იანვარი ახლოვდება და ლეო მესის სატრანსფერო საგა ისევ აქტუალური ხდება. “ბარსელონას” კაპიტანი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წავიდა და იმის გამო, რომ მშობლიურ კლუბთან სამართლებრივი დავის დაწყება საჭირო არ გამხდარიყო, კატალონიაში დარჩა.
მიმდინარე სეზონში ისეთი ნამდვილად არაფერი მომხდარა, მესის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი რომ მისცემოდა. ცნობილი ჟურნალისტის, მიგელ რიკოს ცნობით, არგენტინელის პრიორიტეტი ისევ “ბარსადან” წასვლაა.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წარმომადგენლებს, ტრანსფერის მსურველ სხვა კლუბებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს მესისთან მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყიათ.
მიმდინარე სიტუაციაზე მეტ ინფორმაციას ლეოს ექსკლუზიურ ინტერვიუში გავიგებთ, რომელიც La Sexta-მ ჩაწერა.

მაგარი პრიკოლი იქნება რო პესეჟეში წავიდეს და გაგვაპოს
ძაან მეწყინება სადმე რო წავიდეს ,გული ჩამწყდება სხვა გუნდის მაისურით რო დავინახავ და ბარსას გოლს გაუტანს..
იმედია დარჩება თუ არადა მოუწყობენ ინედია ღირსეულ გაცილებას ხალხის თანდასწრებით .ყველაფერს იმსახურებს ლეგენდა 👑🐐
ჰო, მესიზე მეტად გვიყვარს თურმე ბარსა, კამპ ნოუზე არ დაბადებულა, თორემ სხვა ყველაფრით გუნდთანაა დაკავშირებული!
შეიყვანა ის ხალხი, ვისაც ამ სეზონზე თვითონ თვლიდა საჭიროდ, წერტილი!
როდესაც იმდენს დავიმსახურებთ, რომ შეგვეკითხებიან, ჩვენი სამეულები დავასახელოთ, მაშინ იქნება სერიოზული ჩვენი ნათქვამი
ერთია მაყურებელი, გულშემატკივარი, თუნდაც ფანი ან ფან კლუბის წევრი, ან კლუბის წევრი და განვსჯით გუნდის კაპიტნის, ლეგენდის და მსოფლიოს ყველა დროს საუკეთესო ფეხბურთელის გამოთქმულ აზრს? და მის ბარსელონას მიმართ გრძნობებს?
ძალიან უხერხულია, აი ძაააააალიან უხერხული!
შეეძლება თამაში ორი წელია უკვე ეგ შეზღუდვა მოხსნილია
რავი მე თუ მკითხავ ამ ამბავში მთავარი ლიგის მოგება არაა, აღარ შეუძლია ამ გუნდში სერიოზულად ეზიზღება უკვე ბარსა ბართომეუს გადამკიდე და უნდა რომ თავი დააღწიოს აქაურობას და არა ლიგა მოიგოს
Ზამთარში არ წავა იმიტორო ლოგაზე ვეღარ ითამაშებს და იმიტო მიდის რო ლიგა მოიგოს ხო? Ხოდა არწავა ზამთარში მარა ზაფხულში შეიძლება
დროზე მოვიდეს ლაპორტა და დალაგდება მერე ყველაფერი