ცენტრალურ დაცვაში პრობლემებია, დანაკლისის ფონზე კი რონალდ კუმანისთვის ყველაზე კარგი სიახლე სამუელ უმტიტის დაბრუნება უნდა იყოს.
“ბარსელონას” ფრანგი მცველი, რომელიც ერთ დროს ევროპის საუკეთესოთა შორის შედიოდა, უკვე 2 წელია ტრავმას ვერ იშუშებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ტრანსფერი არავინ მოისურვა და სამუელი ისევ “ბლაუგრანას” შემადგენლობაში დარჩა.
ტრავმიანობის მიზეზი ისაა, რომ უმტიტიმ დაზიანებულ მუხლზე ოპერაციის ჩატარებას გარისკვა და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე გამგზავრება ამჯობინა.
Sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს.
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მუდმივად გიწევს.
უახლესი ინფორმაციით, უმტიტი უკვე გამოჯანმრთელდა. ის ეცდება, უახლოეს მომავალში ფორმა სრულად აღიდგინოს და მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს.




უაზრო შედარებაა მეგობარო, პუიოლი 36 წლის ასაკში წავიდა, ხავიც 34-35 ალბათ და ახლა იძახი, რომ უმტიტი უნდა ადგეს და 24 წლის ასაკში გავიდეს პენსიაზე? ეგ თუ რამე უნდა გადაწყვიტოს ექიმმა თუ ეგრე უკიდურესადაა საქმე, დააკლეს ხელფასი, მოაკლდა სათამაშო დრო და ახლა არაა საჭირო ადგე და დააბრალო ყველაფერი მას, პლიუს ბარსას სამედიცინო შტაბი რო უბერავდა და ახლა არ ვიცი რასა აკეთებენ ეგ ფაქტია.
მაშინ საფრანგეთის ფედერაციამ გიხადოს ხელფასი.
არადა რა მაგარი იყო ეს ოხერი
სამუ 😍
ამ კაცის ლანძღვა სწორად არ მიმაჩნია. ყველა პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა ასე მოიქცეოდა, მათ შორის მეც. ნაკრებში თამაში და თავგინწირვა უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური რამაა რისი გაკეთებაც შეუძლია ფეხბურთელს საკუთარი ქვეყნისთვის…
იქნებ და მოიხოდოს.ახლა ამის კარგად ათამაშება ჰაერივით ჭირდება ბარსას
ნებისმიერი ასე იზამდა, რა შრომა გაწია ახლა ამან მაგ საქმისთვის, იგივე ქნა პუიოლმაც მთელი ცხოვრება ტრამვით ითამაშა მანამდეც და მერეც. იმედია მოიხოდება ისევ ძალას დაატანს თუ რას იზამს. ეჰ რა ფორმაში იყო ეს
თვითონაც ამბობს რო მსოფლიოს გამო შევწირე კარიერაო ეჰჰ უმტო არადა რაკაი იქნებოდი 2წელში