არგენტინულმა სატელევიზიო არხმა, Secretos Verdaderos-მა, დიეგო მარადონას უკანასკნელი ხმოვანი შეტყობინება გამოაქვეყნა.
არგენტინელმა ლეგენდამ შეტყობინება მარიო ბაუდრის გაუგზავნა. მარიო მისი ყოფილი მეგობარი გოგონას, ვერონიკა ოხედას, ახალი პარტნიორია. ვერონიკა დიეგოს უმრწემესი შვილის, დიეგო ფერნანდოს, დედაა.
მარადონას სიტყვები ძალიან სევდიანი და ამაღელვებელია:
“გამარჯობა მარიო, დიეგო ვარ.”
“შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ვერონიკას დანახვა უკვე კარგად შემიძლია.”
“მან მითხრა, რომ ახლა ერთად ხართ. მოუარე მას და ჩემს ანგელოზს, დიეგიტოს, მასზე ძვირფასი ქვეყნად არავინ გამაჩნია. ბევრი ვაჟი მყავს, მაგრამ სიბერეში ჩემი ნუგეშისმცემელი სწორედ ის იქნება.”
დიეგო არმანდო მარადონა გულის შეტევით გასულ კვირას, 60 წლის ასაკში დაიღუპა.

ღმერთმა აცხოვოს, უდიდესი ფეხბურთელი იყო. მაგრამ პიროვნულად არასოდეს მევასებოდა, ჯერ ერთი ნარკომანი იყო და არ ვცემ პატივს მე ნარკომან ხალხს იგი ვერ იქნება მისაბაძი ვერავისთვის. ბოღმაც იყო ბევრ შემთხვევაში. და წავიკითხე ერთმა ქალთა გუნდის წევრმა პედოფილი უწოდა. მოკლეფ უფალმა განსაჯოს მოკვდა ადამიანი და ამაზე აღარააქვს საუბარს აზრი. მესი პიროვნულადაც უფრო თავმდაბალი და კაცურია.