ლა ლიგის მე-16 ტურში “ბარსელონამ” ქულები შინ, “ეიბართან” მატჩში დაკარგა (1-1).
ლა ლიგის 15 შეხვედრაში კატალონიელებმა მხოლოდ 25 ქულა აიღეს, რაც 2003/2004 სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. 17 წლის წინ, ფრანკ რაიკაარდის “ბარსას” 15 ტურში მხოლოდ 20 ქულა ჰქონდა.
2003/2004 სეზონში საბოლოოდ “ბარსელონამ” ჩემპიონატში 72 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

მახსოვს მაშინ ედგარ დავიდაი მოვიდა ნახევარი სეზონით და წაგების გარეშე იარეს ბოლომდე. მერე კი დაიწყო ის გადარეული 12 წლიანი დიდებული ერა… 2015-16 წლებამდე
ეხლა ალბათ მესამე ადგილს დაიკავებს ბარსა, ატლე-რეალის მერე
მეორეზე რო გავიდოდეთ რა გვიჭირს ისე მიდის საქმე :დ
პსჟ-სთან გამოთიშვა, ლა ლიგაში კრახი, ესპანეთის თასი+სუპერთასის უეჭველი წაგება.. მესის წასვლა და მერე ევროპა ლიგები.. ასეთი პირი უჩანს ამ კუმანის გაღმერთებას..
ნუ მარტო კუმანი არაა პრობლემა.. ლაპორტას შეუძლია ყველაფრის გამოსწორება.. იმედია მოიგებს, დაიმახსოვრეთ, თუ წააგო მესი წავა..
ყველანაირ ანტირეკორდს ვხნიით <333
თუ კუმანი სეზონის ბოლომდე დარჩა მაშინ ყველა ანტირეკორდის მფლობელი იქნება ბარსა :(((