workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოატენგი: მესისთან ერთად ვარჯიშის დროს, თავი არასრულფასოვნად ვიგრძენი

ბოატენგი: მესისთან ერთად ვარჯიშის დროს, თავი არასრულფასოვნად ვიგრძენი

“ბარსელონას” ექს-მოთამაშემ, კევინ-პრინს ბოატენგმა, რომელიც ამჟამად იტალიური “მონცას” ღირსებას იცავს, კატალონიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

“ბარსელონაში” გატარებული 6 თვე დაუჯერებელი იყო. თავდაპირველად არ მჯეროდა, მეგონა “ესპანიოლო” მეპატიჟებოდა და არა “ბარსელონა”. მესისთან ერთად ვარჯიშებმა მხოლოდ ბედნიერება მომანიჭა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რონალდუ – მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ მესი – რაღაც განსხვავებულია.  ის არანორმალურია. ლეოსთან ერთად ვარჯიშების დროს, კარიერაში პირველად ვიგრძენი, რომ არასრულფასოვანი ვიყავი. ის დაუჯერებელ რამეებს აკეთებდა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა: “კარიერას ვასრულებ!”,

– ბოატენგის სიტყვებს Goal ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • Aron ralston
    schedule 25 ნოე 2020, 17:42

    ციტატა: Maradona
    ამის ტრანსფერი ხო ცალკე ფენომენაა რა


    როცა მაგარი იყო მაშინ არ იყიდეს და 7-8 წლის მერე ბებრუხანა მოათრიეს გუნდში ბართუმეოს ეფექტი ქვია ამ ფენომენს