რამდენიმე წუთის წინ FIFA-მ წლის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
2020 წლის სიმბოლურ გუნდში “ბარსას” მხოლოდ 1 წევრი მოხვდა და ის, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია.
სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
ალისონი, ალფონსო დევისი, სერხიო რამოსი, ვირჯილ ვან დაიკი, ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, იოსუა კიმიხი, ტიაგო ალკანტარა, კევინ დე ბრუინი, ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ.
კატალონიელთა მხრიდან სულ 6 ფეხბურთელი იყო წარდგენილი. მესის გარდა გაფართოებულ სიაში მარკ-ანდრე ტერშტეგენი, ჟორდი ალბა, ფრენკი დე იონგი, ფილიპე კოუტინიო და სერხიო ბუსკეტსი იყვნენ წარმოდგენილნი.




იციᲗ რაა სასაცილო ნოიერი წლის Საუკეთესო მეკარე Თუ იყო ალისონი რატოა ᲗერᲗმეტეულᲨი ?? ბევრი წერს მესიმ რა გააკეᲗაო და მესიზე მეტი სხვამ რა Გააკეთა რო ??
ფიფამ საუკეთესო მეკარედ ნოიერი დაასახელა და თერთმეტეულში სხვა მეკარე დააყენეს?
აბა ვინ უნდა ყოფილიყო მაგის მაგივრად პიკე? 😀
ვან დეიკი. რამოსი ცხოველებში უნდა იყოს.
რამოსი მაგარი ნაცნობობითაა
აბა ვინ უნდა ყოფილიყო მაგის მაგივრად პიკე? 😀
ჩემი აზრით მარკინიოსიც იმსახურებდა. მარა ვინაიდან ზოგადია და არა ლიგის მაშინ ეკუთნის ორივეს. თორე ლიგის მიხედვით უეფას შედგენი რო იყოს მარკინიოსი დაიმსახურებდა მცველებში ყველაზე მეტად, პავარიც და უპამეკანოც.
ისე თითქმის სრულყოფილი სასტავია. დღევანდელ საუკეთესო 11 ულს რო ვადგენდე ამათ შეციყვანდი ზუსტად. ტიაგოს მაგივრად შეიძლება ჩემი პირადი გემოვნებით მარა
კარგი წელი ქონდა ტიაგოსაც. გნაბრი იყო წელს კიდე ბომბი მარა ვინ გინდა ამოაგდო ამ შემტევებიდან? შეილება ლეო დახიო ლევას უკან და გნაბრი გაუშვა მანდ
პს მადრიდისტების შიშით კომენტარი ვეღარ დაგვიწერია
აბა ვინ უნდა ყოფილიყო მაგის მაგივრად პიკე? 😀
არა ან პიკეს რა უნდა აქ და ან თქვენ რა გინდათ აქ?! მართალი ხარ რა თქმა უნდა, ისეთივე უადგილო იქნებოდა პიკეს აქ ყოფნა, როგორც თქვენი ყოფნა და კომენტარები Barcamania.ge -ზე
ბოდიშით, თუ მკაცრად გამომდის
აბა ვინ უნდა ყოფილიყო მაგის მაგივრად პიკე? 😀
ან რამოსს რა ლენგლე უნდა მანდ?!
ეგ კაი მარა რაის ალისონი ნოიერი არ იმსახურებდა აქ თუ ალისონმა მოიგო წელს ყველაფერი :დ
ალისონიო???ხალხი ვენებს იჭრიდა ნოიერს ოქროს ბურთი ეკუთვნისო და ამათ სიმბოლურშიც არ ყავთ შეყვანილი🤣🤣
ალისონი ძაან კლასნია და სამართლიანად მოხვდა ამ სასტარტოში
ნოიერი იმსახურებდა წელს ყოველშემთხვევაში♥️
Griezzy7,
ალისონი ძაან კლასნია და სამართლიანად მოხვდა ამ სასტარტოში
ეეჰ 2015 წლის მერე მარტო მესი ხვდება ბარსადან ძალიან სამწუხაროა
ამდენია წელია მარტო მესი ხვდება ბარსელონადან წლის გუნდში და მერე მიდი და იქონიე მოტივაცია ამ სი*თა ჯოგში შუაზე გაიხე და ტიტული დადე სერხი რობერტოს და დემბელეს ხელფასები რომ უხადონ. ფაქტი სახეზეა და მესი რამდენიც არ უნდა ვლანძღოთ ცალი ფეხით ჯობია დანარჩენ გუნდს ერთად შტეგენის გამოკლებით.