workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაგვიმართლა, რომ დემბელე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო – “კადისის” მწვრთნელი

გაგვიმართლა, რომ დემბელე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო – “კადისის” მწვრთნელი

Diario Sport-თან “კადისის” მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო სერვერამ, ამ სეზონში პირველი საშინაო გამარჯვების შემდეგ ვრცლად ისაუბრა:

“გავიმართლა, რომ დემბელე სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და კუმანს გარემარბებით თამაში არ უყვარს.”

“გამიკვირდა, როცა მან დესტი გაიყვანა. ის ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც გამწვავება კარგად შეუძლია. ტრინაკუს შემოყვანის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი ცენტრიდან შემოტევას კიდევ უფრო მეტად შეეცდებოდნენ. ამასთანავე, ტრინკაუს კარგად დაცვა არ შეუძლია და მის მხარეს წრაფ მოთამაშეს მეტოქე გუნდისთვის დიდი საფრთხის შექმნა ძალუძს.”

“კოუტინიოს ძირითად შემადგენლობაში ხილვა ჩვენთვის საჩუქარი არ ყოფილა, მაგრამ მე დემბელე უფრო მეტად მომწონს. უსმანს თამაშის თავის თავზე აღება და სოლო-გოლის გატანა შეუძლია. კოუტინიო ამ დონის ინდივდუალისტი არ არის და მისი დაცვა უფრო მარტივია.”

“მესი დღეს უფრო მეტად იყო ჩართული თამაშში, ვიდრე სხვა შემთხვევებში. ვხედავდი, თუ როგორ ცდილობა გუნდისთვის წარმატების მოტანას. ჩვენი საჯარიმოსკენ მუდმივად აქტიურად მოდიოდა და ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ითამაშა. მაგალითისთვის, ყველა ინსტრუქცია, რასაც მე ჩემს ფეხბურთელებს ვაძლევდი, ლეოს ნეიტრალიზაციისკენ იყო მიმართული.”

შაბათს “ბარსამ” “კადისთან” ინდივიდუალური შეცდომების გამო ლა ლიგაში კიდევ ერთი მარცხი იგემა და ლიდერ “ტლეტიკოს” 12 ქულით ჩამორჩა. ეს კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ცუდი სტარტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Don_Andresito
    schedule 08 დეკ 2020, 17:49

    Iniesta. And messi,
    ისე მაგ ტურნირზე ფახთაქორი თამაშობდა რომლის მწვრთნელიც შოთა არველაძეა მარა 1/8 ფინალში ეგეც გავარდა პერსეპოლისთან. ჩავიც გავარდა, არადა სანტი კაზორლა ყავს გუნდში. ინიესტას გუნდმა კიდე გუანჩუ ევერგრანდი ჩატოვა ჯგუფში, კანავარო ყავთ მწვრთნელად და რამდენიმე კარგი მოთამაშე,ტალისკა მმაგალითად, მგონი პაულინიოც. დღეს ვინც გააგდეს კიდე ტურნირის ერთ ერტი ფავორიტი იყო, ჩელსის ყოფილი მოთამაშე ოსკარი ყავთ. მაგათ მწვრთნელს პერეირას ინიესტას გადაბირება უნდოდა მარა ტრანსფერი არ შედგა. მერე გამოდგა ეგ პიტალო და თქვა ინიესტა ვერ გაგვაძლიერებდაო. ხოდა კი გადაუგდო ინიმ. ისე აზიის ლიგაზე გააქვს გოლები

  • neo222
    schedule 08 დეკ 2020, 10:23

    მაგრა ღადაობს კადისის მწვრთნელი.

  • Iniesta. And messi
    schedule 07 დეკ 2020, 23:32

    დღეს ინიესტას ვისსელ კობე 1/4ფინალში გავიდა აზიის ჩემპიონატში და წარნატებებს უსურვებ მაგრამ რატომ გადავწყვიტე ამ სტატიის კომენტარის დაწერა დღეს ვათვალიერებდი თუ ვინ იქნებოდა კობეს პოტენციური მეტოქეები და ერთი რამ აღმოვაჩინე ამ ტურნირზე თამაშობდა ჩავის ალ-საადი და სამწუხაროდ 1/8 ფინალში გავარდნირა არადა როგორი ისტორიული მომენტი იქნებიდა კობე ვს ალ-საადი ანუ ინიესტა ვს ჩავი იმისდა მიუხედავად რომ ჩავი მწვრთნელია. გული დამწყდა ჩავის ალ საადის გავარდნის გამო რადგან ვიმეორებ იყო თეორიული სანში ალ საადის გასვლის შენთხვევაში ბარსას ორი ლეგენდა გვენახა ერთმანეთის პირისპირ ცუდია რომ ეს ისტორიული შეხვედრა ვერ შედგა. რაც შეეხება ინიესტას მისნა კობემ 2-0 მოიგო თვითონ ინიმ პირველი გოლი გაიტანა ეს უკვე საოცარი მიღწევაა კობესთვის მაგრამ კარგი იქნება თუ კიდევ უფრო შორს წავა წარმატებები კობეს და როგორც ინიესტა მის ფეისბუქ გვერდის გამამხნევებეკ სტატიის ბოლოს იტყოდა vamos vissel

  • M10 S9 D11
    schedule 07 დეკ 2020, 23:31

    ესეც კი იძახის რო სიქიმორო გადაწყვეტილებები მიიღო კუმანმა შემადგენლობის დაყენებიდან დაწყებული ცვლილებებით დამთავრებული

  • Konrad de la Fuente
    schedule 07 დეკ 2020, 23:20

    ციტატა: king mesi forevever
    დემბელე დაგვაკლდება იუვესთან ფლანგზე დაგვჭირდება სწრაფია და გაამწვავებდა საკაიფოდ მარა ისევ ტრამვა დაიტანჯა და დაგვტანჯა ჩვენც


    ლა ფუენტე ათამაშოს რა იქნება, სადაც პედრი ათამაშა რეალთან იქ კონრადიც იმსახურებს შანსს. ძაან ტეხნარია და ვერ ვეღირსე მისი თამაშის ყურებას პირველ გუნდში წესიერად. ვხედავ მე დიდ პოტენციალს მასში.

  • king mesi forevever
    schedule 07 დეკ 2020, 23:15

    დემბელე დაგვაკლდება იუვესთან ფლანგზე დაგვჭირდება სწრაფია და გაამწვავებდა საკაიფოდ მარა ისევ ტრამვა დაიტანჯა და დაგვტანჯა ჩვენც

  • Konrad de la Fuente
    schedule 07 დეკ 2020, 23:11

    რაცარუნდა პარადოქსული იყოს, შეტევაში ყველაზე მეტად ამ ეტაპზე ხიფათს ვერავინ ქმნის.