Diario AS-ში ვკითხულობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისას მთავარი და ვიცე-კაპიტნების დანაკლისის გამო, ლიდერობა თავის თავზე ანტუან გრიზმანმა აიღო.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” 7-იანს თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მოუწია, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ თანაგუნდელებს გასახდელში შესვლამდე ამხნევებდა.
ამას გარდა, კიევის აეროპორტში დაბრუნების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას, გრიზმანმა მიკრიფონი მოულოდნელად აიღო და პედრის დაბადების დღე სიმღერით მიულოცა.
65-ე წუთზე შემოსვლის შემდეგ კი მან მე-4 გოლიც გაიტანა. გარდა შედეგიანი თამაშისა, ამ მატჩით ნათლად დავინახეთ, რომ გრიზმანს ხასიათი აშკარად გამოუკეთდა.

იმედია მოიხოდება ფსიქოლოგიურად და საბოლოოდ ათამაშდება
Griezzy7,
კოუს დაბრუნება შეცდომა იყო. მინდოდა გულის სიღრმეში რო იქნებ ის კოუ მენახა ვინც მოსვლის პირველ თვეებში ვნახე მარა იმედი მცირე იყო. თან ბონუსები უნდა ვიხადოთ. ერთ 50 მილოონს მივიღებთ და უპამეკანოს გამოსასყიდი თანხაა.
მიდი გრიზმო მოიხოდე და შენ თუ ათამაშდი გავარტყი დეპაის
რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ კოუ გასაყიდია და მაგ ფულით კაი ცენტრბეკი მოსაყვანი. გრიზლი ლოუს ბევრად სჯობს, ამ ორის შედარებაც არ შეიძლება. მსოფლიო ჩემპიონი გუნდის ლიდერია, ორჯერ ოქროს ბურთის სამეულში ნომინირებული. შეიძლება ცოტა პრობლემა აქვს ფსიქოლოგიური, მაგრამ ეგ როგორც ვხედავთ ნელ-ნელა სწორდება. ასე რომ მგონი სჯობს კოუ გაიყიდოს და გრიზი მის პოზიციაზე დადგეს