workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი დანებებას არ აპირებს – რას გეგმავს სპეციალისტი

კუმანი დანებებას არ აპირებს – რას გეგმავს სპეციალისტი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სათამაშო ფილოსოფიას ეჭვის თვალით უყურებენ.

Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად ბოლო პერიოდში განცდილი წარუმატებლობების და ამით გამოწვეული უკმაყოფილებისა, ნიდერლანდელი სპეციალისტი დანებებას არ აპირებს.

57 წლის სპეციალისტი, პირველ რიგში, მოკლევადიანი მიზნების დასახვას აპირებს – მისთვის ლა ლიგაში პრიორიტეტული ახლა სატურნირო ცხრილის პირველ ოთხეულში შესვლაა.

რონალდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება სურს, თუმცა კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობას ის პატივს სცემს.

“ბლაუგრანას” ოფისში გატარებული 100 დღის შემდეგ, კუმანი მივიდა დასკვნამდე, რომ როტაციებს უნდა დაუკლოს და ძირითადი თერთმეტეული ჩამოაყალიბოს.

ასევე გეგმავს, რომ მისი ტაქტიკური სისტემა უფრო მოქნილი იყოს, რადგან საჭიროების შემთხვევაში, შუა მატჩისას, ცვლილებების განხორციელებამ სასარგებლო შედეგები მოიტანოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (20)

  • AGU3RO
    schedule 13 დეკ 2020, 11:37

    პუჩი პედრი ერთად !!!

  • Bakero
    schedule 13 დეკ 2020, 02:03

    როტაციებს უნდა უკლოს ?! smile ისა და ეხლა რომელი წელია ? laughing ყოველ მესამე დღეს თითქმის ლა ლიგაში ტურია სათამაშო ! პლიუს ჩემპიონთა ლიგა! პლიუს ესპანეთის თასი ! პლიუს ნაკრებების თამაშები ! და როტაციებს მოუკლოს ??? და ეს შემადგენლობა (მთლიანად რაც გუნდში ირიცხება!) გაუძლებს ამ ფიზიკით მაგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტურნირებს ?! smile smile smile

  • Le0_Barca
    schedule 13 დეკ 2020, 00:55

    მცველი იყიდოს გუნდმა და 4-3-3 ტაქტიკით ითამაშონ, ვფიქრობ უნდა გაამართლოს, მარა კუმანმა ალბათ იცის თავისი საქმე… მთავარია გუნდი ამ ჭაობიდან ამოათრიოს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამისთვის რას და როგორ გააკეთებს…

  • El pistolero 9
    schedule 12 დეკ 2020, 22:21

    Don_Andresito,
    სამმცველიან ტაქტიკაში ხშირად მინახავს რო შემტევი მარტო რჩება ფლანგზე.თან ცენტრის აღება ძაან ჭირს ეგეთი ტაქტიკით.მითუმეტეს მაშინ როცა მეტოქეს სამი ნახ.მცველი ყავს.როცა მეტოქე 4-4-2ით თამაშობს მაშინ კარგი ვარიანტია იმიტორო ფლანგებიდან უპირატესობას ვერ მოიპოვებს მეტოქე და ცენტრიდან ისევ შენ უნდა ივარგო

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 12 დეკ 2020, 21:08

    ყველაფერი დაკარგა და ახლა რა აზრიაქვს, წავიდეს ზაფხულში ყველაფერს ჯობს

  • M10 S9 D11
    schedule 12 დეკ 2020, 20:46

    ძლივს მოვიდა აზრზე სქემაც შეცვალოს და ეგაა

  • Aron ralston
    schedule 12 დეკ 2020, 20:45

    საკუთარ თავს გუნდიდან წასვლა დაუგეგმოს ჯობია

  • vegassi54
    schedule 12 დეკ 2020, 19:31

    ეხლა აპირებს?

  • AGU3RO
    schedule 12 დეკ 2020, 18:31

    მოეგო გონს

  • El Guaje
    schedule 12 დეკ 2020, 17:06

    კუმან ბებრები გაყარე ახალგაზრდებს მიეცი შანსი და თუ გინდა 10ზე დავასრულოთ

  • მსლ
    schedule 12 დეკ 2020, 17:06

    Mgoni tyuilia

  • Albicelecte
    schedule 12 დეკ 2020, 16:30

    ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთ…
    ძირითადი 11-ეული გადაწვას? არ გამოვა
    ან გრიზმანი-კოუტინიო არიან ძირითადის 11-ეული?
    თუ ალბა?
    თუ ლენგლე?!?!?
    აი ეს ბოლო უკვე მეტისმეტია

  • Don_Andresito
    schedule 12 დეკ 2020, 15:14

    ისე 3-4-3 არ იქნებოდა საინტერესო? ნაკრებში რასაც თამაშობდა. სეტიენის იდეამ ვერ გაამართლა მარა იქნებ ამან უფრო დახვეწილი სისტემა დადოს, პეპიც ხშირად თამაშობს 3 მცველით და ლუჩოც თამაშობდა. პსჟესთან ვიდექით 3 მცველით 6-1 ზე. ანუ 3 ცენტრალური მცველი ორი ფლანგზე. იქნებ ცოტა მაინც გვეშველოს დაცვაში. ლიგის ფლეიოფში მაგალითად. მარა აქ რაოდენობა კი არა ხარისხია მთავარი. პროსტა ცდად ღირს

  • El pistolero 9
    schedule 12 დეკ 2020, 15:11

    4-3-3
    ძირითადი შემადგენლობა:
    შტეგო
    დესტი არაუხო უმტიტი ალბა
    პიანიჩი დეიონგი კოუტინიო
    მესი გრიზმანი დემბელე

    სათადარიგო
    ნეტუ
    ????? მინგესა ლენგლე ფირპო
    პუჩი ბუსკეცი პედრი+ალენია და ფერნანდესი
    ტრინკაუ ბრეიტვეიტი დელაფუენტე

  • ANSU FATI 10
    schedule 12 დეკ 2020, 15:10

    მაგ კაცს ბრწყინვალე მომავალი აქვს მაგრამ რამდენად ბარსაში მაგას ვერ გეტყვი.

    ციტატა: saba17
    ისე ნაგელსმანზე რას ფიქრობთ საკმაოდ გამართულ და სწორ ფეხბურთს ათამაშებს ლაიფციგს

  • saba17
    schedule 12 დეკ 2020, 14:54

    ისე ნაგელსმანზე რას ფიქრობთ საკმაოდ გამართულ და სწორ ფეხბურთს ათამაშებს ლაიფციგს

  • Konrad de la Fuente
    schedule 12 დეკ 2020, 14:47

    ციტატა: ხავი ლეგენდა
    ხო არ გააკეთო როტაციები და დაგაჭერინებენ სამში გრძელს.შენ არ დანებდე მიდი მიაქექი მამალ ვირს


    როტაცია საჭიროა იასნია, მარა ძირითადი თერთმეტეული მართლა უნდო იყოს. როტაციები სლე გუნდებთან უნდა იყოს. კაროჩე ძმაო მე მაგალითად პუჩს და უმტიტს ვათამაშებდი ძირითადში, ტრინკაო, პედრი, ლანგლე სკამზე.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 12 დეკ 2020, 14:37

    მიდი კუმან მოიგე ყველაფერი და დაიხიე ყველა :დ ლევანტე უნდა გახიოთ შუაზე მინიმუმ 5 გოლი

  • AGU3RO
    schedule 12 დეკ 2020, 14:22

    მოსაგებია ხვალ ლევანტესთან 100 პროცენტიანი

  • Niclaus
    schedule 12 დეკ 2020, 14:17

    ეს კარგა ხანია უნა გაეკეთებინა თვითონაც და სხვა მწვრთნელებსაც. წლებია სასტარტო 11 კაცი არ ვიცით ვინ იქნება, თვითონ ამ ხალხმა მწვრთნელი რა პოზიციაზე გაუშვებს ეგ არ იცის და ისინიც დაიტანჯნენ.