workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” გასახდელში კვლავ განხეთქილებაა

“ბარსელონას” გასახდელში კვლავ განხეთქილებაა

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” შიდა სამზარეულოში ისევ განხეთქილებაა. როგორც წყარო იუწყება, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ფიქრობენ, რომ ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ფილოსოფიის გარკვეული ასპექტები საკამათოა.

ასევე, მოთამაშეები ნიდერლანდელი სპეციალისტის სათამაშო ტაქტიკასაც აკრიტიკებენ.

როგორც იცით, “ბლაუგრანა” მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში და აგერ უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც, შესაბამის პერფორმანსს ვერ აჩვენებს. კლუბმა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის G ჯგუფში, გუშინდელი წაგებით (იუვენტუსთან), პირველი ადგილი დაკარგა.

რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, “ბარსას” 10 მატჩის შემდეგ, შესაძლო 30 ქულიდან მხოლოდ 14 აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (34)

  • Lasha71
    schedule 11 დეკ 2020, 06:27

    პერფორმანსს ? ვაი ვაი…

  • El pistolero 9
    schedule 09 დეკ 2020, 23:29

    გუნდმა უნდა ითამაშოს 4-3-3ით.ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული პოზიციები.ამ გრიზმანს რო დაარბენიებენ ხან ფორვარდზე ხან ვინგერზე ხან ფორვარდის უკანაა და ხან ნახ.დაცვაში არ შეიძლება ეგრე.დააყენე ფორვარდზე ერთ თამაშს ჩააგდებს მეორეს და მესამესაც რო ჩააგდებს უნდა დააჯინო და გაარჩევინო მისი თამაში სად უნდა გახსნილიყო კონკრეტულ მომენტში რა უნდა გაეკეთებინა უნდა აუხსნა.ვიდეო ვნახე სადაც გვარდიოლა სტერლინგს ფეხბურთს ფაქტობრივად თავიდან ასწავლის და ახლა რას შვება კი ვხედავთ.ნახ დაცვა უნდა დაკომპლექტდეს საყრდენი ცენტრალური და შემტევი ნახ.მცველებისგან რო იყოს ბალანსი.
    პიანიჩი დეიონგი კოუტინიო კარგი ვარიანტია.პუჩი ბუსკეცი პედრი სათადარიგოს ვარიანტი+ალენია და ფერნანდესი.დაცვა უნდა იწყებოდეს შეტევიდან.საჭიროა მაღალი პრესინგი.მეტოქეს ჩვენ ნახევარზეც არ უნდა მოვაყნოსინოთ და დაცვაც ამოისუნთქებს.

  • Giorgi99
    schedule 09 დეკ 2020, 23:17

    ვერანაირი სქემით ესენი ვერ თმაშობენ, და დარწმუნებული ავრ რომ გუნდი გასაწმენდია ისევ ფეხბურთელებისგან. ერთი 5 ფეხბურთელი უნდა წავიდეს. და ახლები არიან მოსაყვანი. ამას მარტო ლაპორტა შეძლებს.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 09 დეკ 2020, 23:05

    ხოდა გაასხას კუმანმა თავისი სვარკა ფეხბურთით, ვალვერდეც სვარკავდა მარა ის შედეგიგ მაინც იმართლებდა თავს

  • Prometheus
    schedule 09 დეკ 2020, 22:57

    მომკალით და მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი კუმანისადმი , კიკეს და ვალვერდეს სვარკას ისევ ესეთი თამაში მირჩევნია , ყველანაირი ანტირეკორდი კი დაამყარა ტიპმა რაც კი შეიძლებოდა მარა მაინც მგონია რო მოიხოდებიან მალე . შთაბეჭდილება მრჩება რო ფეხბურთელები ვერ უწყობენ მხარს , თავდასხმას კლასი არ აქვს , ნახევარდაცვას სისწრაფე , დაცვა კიდე ვაფშე კატასტროფაა , ალბა სუ გამო*ლევდა ენფილდის მერე , ლენგლე ისედაც ეგეთი იყო და მეტს ტყუილად ვთხოვთ , არ არის ძირითადის მცველი ეგ და მითუმეტეს დაცვის ლიდერი . იმედია ლაპორტა გაიმარჯვებს არჩევნებში , მაგან დაიწყო ბარსელონას ოქროს ხანა და მჯერა რო ისევ ეგ გვიშველის , დიდი წმენდაა გუნდში ჩასატარებელი ,ნახევარზე მეტი გასაშვებია , რაკიტიჩის , ვიდალი , სუას გაშვება არ უშველის საქმეს , როცა გუნდის ბირთვი ისევ უცვლელი რჩება .
    აქვე იმასაც ვიტყვი რომ პუჩს უნდა მიეცეს დრო აუცილებლად , გუშინ მაგაზე მონდომებული არავინ იყო , ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოდა , ეგ მონდომება და აგრესია აკლია გუნდს ზუსტად

  • Zaali
    schedule 09 დეკ 2020, 22:54

    basa7,
    რაცარუნდა იძახოო მარტო მწვრრტნელის ბრალი არარის
    ეგ ფეხბურტელები არაფერ სჰუასჰი არიან ხოოო ??? აბაა რააა ვინც არუნდა მოვიდეს ყველაა გამო**ევდებაა როცა ეს ზედმეტად გა*****
    ული ფეხბურტელებიიი არაფერს გააკეტებენ ასეთი საზიზგარიი თამაში არმინახავს კარგახანიაა
    \

  • basa7
    schedule 09 დეკ 2020, 22:38

    მილიონჯერ ვთქვი კუმანიც კაი ვან გაალია თქო მარა არ გჯერათ. ხავისთვის კიდევ ჯერ ძაან ადრე მგონია. მე ყველაზე მეტად ამ მომენტისთვი ნაგელსმანი მომწონს. უფრო ენრიკეს ტიპია, არ არის მარტო ტიკიტაკაზე კონცენტრირებული და მრავალმხრი ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, პლიუს უპამეკანოს ყიდვაც უფრ გაადვილდება. არაა ეს წყობა ბარსასი, და დაცვაა მთავარი პრობლემა.

  • IluSionIsTa
    schedule 09 დეკ 2020, 22:32

    ციტატა: Ani benzo
    Gushin iuves zamenebi ra magrad ekaifebodnen kumans 😂😂


    Dges zato zidans ekaifebian ro moisvrian ligidan

  • Clever liar
    schedule 09 დეკ 2020, 21:44

    სეტიენის სათამაშო სქემაში ხო ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ რა 😀 ყველას და ყველაფერს აკრიტიკევენ საკუთარი გვამი ტრაკების გარდა ეს ხავსმოჭოდებული ფალოსები. მაგ კუმანის ტაქტიკით არ იყო ტურინში რო მოიგეს და თავი ლიგის ფინალში ეგონათ უკვე?

  • Messi010
    schedule 09 დეკ 2020, 21:39

    გამარჯობათ მეგობრებო ახალი ვარ და თუ მიმიღებთ🖤

  • M10 S9 D11
    schedule 09 დეკ 2020, 21:22

    სქემა უნდა შეცვალოს ცენტრში ორი კაცით ვართ

  • Ani benzo
    schedule 09 დეკ 2020, 21:19

    Gushin iuves zamenebi ra magrad ekaifebodnen kumans 😂😂

  • IluSionIsTa
    schedule 09 დეკ 2020, 21:09

    ციტატა: Gaucho24
    და რას ველოდებოდით? არა მართლა მაინტერესებს რას ველოდებოდით როდესაც გუნდში ასეთი სიტუაციაა? რატომ არ მოვიდა ხავი? იმიტომ რომ იცოდა ეს ყველაფერი , რატომ წავიდა პეპი? რატომ წავიდა ენრიკე? პრობლემა რეალურად უფრო ძირეულია ვიდრე ჩანს.. გრიზმანი დემბელე ლენგლე კოუტინიო გაყარეთ გუნდიდანო რომ ამბობთ , მითხარით თავიანთ პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელი რომელიც ამათ სჯობს.. კაი ლენგლე კი ბატონო შეიძლება არაა ბარსას დონის მთლად მაგრამ დანარჩენები უმაღლესი კლასის ვარსკვლავები არიან , მაშინ რაშია პრობლემა? მესიში? კუმანში? უპრეზიდენტოდ დარჩენილ გუნდში თუ კვლავ ბართომეუში ? სეტიენის და ვალვერდეს კვალში? არა , პრობლემა მენტალიტეტშია.. ყველა გუნდი გარკვეულ წილად შეგვიძლია მანქანას შევადაროთ , ბარსელონა იდეალური მანქანა იყო მაგრამ დაძველდა , ძირითადი ბირთვი გამოვიდა მდგომარეობიდან და ძლივსღა გადაადგილდება , ესაა პრობლემაა.. არ ვიცი როგორ აანალიზებთ ან უყურებთ თამაშებს მაგრამ პასებს შორის ბურთის სისწრაფე , ფეხბურთელების მიერ ზონების შევსების სისწრაფე , გადაადგილების ტემპი ძალიან დაბალია , აი ძალიან დაბალი… ყველა მაღალი კლასის მწვრთნელი თამაშშია ჩართული , ჩვენთან ბოლო 3 მწვრთნელი უბრალოდ დგას და უყურებს თამაშს როგორც გულშემატკივარი , უბრალოდ ცვლილებებს აკეთებენ , არანაირი შეძახილები და მითითებები თამაშის დროს , გუნდი უბრალოდ სათამაშოდ გამოდის მოედანზე და არა მოსაგებად , გამოდის იმიტომ რომ ბარსელონაა და უნდა ითამაშოს რადგან ამით შოულობენ ფულს , გუნდი მოსაგებად არ თამაშობს , აი ამ მენტალიტეტშია პრობლემა , როდესაც ხასიათზე იქნებიან და თამაში წაუვათ მოიგებენ , როდესაც გოლს გაუშვებენ და თამაშის ხასიათი ეკარგებათ აგებენ , ვერცერთი დაქამბექებული თამაში ვერ ვნახეთ ამ სეზონში , ვერცერთი.. პრობლემები ძირეულია , ახალ პრეზიდენტთან ერთად ახალი სტაფია მთლიანად საჭირო , ფსიქოლოგიდან დაწყებული ფიზ მომზადების მწვღთნელებით და მზარეულებით დამთავრებული .. გუნდში ზედმეტად ბევრი ვარსკვლავია ერთ პოზიციაზე და გუნდიც გასაწმენდია , ლა მასიაა მისახედი , სწორი ტრანსფერებია საჭირო და სწორი მენტალიტეტია გუნდში ჩამოსაყალიბებელი.. ხელფასები დააკლეს და ამათაც დააკლდათ ფეხბურთის მოტივაცია , მსგავსი ფეხბურთელი გუნდში გასაჩერებელი არაა , სამწუხაროდ , ვინც არ უნდა იყოს .. და მოდი მივყვეთ… 1) მეკარე , იდეალურია ორივე ძირითადისაც და სკამისაც არაფერია შესაცვლელი , გარდა იმისა რომ შტეგო იმსახურებს მინიმუმ ვიცე კაპიტნობას.. 2) დაცვა.. ყველა ძლიერი დაცვის მქონე გუნდის მთავარი იარაღი არის მენტალიტეტი და აგიხსნით რას ვგულისხმობ.. რამოსი და ვარანი , როცა რამოსი არაა რეალის დაცვა უსაზიზღესია და გუნდიც ასევე , რამოსი ამოძრავებს არ აძლევს არც დაცვას და არც გუნდს მოდუნების საშუალებას , ვანდაიკი და მატიპი , ვან დაიკიც ანალოგიურად არ აძლევს ერთი წამით მოდუნების საშუალებას , ატლეტიკო მადრიდი , ჩოლო არ აძლევს გუნდს მოდუნების საშუალებას მთელი თამაშის განმავლობაში ჩართულია ისევე როგორც კლოპი , მოურინიო , პეპი , ფლიკი და ბაიერნი სხვა თემაა მათ სისხლში აქვთ ბრძოლა , ჩვენც გვყავდა ეგეთი კაცი , კაპიტანი , მისი წასვლის მერე დაიწყო ყველანაირი პრობლემის გაღვიძება , პუიოლი აუცილებლად უნდა იყოს გუნდში.. პიკეს აქვს მოყოლილი ჩვენი გუნდი უტევდაო და უბრალოდ უკან ვიდექი და ვუყურებდიო და უცებ ღრიალი შემომესმა რას უყურებ აზრზე მოდი ყურადღებას ნუ ფანტავო , გავიხედე და შემეშინდა პუიოლი ისეთი ხმით მიყვიროდაო , ასეთი მცველია საჭირო ცენტრში.. პიკე დაბერდა პიკე არააა პუიოლი , ფლანგის მცველებს რაც შეეხება დესტი კარგი ბიჭია , მარცხნივ კი ტალიაფიკო ან ანხელინიოა მოსაყვანი ალბას კონკურენტად , ცენტრში ერთი უპამეკანო უნდა იყოს აუცილებლად რომელსაც ბურთი იდეალურად ამოაქვს , აი მეორე ნამდვილად არ ვიცი.. უმტიტი თუ შევიდა ფორმაში იდეალური იქნება.. 3) ნახევარდაცვა.. ბუსი დაბერდა ტემპი დააკლდა კონტრშეტევებზე არ ვარგა , პრესინგს ვერ თამაშობს , მაგრამ ზონებს იდეალურად ავსებს , იდეალურად გადაადგილდება და ბურთს იჭერს , დე იონგს ბუსკეცის მსგავსი ნახევარმცველი არ ჭირდება გვერდით , მას მოძრავი აგრესიული სწრაფი ნახევარმცველი ჭირდება რომ მან თავისუფლება იგრძნოს , დე იონგს მაღალი ტემპი ჭირდება რომ იდეალურად ითამაშოს , ვეიუნალდუმი სწორედ ამისთვის ჭირდება კუმანს , პიანიჩი კარგია მაგრამ სწრაფი არაა მოძრავი არაა, მდგარი ტიპიური ნახევარმცველია , პედრი კოუტინიო ძალიან კარგები არიან , პედრი ძალიან მომწონს , იდეალურია ცენტრში , კოუს თამაში ნამდვილად არ მისდის და სჯობს წავიდეს , სჯობს წავიდეს და მის სანაცვლოდ ბარსამაც იხეიროს , თუმცა ნამდვილად მწყდება გული უდიდესი ნიჭი აქვს მაგ ბიჭს მაგრამ ვერ იპოვა თავისი თავი.. და რიკი პუჩი , აი ცენტრში ახლო მომავალში აუცილებლად უნდა ვიხილოთ დე იონგი პედრი პუჩის ტრიო , ეს ბიჭი უბრალოდ როგორ უნდა მოიძულო და არ მისცე დრო არ მესმის , 20 წუთი ითამაშა და საუკეთესო იყო , მოედანს იდეალურად ხედავს , პასის კულტურა აქვს და რაც მთავარია იცის რომელი ზონა უნდა შეავსოს , რომელ ზონაში უნდა გადაადგილდებოდეს , ეს ბიჭი სკამზე როგორ უნდა დაალპო არ მესმის .. ნახევარდაცვაში კოუტინიო უნდა გაიყიდოს რადგან მესი და გრიზმანი აშკარად ხელს უშლიან , 3 ერთ პოზიციაზე უბრალოდ ზედმეტია , სხვაგან კი მას უბრალოდ ვერ ექნება კარგი თამაში.. ნახევარდაცვაში კი გვჭირდება ტიაგოს მსგავსი ფეხბურთელი , როგორ არ იყიდა ბარსამ და არ დაიბრუნა არ მესმის , უბრალოდ საჭიროა ეგ ბიჭი პიანიჩს ნამდვილად აჯობებდა.. თუ 4-3-3 ზე გადავა გუნდი , ნახევარმცველი ნამდვილად აღარაა საჭირო , ლა მასიას მიხედონ.. 4) აი შეტევა კი , უბრალოდ არ ვიცი , ჩავთვალოთ რომ მესი ნახევარდაცვაში დგას წინ გრიზმანი დემბელე ტრინკაუ ბრაითვეიტი რჩება რომლედინაც გამოცდილი მხოლოდ გრიზმანია , რომელიც ფორვარდი არაა , ის ცრუ ფორვარდია , ცხრიანის უკან უნდა იდგეს , 4-3-3 ში არ გამოდგება გრიზმანი ან თუ 4-3-3 მაინცდამაინც მაშინ ცრუ ფორვარდი უნდა იყოს ასე ცხრიანი არ გვეყოლება მაგრამ თუ კარგი ფლანგი გვეყოლება გაამართლებს , ფლანგს რაც შეეხება ფაქტიურად არ გვყავს .. გუნდის კრიზისში დამნაშავე 5 პრობლემაა.. პუიოლი , ხავი , ინიესტა , ნეიმარი და ბართომეუ .. მწვრთნელი არ გვყოლია დიდი ხანია , მენტალიტეტი აღარ გვაქვს , ბურთის დაკარგვის ეშინიათ , თავის თავზე ვერ იღებენ , ავტორიტეტი აღარაა, მოგების სურვილი აღარაა, გუნდი აღარაა.. ყველაფერი შესაცვლელია აბსოლუტურად.. და იმედია ლაპორტა მოვა , ხავი მოვა და ახალი სისხლი , ახალი ძრავი , ძველ მანქანას აამუშავებს…


    მიყვარს შენი კომენტარები ზუსტად ასახე დღევანდელი მდგომარეობა ! ტალიაფიკო , ვეინალდუმი , უპამეკანო და დეპაი რო დავითრიოთ ნაგავი რაცაა გავუშვათ ამოვისუნთქებთ .

  • Konrad de la Fuente
    schedule 09 დეკ 2020, 20:55

    დღეს თუ გლადბახმა მოიგო, იმ ვიდეოს დავდებ თამაშის მერე და ერთად ვიკაიფოთ 😂