workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Cadena SER: ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობას 16-18 გუნდი მიიღებს

Cadena SER: ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობას 16-18 გუნდი მიიღებს

Cadena SER მომავალი საკლუბო ჩემპიონატის, ევროპის სუპერ ლიგის, ფორმატის შესახებ გარკვეულ ცნობებს ავრცელებს.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, ტურნირი, რომელმაც UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა უნდა ჩაანაცვლოს, ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატის წარმომადგენელი (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) 16-18 გუნდისგან დაკომპლექტდება.

გათამაშება 32 ან 36 სათამაშო ტურისგან შედგება, გააჩნია, რამდენი გუნდი მიიღებს მასში მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს ორჯერ, შინ და სტუმრად, შეხვდებიან.

ევროპის სუპერ ლიგა ეროვნული ჩემპიონატების პარალელურად გაიმართება.

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, გადადგომამდე, აღნიშნული ტურნირის შესახებ ისაუბრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • AGU3RO
    schedule 21 დეკ 2020, 11:02

    უაზრობაა ძან

  • Albicelecte
    schedule 20 დეკ 2020, 23:04

    Don_Andresito,
    ლიგა კი არის დასახვეწი სხვათა შორის
    მე არ მივესალმები ასეთ სუპერ და დუპერ ლიგების პროექტებს;
    ევროპა არის ევროპა და ასე გამორჩევა მარგიანლური და დისკრიმინაციულია, თან ფულის ამბავში ხდება და ძალიან სიველურეა ეგ
    ყველაზე მეტად მომწონდა ის ფორმატი, როდესაც 2 ეტაპიანი ჯგუფური ეტაპი იყო, 2000-2004 წლებში მოქმედებდა თუ არ ვცდები
    17 მატჩის ჩატარება უწევდათ ფინალისტებს ჯამში, შემთხვევითობა იყო ნაკლები
    მართალია მაშინ რეალმა 2 ლიგა მოიგო, მაგრამ მაინც ძლიერი იყო და მაგიტომ, სერიოზული ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი და ლოგიკაც იყო მაგათ გამარჯვებაში
    მაშინ იყო, ბარსამ რომ 45 გოლი გაიტანა სეზონზე, რომ არა ვალენსიასთან ის მარცი, ფინალი კლასიკო დაჯდებოდა და სხვა დაძაბულობა და მუხტი იქნებოდა, მაგრამ ასე მოხდა, თუმცა ვინ იცის? ლიგის ფინალში რეალთან წაგება მაინც უფრო მძიმე იქნებოდა, კლასიკოში კი ფავირიტი ძნელია, თუ პეპის ბარსას არ ჩავთვლით

  • Andria
    schedule 20 დეკ 2020, 22:31

    მგონია რომ ურთულესი იქნება ფიზიკურად ხალხო ორი ტურნირი იგივე ინტენსივობით

  • BARCELONA FOREVER
    schedule 20 დეკ 2020, 22:14

    რაღა დაგიმალოთ და მეც არ მომწონს რაღაც ეს რეებს მოიგონებ ხოლმე :დ

  • Don_Andresito
    schedule 20 დეკ 2020, 22:10

    Albicelecte,
    ჩეფერინმა ვინც მაგაში მონაწილეობას მიიღებს უეფას ტურნირებიდან მოვხსნითო. თან რამდენიმე წლითო. ანუ ვინც მაგ ტურნირზე ითამაშებს ერთა ლიგაზე იმ მოთამაშეებს არ დაუშვებენ. სანაკრებო ტურნირსაც ურტყამს და ნაკრების ღალატი გამოვა მანდ თამაში ევროპელი ფეხბურთელევისთვის. თორე საინტერესო და უფრო სამართლიანიც იქნევოდა. აღარ იქნებოდა 2015-16 წლების მსგავსად ტურნირის სუსტი გამარჯვებული და კენჭისყრაზე გამართლება არ გამართლება აღარ იქნებოდა. ყველა ყველას შეხვდება და ძლიერი მოიგებს.

  • M10 S9 D11
    schedule 20 დეკ 2020, 22:06

    რა სისულელეა ბიზნწსად აქვიეს ეს სპორტი

  • BEQA BARCA
    schedule 20 დეკ 2020, 21:56

    ანუ უჩლ აღარ იქნება და სუპერ ლიგა იქნება მხოლოდ???
    ასე თუა ძაან ცუდია სხვა ქვეყნების გუნდ3ბი ვერ მიიღებენ მ9ნაწილეობს. უაზრობააა..

  • Albicelecte
    schedule 20 დეკ 2020, 21:31

    ძალიან ლენგლეობა ტურნირი გამოდის, ბოდიში მომითხოვია…
    ანუ, აიაქსი, ეინდჰოვენი, ანდერლეხტი,პორტუ, ბენფიკა, სპორტინგი, გლაზგო რეინჯერსი და სელტიკი, შახტარი და დინამო კიევი, გალათასარაი და ფენერი, ოლიმპიაკოსი და პანათინაიკოსი, ცრვენა ზვეზდა და სტიაუა ამ ფორმატით გამორიცხულია არა?!
    ყველაფერი აქ უკვე $ ზე დაიყვანება,ასე ჩანს და აქედან იწყება დაღმასვლა
    ჩ/ლიგას ასე ვერ გააუქმებენ სავარაუდოდ, კლუბებს მოუწევთ ან ორ ფრონტზე, ან არჩევანის გაკეთება, ან ტურნირის პრესტიჟულობის მიხედვით ბრძოლა
    ვნახოთ ის მეტი მაყურებელი ეყოლება, სანახაობას მაინც პუბლიკა დაარეგულირებს
    ვიღაც-ვიღაცები კი ვერ დაძღნენ, ვერც დაძღებიან rage

  • El pistolero 9
    schedule 20 დეკ 2020, 21:21

    გამოდის რომ სხვა ქვეყნების გუნდები ვეღარ ითამაშებენ? რა უაზრობაა.მაშინ პორტუს არ უნდა მოეგო ჩემპიონთა ლიგა.აიაქსზე ხო ზედმეტია ლაპარაკი.აბსურდია რაღაც

  • სტუმარი გიორგი
    schedule 20 დეკ 2020, 21:05

    რა მიდგომაა რატომ ყოფენ ამ სპორტსაც რაგბივით ელიტად და დაბალი დონის გუნდებად.ვფიარობ ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა ფეხბურთისთვის რაც შეიძლება მიიღონ,ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდები ითამაშებენ ყოველწლიურად და სხვა ქვეყნის გუნდებმა გულშემატკივრებმა უნდა უყურონ როგორ თამაშობენ კარგი გუნდები ერთმანეთთან.თავისი ქვეყნის და ქალაქის გუნდებს როგორ უწევთ უდაბლესი დონის ტურნირის თამაში უმოტივაციოდ სუსტ გუნდებთან.

  • AGU3RO
    schedule 20 დეკ 2020, 20:57

    არმომწონს რაღაც ეს