workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების დეტალები ცნობილია

ოფიციალურად: “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების დეტალები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად დადასტურდა.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, არჩევნები 2021 წლის 24 იანვარს ჩატარდება.

დაზუსტდა სხვა პროცედურების თარიღებიც:

  • 23 დეკემბრიდან 11 იანვრის ჩათვლით კანდიდატებმა მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა შეაგროვონ;
  • ხელმოწერების შესაგროვებლად 10 ადგილი იქნება გამოყოფილი;
  • თითო კანდიდატს კლუბის წევრის მინიმუმ 2 300 წევრის ხელმოწერა ჭირდება;
  • ვინც ხელმოწერების საჭირო რაოდენობას ვერ შეაგროვებს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს;
  • 15 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 01 დეკ 2020, 15:35

    ციტატა: Don_Andresito
    მეც ლაპორტასკენ ვარ მარა ფონტი ძალიანაც ნუ ჩამოწერეთ, ახალგაზრდა კაცია ენერგიული, თან როგორც თქვა მთელი ძალაუფლების ჩავისთვის გადაცემას აპირებს, ანუ თავისუფლებას ტრანსფერებზე, დაჟე სპორტულ დირექტორადაც თითონ იმუშავებსო, რატომაც არა, მე მომხრე ვარ მაგის. ჩავი არის ის კაცი რომელიც ბარსაში ბევრ სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამ სასტავისთვისაც ავტორიტეტია და საფეხბრურთო სამყაროსთვისაც, ფონტის როლი იქნება ის რო არ შეუშალოს ხელი და ფინანსური სიძლიერე უზრუნველყოს გუნდის. ჩავი ისე მიემხრო ფონტს რო ალბათ ხედავს კარგს მაგ კაცში, თან ლაპორტასთან აღარ წამოვა სავარაუდოდ იმ პონტში რო ფონტს უჭერს მხარს. მთავარია ჩემი აზრით იმ ნაძირალამ არ მოიგოს, ბართომეუს მემკვიდრეობის გამგრძელებელმა, მესის რო უშვებდა. ბორდის წევრი რო იყო გვარი არ მახსოვს, როგორც როსელმა დატოვა მიმდევარი და გაიძურწა ისე არ ქნას ამ ვირთხამაც, იქნებ გაასამართლონ ბართომეუ რო მსგავსი რამ აღარავინ გაბედოს. ისე დაპირებებზე რო ამბოობთ ჰოლანდს ლაპორტა არ დაგვპირდა? მე ეგრე ვიცი გადავამოწმებ. ისე კი ლაპორტას გვარდის დაბრუნება შეუძლია მარა ალბათ სხვა პოზიციაზე, ბარსას ახალგაზრდულის მწვრთნელად მაგალითად. იფიფ რა თაობას დაგვიდებდა. პეპს კი ჩავაბარებდი გუნდის სკაუტობას, რო მოიძიოს ხალხი პაცნობა და თითონვე აათამაშოს ახალგაზრდულში


    ახლა ჩავის შეიძლება ლაპორტამაც მისცეს მუშაობის საშუალება, მაგრამ მე უფრო ის მადარდებს ჩავის რო დიდ მწვრთნელობას ავანსად ვაძლევთ, მე მაგალითად დიდი ფეხბურთელიდან დიდ მწვრთნელობამდე მიღწევის სულ რამდენიმე შემთხვევას თუ მოვიგონებ, კრუიფის თამადობით. მაგრამ ჩავიზე რა უნდა ვთქვა, აგერ პირლოც დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც წავიკითხე გუნდს არ ესმის რა უნდა მწვრთნელს და უკვირთ რატომ არ უტარებს ტაქტიკურ მეცადინეობებს ფეხბურთელებს რომლებსაც საერთოდ არ ხვდება და მხოლოდ დამხმარეებით ეკონტაქტება. ბოლო ბოლო მარადონაზე ან პელეზე დიდი ფეხბურთელი ვინ იყო, მაგრამ მწვრთნელობის ნიჭის ნასახი არ აღმოაჩნდათ. პირიქით რამდენიც გინდათ თუნდაც მოურინიო ან კლოპი აიღეთ.

  • Ronaldinho..
    schedule 01 დეკ 2020, 12:34

    ლაპორტა მოიგებს დიდი ალბათობით,და კაი ვარიანტი იქნება გუნდისთვის დაუბრუნებს იმედია ძველ დიდებას!🔴🔵

  • nikusha
    schedule 01 დეკ 2020, 09:27

    ჩემი ხმა ლაპორტას

  • Don_Andresito
    schedule 01 დეკ 2020, 03:13

    მეც ლაპორტასკენ ვარ მარა ფონტი ძალიანაც ნუ ჩამოწერეთ, ახალგაზრდა კაცია ენერგიული, თან როგორც თქვა მთელი ძალაუფლების ჩავისთვის გადაცემას აპირებს, ანუ თავისუფლებას ტრანსფერებზე, დაჟე სპორტულ დირექტორადაც თითონ იმუშავებსო, რატომაც არა, მე მომხრე ვარ მაგის. ჩავი არის ის კაცი რომელიც ბარსაში ბევრ სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამ სასტავისთვისაც ავტორიტეტია და საფეხბრურთო სამყაროსთვისაც, ფონტის როლი იქნება ის რო არ შეუშალოს ხელი და ფინანსური სიძლიერე უზრუნველყოს გუნდის. ჩავი ისე მიემხრო ფონტს რო ალბათ ხედავს კარგს მაგ კაცში, თან ლაპორტასთან აღარ წამოვა სავარაუდოდ იმ პონტში რო ფონტს უჭერს მხარს. მთავარია ჩემი აზრით იმ ნაძირალამ არ მოიგოს, ბართომეუს მემკვიდრეობის გამგრძელებელმა, მესის რო უშვებდა. ბორდის წევრი რო იყო გვარი არ მახსოვს, როგორც როსელმა დატოვა მიმდევარი და გაიძურწა ისე არ ქნას ამ ვირთხამაც, იქნებ გაასამართლონ ბართომეუ რო მსგავსი რამ აღარავინ გაბედოს. ისე დაპირებებზე რო ამბოობთ ჰოლანდს ლაპორტა არ დაგვპირდა? მე ეგრე ვიცი გადავამოწმებ. ისე კი ლაპორტას გვარდის დაბრუნება შეუძლია მარა ალბათ სხვა პოზიციაზე, ბარსას ახალგაზრდულის მწვრთნელად მაგალითად. იფიფ რა თაობას დაგვიდებდა. პეპს კი ჩავაბარებდი გუნდის სკაუტობას, რო მოიძიოს ხალხი პაცნობა და თითონვე აათამაშოს ახალგაზრდულში

  • sandro89
    schedule 01 დეკ 2020, 03:01

    ჩემი ხმა ლაპორტას

  • M10 S9 D11
    schedule 30 ნოე 2020, 23:46

    ლაპორტამ უნდა გაიმარჯვოს უეჭველი

  • ana anukii
    schedule 30 ნოე 2020, 23:26

    El pistolero 9,
    ლაპორტამ თუ გაიმარჯვა დარწმუნებული ვარ ბარსას ახალი ერა დაიწყება

  • guga
    schedule 30 ნოე 2020, 23:16

    ლაპორტას საუბარი მომეწონა, ზედმეტი დაპირება არ გაუცია როდესაც თავისუფლად შეეძლო მისი მეგობრობა გამოეყენებინა გვარდიოლასთან და ეთქვა დავაბრუნებო, მაგრამ პირდაპირ თქვა რომ არც განიხილავს, განსხვავებით ფონტისგან რომელიც შეუსრულებელ დაპირებებს ისვრის და ერთი მეორის საწინააღმდეგოა, პირდაპირ ეტყობა რომ "ლიჟბი პრეზიდენტობა" უნდა და დანარჩენი ამ ეტაპზე კიდია. დარწმუნებული ვარ ბართომეუ სანატრელი გახდება თუ ფონტი გაიმარჯვებს ერთადერთი იმედი ლაპორტაა.

    თან ფონტი სულ რომ ბარსელონას კეთილდღეობაზე ფიქრით გადამკვდარი აღმოჩნდეს მაინც არ გვჭირდება ექსპერიმენტები, ვინც ეს კლუბი იცის მხოლოდ ისევ მას შეუძლია ძველი დიდების დაბრუნება თუ რათქმაუნდა მისი მიზანიც ეს იქნება და არა ბიზნესმენობა.

  • El pistolero 9
    schedule 30 ნოე 2020, 23:03

    ana anukii,
    უეჭველი.წინასწარ გამოკითხვებში დიდი ფორით უსწრებს ყველას როგორც ვიცი

  • ana anukii
    schedule 30 ნოე 2020, 22:25

    დიდი ალბათობით ლაპორტა მოიგებს ამ არჩევნებს <3