workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეო მესიზე საუბრობს

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეო მესიზე საუბრობს

CanalPlus-ის ეთერში “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ლიონელ მესის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

მესი “ბარსელონას” ფეხბურთელია. ახლა არ არის იმის დრო, რომ მარკეტზე ვიფიქროთ. ჩვენი სატრანსფერო სამუშაოთი ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, გუნდიც საკმარისად კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. 
ასე რომ, დიდი პატივისცემა მესისა და “ბარსელონას”, მაგრამ ახლა ამ თემაზე საუბრის დრო არ არის. 

– განაცხადა ბრაზილიელმა. 

მესის პსჟ-ში გადასვლაზე ინფორმაციებით პრესა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ფრანგული კლუბის სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, “ბარსას” კაპიტანთან ერთად თამაშის სურვილი საჯაროდ გამოთქვა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • lesane C
    schedule 06 დეკ 2020, 16:48

    შეიძლებ პესეჟეში არა მარა,ვფიქრობ მესის წასვლა აქ გადაწყვეტილი და იმიტომ არ არის დიდად მონდომებული,მოკლედ კლეიმარმა ასწავლა ეტყობა რაღაც ჩორნი ხოდები 😀 ასეთ მოთამაშე მესის არ მგონია დიდად შეეხვეწოს ვინმე დარჩიო და შესაძლოა მაგ გზას აწვება

  • nik41
    schedule 06 დეკ 2020, 14:29

    აი ბარსელონაზე რომ იტყვი ფეხბურთელები არყავსო და რაგინდა რომ ქნაო მესი გრიზმანი დემბელე ქაუტინიო პედრი დე იონგი პიანიჩი ისეთი შეტავა რომ მოწინააღმდეგეს თავზე უნდა ეჯდენ კუმანი გყავთ გასაშვები მარტო მესი გრიზმანით უნდა იგებდეს მაგრამ ვერ შეათამაშა და აბრალებთ ფეხბურთელებს გოლს რომ იტანს რომელიმე ერთმანეთს სიცილით და ხვევნა კოცნით დასდევენ

  • Konrad de la Fuente
    schedule 06 დეკ 2020, 14:14

    ბართოს ვითომ კაი სახელის დატოვება უნდოდა, არადა სჯობდა რო გაეყიდა მესი იმ თანხით საჭირო ფეხბურთელებს არ დაიმატებდა გუნდი. მესი კი არა, ვინცარუნდა იყოს ძალით დატოვებული ფეხბურთელის დდშვ. ძაან გვიყვარს გასაგებია, მარა ხო ვხედავთ ყველანი რაც ხდება? მარა მესის კი არა ბართოს ვაბრალებ ყველაფერს მე, ეგაა ყველაფრის თავი.

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 06 დეკ 2020, 14:07

    ზამთარში იყიდეთ

  • Konrad de la Fuente
    schedule 06 დეკ 2020, 13:58

    ციტატა: Nini
    Konrad de la Fuente,
    დროა და თან ძალით თამაშობს და ამის მიზეზი სუარესის და ნეიმარის წასვლაა მაგრამ როდემდე უნდა გააგრძელოს ასე მოქცევა გუნდის კაპიტანია მოტივაციაც უნდა მისცეს თანაგუნდელებს და პირადი წყენა დაივიწყოს.კაპიტნის სამკლავურის ტარების ღირსი ჩემთვის პირადად ტერ შტეგენია.


    ყველაზე მეტად კუმანი მეცოდება, ბოლოს სულ მწვრთნელზე ტყდება ჯოხო თორე განა წინა სეზონებში მარტო ვალვერდეს და სეტიენის ბრალი იყო მსგავსი შედეგი. სისტემაა მოშლილი.

  • Konrad de la Fuente
    schedule 06 დეკ 2020, 13:56

    ციტატა: AF10
    ნუ ვარდებით ბიჭო პანიკებში, გუნდის თავიდან აღზევება ახალი დაწყებულია, ანდაც ამ სეზონში რისი იმედი გქონდათ სულ რომ ჩავი და გვარდიოლა დანიშნულიყო, ის ახალგაზრდა ფეხბურთელები რომელიც წელს შევიძინეთ კაკრას მომავალ წელს ხოდზე იქნებიან

    თამაშს რო წააგებენ კუმანს აგინებენ და რომ მოიგებენ კუმანზე მაგარი მწვრთნელი არ ჰყავთ.
    გვარდიოლსაც საშინელი შედეგი ჰქონდა თავიდან მარა მაინც მოიხოდა


    გუნდს დედა უტირეს რავი, ბართომეუმ უსლევებდა და ბოლოს ყველაფერი მწვრთნელებს ბრალდებოდათ. ჯერ იყოდა კროსს ამჯობინეს რაკიტიჩი, მერე ადგნენ და ნეიმარი გაუშვეს და მის მაგიერ მბაპეს არჩიეს დემბელე, ენრიკე გაუშვეს და ვალვერდე მოიყვანეს რომელიც არ ერგებოდა ბარსელონას სტილს, ვალვერდე გაუშვეს მერე უარესი სეტიენი მოიყვანეს. კუმანი მოვიდა ტრანსფერები არ გაუკეთეს კაცს და თან კიდე ფორვარდი გაუყიდეს. ბართოს ცოცხალ-მკვდარი მოვ.ან.

  • AF10
    schedule 06 დეკ 2020, 13:48

    ნუ ვარდებით ბიჭო პანიკებში, გუნდის თავიდან აღზევება ახალი დაწყებულია, ანდაც ამ სეზონში რისი იმედი გქონდათ სულ რომ ჩავი და გვარდიოლა დანიშნულიყო, ის ახალგაზრდა ფეხბურთელები რომელიც წელს შევიძინეთ კაკრას მომავალ წელს ხოდზე იქნებიან

    თამაშს რო წააგებენ კუმანს აგინებენ და რომ მოიგებენ კუმანზე მაგარი მწვრთნელი არ ჰყავთ.
    გვარდიოლსაც საშინელი შედეგი ჰქონდა თავიდან მარა მაინც მოიხოდა

  • Konrad de la Fuente
    schedule 06 დეკ 2020, 13:45

    მგონი დროა რო მესის ეპოქა დასრულდეს ბარსაში. ძველი გვარდია უნდა წავიდეს და ახალგაზრდებს დაუთმონ დრო, გააკეთეს თავისი მორჩა უკვე აწი. ახალი გუნდი უნდა აშენდეს.