არათუ საუკეთესო სამი ადგილოსანის, არამედ საუკეთესო ათეულის შედგენაც ძალიან რთული გამოდგა, რადგან ათეულს მიღმა ბევრი ძალიან კარგი გოლი დარჩა. მაგალითად, ლიონელ მესის არაერთი გოლი, სამუელ ეტო’ოს ძალიან კარგი გოლი, რონალდინიოს ერთ-ერთი პირველი გოლი “ბარსას” შემადგენლობაში, ძამბროტას კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი და ა.შ, თუმცა, ეს ათეული მაინც ხელშეუხებელი მგონია.
ნუმერაციაზე დავა ნამდვილად შეიძლება. დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომელი გოლია უკეთესი, ჩემი გადმოსახედიდან კი ასეთი ტოპ 10 გამოვიდა.
