,ინი,ბუსი,ლეო მხოლოდ ლა მასიაში თუ შეიძლება გაიზარდონ, მათი სრულფასოვანი შემცვლელებიც (თუკი მიახლოებითაც კი იპოვეს) სწორედ იქ უნდა მოძებნონ
    პედრის არ ვგულისხმობ, 16 წლის ბალღი ნახეს და 1 წელი იჯარით პრაქტიკა მიაღებინეს, მერე წამოიყვანეს, ფაქტობრივად აქ იზრდება

  • Clever liar
    schedule 02 იან 2021, 00:52

    ციტატა: Albicelecte
    რაშევუკვეთე/რაჩამოვიდა თემაა


    არც არასდროს ველოდი მისგან ინიესტობას, თუმცა ვფიქრობდი რო ბრაზილიური კრეატიულობით და მისი საფირმო შორეული დარტყმებით, რაც ყველაზე მეტად გვაკლდა, ბარსას ვერადავერ შემდგარი სათამაშო სქემა რაღაც ძირეულ ხასიათს მიიღებდა, მარა მართლა ალი ექსპრესის ამანათი გამოდგა. კასიოს რომ შეუკვეთავ და ქოლგა ჩამოვა..

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2021, 00:17

    ციტატა: M10 S9 D11
    საერთოდ არ ვთვლი ამას დანაკარგად პირიქით შეიძლება პუჩის მიეცეს სათამაშო დრო და პუჩი ამაზე ბევრად მეტს რო გაალეთებს ეჭვიც არ მეპარება


    გამოჯანმრთელდეს და იპოვოს გუნდი, სადაც ბედნიერი იქნება! ესაა ოპტიმალური გამოსავალი
    ამ შემთხვევაში კუმანი ცდილობდა გაემართლებინა კლუბის ტრანსფერები და "ვარსკვლავების" რეპუტაცია, თუმცა ამის და გრიზმანის შემთხვევაში ევრ ხერხდება
    მიდის გუნდიდან, მოწინააღმდეგის მაისურით 6:2-ზე დუბლს აკეთებს და მერე ბრუნდება, გუნდის სირცხვილში მონაწილეა და არცთუ მცირედით, ფსიქოლოგიურად ვერაა ადვილი საქმე, ძნელია ასეთი ფეხბურთელი ან გულშემატკივრებს უყვარდეს ან თანაგუნდელებს
    ან ვაინალდიმის მოყვანა… კარიერის მატჩი აქვს იმ გუნდის დაცემა-შერცხვენა, სადაც მიდის… ეს არაა იოლი საქმე! გრიზმანმა კი 2016 წელს გატანილი გოლით ბარსა დატოვა გარეთ, როდესაც მიდიხარ გუნდში, რომლის დამარცხებითაც ამაყობ, მერე რთულია ფსიქოლოგიურად შეძლო და მისი ნაწილი გახდე…

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 02 იან 2021, 00:08

    გვადგება თუ არ გვადგება გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

  • BEQA BARCA
    schedule 02 იან 2021, 00:07

    ისეც ვერ იყო ფორმაში. ეს მენისკის პრობლემა რა მოდაშია შემოსული. ფატუშასაც ეგა აქ. მგონი გადატვირთულმა გრაფიკმა გამოიწვი ამდენი ტრავმა. მესიმ სწორეთ თქვა ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობსო.

  • M10 S9 D11
    schedule 02 იან 2021, 00:06

    საერთოდ არ ვთვლი ამას დანაკარგად პირიქით შეიძლება პუჩის მიეცეს სათამაშო დრო და პუჩი ამაზე ბევრად მეტს რო გაალეთებს ეჭვიც არ მეპარება

  • Albicelecte
    schedule 01 იან 2021, 23:31

    Clever liar,
    ჰო, ცოტა უცნაური ამბავია რომ გომეში კოუტინიოს ცოტათი სჯობდა ბარსაში, მაგრამმმმ
    დე იონგის პოზიციის ფეხბუღტელია, საყრდენი-ცენტრალური შუახაზელი და რომ მოიყვანეს, ჯერ კიდევ საკითხავი იყო რა პოზიციაზე დადგებოდა და ვის ამოაგდებდა ძირითადიდან
    საუბარი იყო, რომ ბუსკეტსი უნდა შეეცვალა როტაციაში, სადაც სათამაშო დროის ნაწილს მიიღებდა და ნაწილობრივ რაკიტიჩის კონკურენტადაც მოისაზრებოდა, თუმცა მაინც უფრო საყრდენზე
    იყო საკმაოდ ახალგაზრდა(23 წლის) ფიზიკურად ძლიერი და ათლეტური მოთამაშე, რომელიც ზეკაშკაშა ვარსკვლავად არ მოისაზრებოდა და მისგან ზედმეტს არ ელოდნენ
    37 მილიონად ნაყიდი 25-ში გაიყიდა და 1 წლის იჯარის, 2.25 მ,ილიონიც ერგო გუნდსმ ჯამში 27.5 მილიონი
    საკმარისად ვერ ითამაშა, თუმცა გუნდი მაგას არ დაუღუპია საბედისწერო შეცომებით

    სულ სხვა იყო კოუტინიოს შემთხვევა
    გუნდში მოდის 25 წლის ასაკში, 145 მილიონად, ავანსები გასაგებია, ინიესტას შეცვლა და ბარსელონას დნმ უნდა გააცოცხლოს(რაც აღმოჩნდა, რომ ასე უბრალო საქმე არაა) და რას ვხედავთ მოედანზე?!
    ერთი ჩვეულებრივი ნორმალური ნახევარმცველი, რომელიც საშუალო ტემპში თამაშობს
    მოლოდინი/ნაჩენები თამაში ესაა შედარებითი

    რაშევუკვეთე/რაჩამოვიდა თემაა barca-6 barca-1

  • ferreira10
    schedule 01 იან 2021, 23:21

    არაუხო აწიონ წინ სხვანაირად ამ დიდ დანაკლის ვერ ამოავსებენ:)

  • Clever liar
    schedule 01 იან 2021, 23:13

    ციტატა: Albicelecte
    Clever liar,
    ეხლა რომ ვუყურებ, შუა ხაზზე ანდრე გომეში ცოტათი სჯობდა კიდევაც კოუტინიოს


    მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხივით კი თქვი მარა მასეა, ვერაფერს დავამატებდი 😀

  • BARCELONA FOREVER
    schedule 01 იან 2021, 23:09

    კაი ფასში თუ გაყიდეს მაგარი იქნება

  • Albicelecte
    schedule 01 იან 2021, 23:03

    Clever liar,
    ეხლა რომ ვუყურებ, შუა ხაზზე ანდრე გომეში ცოტათი სჯობდა კიდევაც კოუტინიოს

  • Clever liar
    schedule 01 იან 2021, 22:58

    ტრავმა და ქირურგია ღმერთმა ყველას აშოროს, მარა გრიზმანიც რო არ ითამაშებდეს 4 თვე მისთვის საუკეთესო მიზეზებით, ეგრევე გამოიხედავს გუნდი თვალში :)) ამ ორზე დიდი ტორმუზი და უალტერნატივო კუნძი ვინ მახსენდება ბოლოს ბარსაში? ჰლები და ანდრე გომეში..

  • Albicelecte
    schedule 01 იან 2021, 22:48

    არ ვიცი რა ვთქვა, ჯანმრთელობას და წარმატებით დაუბრუნებას ვუსურვებ და ხანგძლივ კარიერას სხვა კლუბში…
    სასურველია მლს ან იაპონია, 18-20 მილიონიანი ხელფასით barca-6

  • Wtf man
    schedule 01 იან 2021, 22:47

    ამ ზაფხულს იქნებ 100 მილიონი აიღონ როგორმე ამის გრიზმანის და ბრაიტვეიტის გაყიდვით და ნეიმარი მოიყვანონ მაგ 100 მილიონად. თუ არ გაახანგრძლივა 100 მილიონად გაუშვებს ხალიფა.