როგორც გახსოვთ, “ბარსელონას” ამერიკელი მცველის, სერჟინიო დესტის “ოსასუნასთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ ფეხბურთელმა შეხვედრისთვის მოსამზადებელ ბოლო სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო და მატჩის განაცხადშიც მოხვდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ რონალდ კუმანი დღეს არ შეამჩნევს, რომ დესტი თამაშისთვის 100%-ით მზად არის, მის მოედანზე გაყვანას არ გარისკავს.
გუნდის კიდევ ერთი მარჯვენა მცველი, სერჟი რობერტო, ტრავმირებულია. დესტის გამოკლების შემთხვევაში ამ პოზიციას ნომინალური ცენტრალური მცველი ოსკარ მინგესა დაიკავებს, დაცვის ცენტრში კი კლემან ლანგლესთან ერთად ჟუნიორ ფირპო ან ფრენკი დე იონგი ითამაშებს.




უეჭველი უნდა ითამაშოს დესტმა
თუ ესეა საქმე მე-2 ტაიმში მიცეს გარკვეული რაოდენობის სათამაშო დრო